კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეგვიძლია თუ არა თვალში თაფლის ჩაწვეთებით მხედველობის აღდგენა და აქვს თუ არა ფუტკრის შხამს გველის შხამზე მეტი სასარგებლო თვისებები

რა სამკურნალო თვისებებით ხასიათდება თაფლი, როგორ უნდა მივიღოთ სახლის პირობებში, როგორ ვიცნოთ ნატურალური თაფლი... ამ და თაფლის სხვა სასარგებლო თვისებებზე გვესაუბრა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ავთანდილ შეყილაძე: დღეს მსოფლიოში თაფლი ნატურალური საკვები პროდუქტების მეფედაა აღიარებული.  თაფლის სასარგებლო თვისებები არაფერია ფუტკრის შხამთან, ფუტკრის რძესთან, დინდგელთან და ფუტკრის მტვერთან შედარებით. ფუტკრები აგროვებენ ყვავილის ნექტარს, ხოლო მისი სკაში შეტანის შემდეგ რთულ ქიმიურ პროცესებს გადიან – ხდება ნექტრის გამდიდრება ფუტკრების მიერ გამომუშავებული, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. თაფლი მაღალკალორიული პროდუქტია, რომელიც ანტიოქსიდანტებს შეიცავს. ანტიოქსიდანტები ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და ორგანიზმში ისეთი არასასურველი მოვლენების განვითარებას აფერხებს, როგორიცაა სწრაფი დაბერების პროცესი, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების გამომწვევი მიზეზები.
– ბევრი ადამიანი უზმოზე მიირთმევს წყალში გახსნილ თაფლს.  სასარგებლოა  მისი ასეთი სახით მიღება?
– თუ შაქრიანი დიაბეტი არ გაქვთ ან არ ხართ ალერგიული თაფლზე, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ თაფლიანი წყლის დალევა. თუ კუჭის მაღალი მჟავიანობა გაქვთ, ნელთბილ წყალში გახსნილი თაფლი უნდა მიიღოთ, თუ დაბალი მჟავიანობა, მაშინ – ცივ წყალში გახსნილი. თაფლიან წყალს აქვს დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო, იმუნიტეტის გამაძლიერებელი ეფექტი. ასევე, ერთი სუფრის კოვზ არაყში გახსნილი ერთი სუფრის კოვზი თაფლი უებარი საშუალებაა მენსტრუალური ტკვილის დროს. დადასტურებული ფაქტია, რომ, ვისაც ხშირი კონტაქტი აქვს ფუტკართან და თაფლთან, დიდხანს ცოცხლობს. ასევე, თვალის პრობლემების დროს, თვალებში ყოველდღე იწვეთებენ გამოხდილ წყალში გახსნილი თაფლის 1-2 წვეთს, რაც აუმჯობესებს მხედველობას. ქალბატონები სახეზეც ისვამენ, მას კანის უჯრედები სწრაფად იწოვს და კანი ახალგაზრდობასა და ელასტიკურობას ინარჩუნებს, თუ, რა თქმა უნდა, ალერგიული არ არის თაფლის მიმართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თაფლის ანტიბაქტერიულ თვისებას. საინტერესო ფაქტია, რომ მრავალი საკვები პროდუქტისგან განსხვავებით, თაფლი არასდროს ობდება. მისი შენახვა ადამიანს თავისუფლად შეუძლია და რაც მთავარია, ამ პერიოდში არ კარგავს თავის დადებით თვისებებს.   განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ხილის ჭამა, რომლის ახლოსაა სკები, რადგან ფუტკრის მიერ იმტვერება.
– ადამიანი თაფლის მიმართაა ალერგიული, თუ კონკრეტული მცენარის მიმართ, რომელიც თაფლის შემადგენლობაშია?
