კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

როგორ გადაარჩინა ძველმა ბოლშევიკმა ახალგაზრდა ტყვე

სამოციანი წლების მიწურულს ლენინგრადის მილიციაში დავიწყე მუშაობა. ერთხელ უფროსმა ნევის პროსპექტზე გამამწესა, სადაც მხატვრულ ფილმს იღებდნენ რევოლუციაზე. მე და ჩემს მეგობრებს ქუჩა უნდა გადაგვეკეტა და წესრიგი დაგვეცვა.
ფილმის გადაღება უამრავი ადამიანის ინტერესს იწვევს ხოლმე და პროჟექტორებით განათებულ ღამის ქუჩებს ათასობით ცნობისმოყვარე მოაწყდა. ათჯერ მეტი ხალხი კი საკუთარი ფანჯრებიდან აკვირდებოდა გადაღების პროცესს.
ერთ-ერთი დუბლისას ასეთ სცენას იღებდნენ: ცხენზე ამხედრებულ კაზაკებს ტანსაცმელშემოხეული, თოკებით გაკოჭილი ახალგაზრდა ბიჭი მოჰყავთ და თან, მათრახებს ურტყამდნენ. ყველანი სულგანაბული ვდგავართ და ამ ტრაგიკულ ეპიზოდს ვუყურებთ. უცებ სროლა გაისმა და ერთმა კაზაკის ფორმაში გამოწყობილმა მსახიობმა ჯერ მარცხენა ბეჭზე იტაცა ხელი, მერე კი ცხენიდან გადმოვარდა. გაისმა მეორე გასროლაც და – მეორე კაზაკის ცხენიც დაეცა უსულოდ. ისეთი საშინელი პანიკა ატყდა, რომ გადაღება ჩაიშალა. მე და ჩემი მეგობრები სასწრაფოდ შევცვივდით იმ ბინაში, რომლის ფანჯრიდანაც ისროდნენ. იქ კი ოთხმოცდაათ წელს მიტანებული, სკლეროზით დაავადებული მარტოხელა მოხუცი მამაკაცი შეგვრჩა ხელში. მას, ავადმყოფობის მიუხედავად, „რევოლუციური მეხსიერება“ დაუბრუნდა და როგორც ჭეშმარიტმა ძველმა ბოლშევიკმა „თანამოაზრეს“ გაქცევაში გაუწია დახმარება.
ვიცე-პოლკოვნიკ კირილე ცინცაძის ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3