კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი განხილვის საგანი გახდა ლიზა ყენიასა და უმცროსი კოდუას ურთიერთობა და როგორ გადის ის მაია ჯაბუას ცხოვრების გზას

მაია ჯაბუა უკვე ოფიციალურად გახდა ვარსკვლავოსანი – 29 იანვარს, კულტურის პალატის ორგანიზებით, ფილარმონიის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ათეული წლები სცენაზე და კადრს მიღმა დარჩენილი ცხოვრება, რომელიც გარეგნულად სულ არ იყო ვარსკვლავური; მითქმა-მოთქმა, რომლითაც „დუღდა” თბილისი; წესები, რომელსაც არ არღვევს და შვილი, რომელიც დედის გზას გადის – ამის შესახებ მომღერალი გულახდილად საუბრობს. 
მაია ჯაბუა: პირველი, რაც ჩემი ვარსკვლავის გახსნას ახლდა, იყო უხერხულობის განცდა. მე არ ვარ მიჩვეული წოდებებს, ორდენებს, ეს არც არის ჩემს ხასიათში – ალბათ, ასე გავიზარდე. „მზიურში” მიჩვეულები ვიყავით ბევრ  შრომას, აპლოდისმენტებს, სიყვარულს.  მერეც, როდესაც უკვე დიდი ვიდექი სცენაზე, ჩემთვის არ იყო მოტივაცია წოდებები, იმდენად მავსებდა ის სიყვარული, რასაც მსმენელისგან ვიღებდი;  ამაზე არც  არასდროს მიფიქრია. მადლიერი ვარ ჩემი მშობლების იმისთვის, რომ  გამზარდეს დიდ სიყვარულსა და ნდობაში.  მე და ჩემი დები ამას მაშინაც ვაფასებდით, თუმცა, მერე ბევრი მიფიქრია, როგორ შეეძლოთ, ასეთი თავისუფლება მოეცათ  ჩვენთვის, რაც ბოროტად არასდროს გამოგვიყენებია.  ჩვენ არასდროს გადავდიოთ ზღვარს, როცა სილაღე გადადის თავხედობაში.  ხანდახან დედა შემოაპარებდა ხოლმე სიმკაცრეს, რაც შვილების გაზრდაში აუცილებელია. მეც ასეთი დედა ვარ.  ჩემთვის უცხოა, როდესაც მშობლები შვილებთან დაკავშირებულ საკითხებს განიცდიან, ყვირიან, ნერვიულობენ. მე სულ ვამბობ:  მე არ ვარ ჩემი შვილების მეგობარი, მე ვარ დედა, თუმცა, ეს არ უშლით მათ ხელს,  თავიანთი  მეგობრების პრობლემურ სიტუაციებშიც კი  რჩევა მე  მკითხონ. პირდაპირ ეუბნებიან მეგობრებს – წამოდი, მაიას მოვუყვეთო. თორნიკეს  არაერთხელ მოუყვანია თავისი მეგობრები ჩემთან. 
–  თუმცა, თქვენს ცხოვრებაში სირთულეები, ალბათ, არცთუ  ბევრი იყო. მაინც იღბლიანი და ბედის ნებიერა მგონიხართ.
– ჩემი ცხოვრება იყო ძალიან საინტერესო, იღბალიც მქონდა, თუმცა არც განსაცდელები და სირთულეები მაკლდა – ამის გარეშე  ცხოვრება არ გამოდის. გააჩნია, როცა ამ ყველაფერს გაივლი, რას არქმევ შენს გზას და ცხოვრებას.  ჩემთვის ცხოვრება ერთი დიდი გამოცდაა, რომელიც პატარ-პატარა გამოცდებისგან შედგება, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ჩააბარებ ამ გამოცდებს და ამის მერე იღებ იმას, რასაც იმსახურებ ზევიდან. მე ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდებში ყველა განსაცდელს დავხვდი პირისპირ, ვიცოდი, ეს ჩემი გასავლელი იყო  და ამ განსაცდელებში   „დავინახე” საკუთარი თავი. 
– როდესაც  ცხოვრება  ვახტანგ ქუთათელაძეს დაუკავშირეთ, სკანდალისა და  მითქმა-მოთქმის ეპიცენტრში აღმოჩნდით. ამ პერიოდსაც ასე „პირისპირ”  დაუხვდით? 