– თუ ადამიანზე ალერგიულად იმოქმედა ერთმა კონკრეტულმა თაფლის მიღებამ, მასზე იმოქმედებს ნებისმიერი შემადგენლობისაც. ამიტომ,  ალერგიულმა ადამიანმა თაფლი საერთოდ არ უნდა მიიღოს. ალერგია გამოიხატება კანის ქავილში, გამონაყარში, რასაც, შეიძლება, კუჭის აშლილობაც მოჰყვეს. ასევე, არ შეიძლება, თაფლის დიდი რაოდენობით მიღება. ორ წლამდე ბავშვებში კი, საერთოდ არ არის რეკომენდებული.
– როგორ უნდა მივხვდეთ, თაფლი ნატურალურია თუ არა?
– თაფლის ნატურალურობის შესამოწმებლად უამრავი ხერხი არსებობს. თუ თაფლი ახალია, კოვზით რომ ამოვიღებთ, არ უნდა წყდებოდეს. ასევე, შეგიძლიათ, თაფლში ჩადოთ პურის ნატეხი და ცოტა ხანში თუ პური გახმა, ესე იგი, თაფლი ნატურალურია. ასევე, როცა თაფლს გასინჯავთ, ნატურალურმა ყელში სიტკბოს შეგრძნება უნდა დაგიტოვოთ ათი-თხუთმეტი წუთი. საეჭვოდ უნდა მიიჩნიოთ მძაფრი არომატი, რომლითაც თაფლს გაწონებთ გამყიდველი. როგორც წესი, ეს სინთეტიკური არომატიზატორებით მიღწეული შედეგია. იცოდეთ, ზაფხულში ნაყიდი ახალი თაფლი თხევადი უნდა იყოს, ხოლო გვიან შემოდგომით ან ზამთარში ყიდვისას, ხარისხიანი თაფლი დაკრისტალებულია.
– როგორ მივხვდეთ, რომელი თაფლი რა მცენარისაა და რომელი რა დაავადებას უხდება?
– თაფლის შემადგენლობა, გემო, ფერი და სურნელი დამოკიდებულია იმ მცენარეებზე, რომლებითაც ფუტკარი ნექტარს, ანუ ტკბილ წვენს ქმნის. ცაცხვის თაფლი თხევად მდგომარეობაში არის ბაცი ყვითელი. კრისტალიზებული – მოყვითალო-ნარინჯისფერი ან წაბლისფერი და წვრილმარცვლოვანი ხდება, მკვეთრი გემოთი ხასიათდება და ცოტა სიმწარეც დაჰკრავს. გარდა სხვა სასარგებლო თვისებებისა, გამოიყენება გაციებისა და სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს. ერთი-ორი წვეთის სახეზე წასმა სასარგებლოა კანისთვის. წაბლის თაფლი მუქი ფერისაა და მომწარო გემოს ტოვებს. გამოირჩევა გამოხატული ბაქტეროციდული თვისებებით. ამიტომ, გამოიყენება ანგინის დროს და ჭრილობების დამუშავებისას. საუკეთესოა კუჭ–ნაწლავის დაავადებების დროს: ხელს უწყობს ნაღველის გამოყოფას, ეფექტურია კუჭის წყლულის მკურნალობისას. აგრეთვე, გამოიყენება არტერიული წნევის დასარეგულირებლად, თრომბოფლებიტის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, პროსტატიტის დროს. სურო, იგივე ლიანა, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში, გამოირჩევა თავისებური, ნაზი სურნელით და, შესაბამისად, მისი ნექტრიდან დამზადებული თაფლიც განსაკუთრებული გემოსია. წიწიბურას თაფლი – თხევად მდგომარეობაში მუქი ჩაის ფერია. კრისტალიზებული ყავისფერი და მსხვილმარცვლოვანი ხდება, თავზე მომდგარი უფრო თხევადი ფენით. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და ჯანმრთელი ღვიძლის უებარი საშუალებაა. თაფლის კიდევ უამრავი სახეობა არსებობს. სამკურნალო თვალსაზრისით ყველას ნარევი მცენარეების თაფლი ჯობია.
