კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომპანია „m2” გთავაზობთ აქციას 10/90 – გადახდის სრულიად ახალ პირობებს დანაზოგისა და სესხის გარეშე

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ ლიდერია თავის სფეროში, რადგან მუდმივად გამოირჩევა ნოვატორული, უპრეცედენტო შეთავაზებებითა და საინტერესო პროექტებით. კომპანიამ, სწორედ მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, გადახდის სრულიად ახალი პირობის შეთავაზების შესახებ განუცხადა საზოგადოებას. 1 მარტიდან ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დანაზოგისა და სესხის გარეშე შეიძინოს ბინა საცხოვრებელ კომპლექსებში – „ოპტიმა ისანი“ და „m2 იპოდრომთან 2“.  აქცია 10/90-ის ფარგლებში, ბინის შეძენის მსურველს შესაძლებლობა აქვს, დღეს შეარჩიოს სასურველი ბინა საცხოვრებელ კომპლექსებში და მშენებლობის განმავლობაში, ყოველთვიურად, თანაბარი შენატანებით დაფაროს ბინის ღირებულების მხოლოდ 10%. დარჩენილი 90% კი გადაიხადოს საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებიდან, სამი თვის შემდეგ. ხსენებული სამი თვე მობინადრეს შეუძლია, გამოიყენოს ძველი ბინის გაყიდვისთვის.
ირაკლი ბურდილაძე (კომპანია „m2-ის” გენერალური დირექტორი): თავდაპირველად, მინდა აღვნიშნო, რომ ეს მართლაც უპრეცედენტო შეთავაზებაა ჩვენი მომხმარებლისთვის. აქცია 10/90-ის ფარგლებში, გადახდის სრულიად ახალი პირობებით, დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის ყველასთვის. ჩვენი მიზანია, საქართველოში ყველა მცხოვრებს მივცეთ საშუალება, აირჩიოს სასურველი საცხოვრებელი ფართი მათზე მორგებული გადახდის პირობებით. მაგალითისთვის, ვისაც სურს, მშენებარე საცხოვრებელ კოპლექს „m2 იპოდრომთან 2-ში“ შეიძინოს 49,903 აშშ დოლარის ღირებულების ბინა, მარტიდან, 30 თვის განმავლობაში, ყოველთვე გადაიხდის მხოლოდ 167 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილ თანხას დაფარავს საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებიდან, სამი თვის შემდეგ. ამ სამი თვის განმავლობაში კი, შესაძლებლობა ექნება, გაყიდოს ძველი ბინა.
აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, მსგავსი ინოვაციის შეთავაზება მხოლოდ იმ კომპანიას შეუძლია, რომელსაც ფინანსური მდგომარეობაც საკმაოდ ჯანსაღი აქვს. წინა პროექტებმა და წარმატებულმა გაყიდვებმა „m2-ს” საშუალება მისცა, ჭარბი ლიკვიდურობა დაეგროვებინა. ამას დაემატა ისიც, რომ „m2-მა“ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ხელი მოაწერა ხელშეკრულებას  23 მილიონი დოლარის დაფინანსების შესახებ. ამ თანხიდან 15 მილიონი დოლარი „m2-ის” ანგარიშზე უკვე გადმოირიცხა. სწორედ აქედან გამომდინარე, კომპანიას კლიენტებისთვის უნიკალური პროდუქტის შეთავაზების საშუალება მიეცა.

скачать dle 11.3