– ვერ ვიტყვი, რომ ეს  იყო განსაცდელი და რთული პერიოდი. ჭორებსა და ხმაურზე იმუნიტეტი ადრეული ასაკიდან მაქვს გამომუშავებული; ხმაური ვერასდროს მარყევდა და ვერ მაცვლევინებდა  გეზს.
– ლიზა თითქოს  თქვენს გზას გადის?
– ასე გამოდის. თორნიკე არასდროს სარგებლობს იმით, რომ ჩემი შვილია, ვინც არ იცის, გვიან იგებს, რომ  მისი დედა ვარ – თორნიკე ასეთია, არც  ლიზა  იყენებს ჩემს სახელს, მაგრამ მას განსხვავებული ხასიათი აქვს.   ბავშვი რომ იბადება, ხომ აქვს „თავისი” ხასიათი, ასეთი თავისი ხასიათი ჰქონდა ლიზას.   უცნაური ტიპი იყო – დადიოდა ისე, რომ არავის უღიმოდა; მარტო თამაშობდა; თავს ისე ირთობდა, არავინ სჭირდებოდა ამისთვის; მღეროდა, ცეკვავდა – ვითომ  ბავშვებს ართობდა. მას  თავისი სამყარო ჰქონდა და მაშინ მივხვდი, რომ  ჩემი თვისებები უფრო  აქვს.  პატარაც კი, თვითონ კეცავდა თავის ტანსაცმელს, ათჯერ იხდიდა  და იცვამდა, მაგრამ არ ვუშლიდი. სულ ლაპარაკობდა,  მონოლოგის რეჟიმში იყო. საწოლში რომ დავაწვენდით, იმდენს ლაპარაკობდა, ვერ ვაჩერებდით, ვხუმრობდი ხოლმე: სანამ ბატარეა არ დაუჯდება, არ გაჩერდება-მეთქი. ბოლოს მოწყვეტით იძინებდა – ითიშებოდა ხოლმე (იცინის). ლიზა მგავს, მაგრამ  ის, ალბათ, უფრო თამამია. უცნაური რამ არის: მე ვიყავი ჩუმი, მორიდებული, მაგრამ, რაც მე მინდოდა, იმას მაინც ვაკეთებდი და არც სითამამე მაკლდა. მაშინაც დუღდა ქალაქში ჭორები, მუდმივი სატელეფონო ზარები სახლში – რა უნდოდა თბილისში ტელეფონის გაგებას. ზოგი გასაცნობად რეკავდა, ზოგი  ცუდ სიტყვებს ამბობდა,  ზოგი პიონერთა სასახლესთან იდგა და მყარაულობდა (იცინის).  
– ლიზას პირადი ცხოვრებაც  უკვე ხშირად ხდება განხილვის თემა, მაგალითად, მისი ურთიერთობა უმცროს კოდუასთან. თქვენ როგორი რეაქცია გაქვთ, როცა თქვენი შვილის ცხოვრებას საჯაროდ განიხილავენ?
–  ამაზე ყურადღების მიქცევა ჩემი მხრიდან სისულელე იქნება.  მე ყველაფერი ვიცი, თვალს ვადევნებ და სულ ვეუბნები ლიზას: ასეთი თაყვანისმცემლები ყოველთვის იქნებიან შენს ცხოვრებაში, მაგრამ  ეს იმას არ ნიშნავს, რომ  შენც ყველა  უნდა მოგეწონოს.   ლიზა საკმაოდ ჭკვიანი და გონიერი ადამიანია. წლების მატებასთან ერთად თანდათან ხვდება, რა არის კარგი, რა – ცუდი,  მაგრამ ახლა სხვა რეალობაა –  „ფეისბუქი”, სოციალური ქსელი უწყობს  ხელს ასეთი ხმების  გავრცელებას. ეს ლიზას ასაკის გოგონებს კი არა, უფროსებს ექცათ პათოლოგიად. მე საკმაოდ მკაცრი ვარ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ხელოვნურად და დაძალებით არაფერი ხდება, თვითონ უნდა გამოიაროს ყველაფერი, რომ სწორ გზაზე დადგეს.  რაც შეეხება ლიზას გზას სცენაზე, მან  თითქმის  ყველა პროექტში მიიღო მონაწილეობა, მე არ ვუშლიდი. გარდა იმისა, რომ უნდა იყო კარგი მომღერალი და ხმა გქონდეს ფორმაში, თუ ძლიერი ნერვული სისტემა და მყარი იმუნიტეტი არ გაქვს, ამ პროფესიაში ყოფნა იოლი არაა. ეს კონკურსები, საკმაოდ არაობიექტური, ლიზას ძალიან ეხმარება, გახდეს ამტანი, ბევრ რაღაცას სწავლობს. მე დავინახე, რომ უსამართლო პირობებშიც კი არ დაუკარგავს ღირსება და ამიტომაც ვაფასებ მას; მომწონს, როგორ იქცევა იქ, სადაც მისი პიროვნული თვისებები ვლინდება.