– რაში გამოიყენება დინდგელი?
– დინდგელი, იგივე პროპოლისი, გამოიყენება, ძირითადად, კანის დაავადებების სამკურნალოდ. ახასიათებს ძალზე ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები. კუჭის დაავადებების, კუჭის წყლულის სამკურნალოდ უებარი საშუალებაა დინდგელის ხსნარი – ნახევარ ლიტრ სპირტში ან არაყში ხსნიან 100 გრამ დინდგელს. ამ ნარევს ათი-თორმეტი დღე სვამენ ჭამამდე ერთი საათით ადრე. გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გასაწმენდად, აუმჯობესებს ნაღვლის გამოყოფას, აღადგენს ღვიძლის უჯრედებს ჰეპატიტის შემდეგ. გარდა ამისა, დინდგელის წყალხსნარს აქვს ანტივირუსული მოქმედება და მოქმედებს ინტერფერონის მსგავსად გრიპის, ჰეპატიტის, ჰერპესის ვირუსების წინააღმდეგ. პროპოლისის წყალხსნარს აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება და ეფექტურია ასპერგიზოლის, კანდიდამიკოზის, ლიქენის დროს.
– რა სასარგებლო თვისებები აქვს ფუტკრის შხამსა და ფუტკრის რძეს?
– ფუტკრის შხამი გველის შხამზე მეტი სასარგებლო თვისებებით ხასიათდება, უფრო იაფი მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ იოლი მოსაპოვებელია. ფუტკრის შხამის გამოყენებით კიბოს მკურნალობის იდეაც ახალი არ არის. ფუტკრის შხამით მკურნალობდნენ უძველესი დროიდან.  მცირე დოზებით ფუტკრის შხამი ამცირებს ალერგიულ რეაქციებს, ეფექტურია ბრონქული ასთმის მკურნალობისას. ფუტკრის შხამით დამზადებული პრეპარატები გამოიყენება სამკურნალოდ (აპითერაპია) მალამოების სახით ან ელექტროფორეზის დროს სახსრების დაავადებებისას, მიოზიტების, რადიკულიტის, ნევრალგიების, ბრონქული ასთმის, შაკიკისა და სხვა დაავადებების დროს. ფუტკრის რძე ოცდამეერთე საუკუნის სუპერწამლად არის აღიარებული.  ის უხსოვარი დროიდან გამოიყენება მედიცინაში. დედა ფუტკრის რძე არის ყველაზე საოცარი პროდუქტი, რაც კი ფუტკარს შეუქმნია. ამჟამად მიჩნეულია, რომ არც ბუნებაში და არც მედიცინაში ცოცხალი ორგანიზმების გაახალგაზრდავებისა და გამრავლებისთვის, ფუტკრის რძეზე უფრო ძლიერი ბიოსტიმულატორი არ არის. ახასიათებს ისეთი უნიკალური თვისება, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უჯრედების დაბერების პროცესს და მეცნიერები ადასტურებენ, რომ შეიძლება, სიცოცხლის ხანგრძლივობა ამ საშუალებით 700-800 წლამდე გაიზარდოს. ოღონდ ჯერ ამის ტექნოლოგია არ არის შემუშავებული. კვლევებმა აჩვენა, რომ ფუტკრის რძე უნიკალური საშუალებაა მამაკაცებში პროსტატის სამკურნალოდ, არეგულირებს არტერიულ წნევას. მისი მიღება, პროფილაქტიკის მიზნით, შეგიძლიათ ორი კვირის განმავლობაში. საჭიროა ათი გრამი ფუტკრის რძე. მიიღება უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის განმეორება შეგიძლიათ ერთკვირიანი შესვენების შემდეგ. ფუტკრის რძის მიღება არ არის რეკომენდებული ადისონის სენით დაავადებულთათვის (თირკმელზედა ჯირკვლების დაავადება), ალერგიულებისთვის და მწვავე ინფექციების დროს.

скачать dle 11.3