– მძიმე კონკურენცია  თქვენს დროსაც ხომ იყო; თქვენი და თამრიკო გვერდწითელის „პაექრობაზეც” ბევრი ხმები დადიოდა.
–  ჩვენ არ გვქონდა არეული  და დაძაბული ურთიერთობა. 18 გოგოდან  ყველასთან ერთნაირად ვერ ვიმეგობრებდი. ის მოსკოვში წავიდა, მე კი აქ დავრჩი. როდესაც მე ვცხოვრობდი მოსკოვში, ჩვეულებრივად შევხვედრივართ ერთმანეთს სხვადასხვა კონცერტზე. თუ იკვეთებოდა ჩვენი გზა, აბსოლუტურად  ნორმალური იყო ეს კვეთა.   კონკურენცია მაშინაც იყო და ყოველთვის იქნება.  თამრიკომ თავისი გზა და რეპერტუარი აირჩია, რაც იმ პერიოდზე იყო მორგებული, რასაც ვერ ვიტყვი ჩემს რეპერტუარზე.  სოლო კარიერაში  მე არ მიმღერია   არც ლენინზე, არც კომკავშირზე; ვმღეროდი თბილისზე, სამშობლოზე;  მასობრივ სიმღერებში –  კი ბატონო.  ბევრ კონცერტზე, სადაც უნდა გამოვსულიყავი, ხშირად ბოლო წუთებში აღარ მივდიოდი ხოლმე. მახსოვს, ერთხელ, დამიბარეს  და ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა მითხრა: რატომ „გვაგდებთ,” მე მას ავუხსენი, რაშიც იყო საქმე, რის გამოც მან მომცა პირობა, რომ ვიმღერებდი მხოლოდ იმ სიმღერებს, რომლებიც მე  მომწონდა (იცინის). 
– ახლა უკვე ვარსკვლავოსანს გკითხავთ: ცხოვრებაც ვარსკვლავური გქონდათ?
– მე მიმაჩნია, რომ „ვარსკვლავობა” – შენი შინაგანი მდგომარეობა,  ადამიანების მიმართ დამოკიდებულება,  პროფესიისადმი ერთგულებაა და არა ის, რომ ვიღაცის დასანახავად, სულ გამოპრანჭული, პრეზენტაციებზე უნდა დადიოდე.  ჩემთვის მნიშვნელოვანია  პიროვნების ხარისხი  და არა აქსესუარები, რომელიც ახლავს ეგრეთ წოდებულ „ვარსკვლავობას” – ამაზე ცოტა მეცინება კიდეც. ჩემთვის კარგი სადილის მომზადებაც კი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. ადრე ეს არ მიწევდა – დედ-მამა აკეთებდა ყველაფერს. ჩემი მეგობრები გიჟდებოდნენ ჩვენს სახლში დარჩენაზე. მერე, როცა მოვიდა დრო და დამჭირდა ოჯახური საქმეების კეთება, მშვენივრად გავართვი თავი. ჩემს შვილებსა და ქმარს ჩემზე კარგად ვინ მოუმზადებს სადილს?! – ამაშიც უდიდეს სიამოვნებას ვხედავ. მიკვირს,  როდესაც დედები იწყებენ წუწუნს, რომ ბავშვს ვერავის დაუტოვებენ.  ის ბავშვი ხომ შენია და პასუხისმგებლობაც შენი ასაღებია. რატომ უნდა მოგინდეს დებილობა ბარში წასვლა და შვილის ვინმესთვის დატოვება?  მე თავით ვეშვებოდი ხოლმე  ჩემი შვილების აღზრდაში, როდესაც ცალკე ოჯახად  დავიწყე ცხოვრება. იყო ხოლმე მომენტები, როცა ვჯდებოდი და  ვამბობდი: ოო, ეს ძალიან ძნელი ყოფილა-მეთქი. დიდი ოჯახის მართვა მთელი მენეჯმენტია, მაგრამ, ავუღე ალღო და გამომივიდა.

скачать dle 11.3