კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

რატომ გაუჭირდა პაატა იმნაძეს ქალიშვილების გათხოვებასთან შეგუება და რატომ ითხოვს ის ოჯახში მკაცრი რეჟიმის დაცვას

დარწმუნებული ვარ, საქართველოში, როგორც კი გრიპებისა და ვირუსების სეზონი დაიწყება, ყველას ერთი ადამიანი და მისი კომპეტენტური რჩევები ახსენდება. ეს გახლავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე. მოღვაწეობის სფეროსგან განსხვავებით, არაფერი ვიცით მისი ოჯახური ცხოვრების შესახებ. არადა, ბატონ პაატას ჰყავს  21 წლის ულამაზესი ტყუპი ქალიშვილები – ლიზი და ტატა და ორი თვის წინ ბაბუაც გახდა.

 – გოგონებო, ბატონ პაატას ყველა იცნობს, მაგრამ საქმიანი იმიჯით. როგორი მამაა ის?
ტატა: იდეალური.
ლიზი: ალბათ, ყველა ფიქრობს, რომ მამამისი საუკეთესოა და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ყველაზე კარგი მამა გვყავს.
– გოგონებთან სიმკაცრეს არ იჩენს?
– არა და მაგითაც გამორჩეულია. არასდროს არაფერზე გვეუბნება უარს და ყველგან გვიშვებს, სადაც კი ვთხოვთ.
– ტყუპები ხართ, თუმცა გარეგნულად ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან. ხასიათით?
– ხასიათითაც ძალიან განვსხვავდებით. ტატა ძალიან ბავშვურია.
ტატა: ლიზი კი უფრო ქალობს (იცინის).
ლიზი: ჰო, მე უფრო დიდი ვარ (იცინის). მიყვარს, როცა ყველაფერი წესრიგშია. ტატას, პირიქით, არეულობა უყვარს. ზოგადად, ორივე მშვიდი ბავშვი ვიყავით პატარაობიდანვე. არც რაიმე თავგადასავლებში ვეხვეოდით და არც შატალოზე დავდიოდით. ორჯერ კი წავედით, მაგრამ სახლში წინასწარ გავაფრთხილეთ ამის შესახებ (იცინიან). განსხვავებას რაც შეეხება, მე ბავშვობიდან მოყოლებული ყოველთვის მყავდა შეყვარებული, ტატას კი – არასდროს (იცინიან).
ტატა: მე მაგ დროს მულტფილმებს ვუყურებდი ან ვსწავლობდი. სულ ვმეცადინეობდი, სკოლაში – შესვენებების დროსაც კი. ლიზი – არასდროს.
ლიზი: მშობლებმაც იცოდნენ, რომ ლიზი ზარმაცია და ტატა კარგად სწავლობს. მაგრამ ჩემს ცუდ ქულებს ტატას ძალიან კარგი ქულები ანეიტრალებდა (იცინის).
– პირველი რომელი გათხოვდა?
– პირველი მე დავქორწინდი. ჩემი ქმარი – დათუნა სამი წლის წინ, მაშინ გავიცანი, როცა ტატა და გიორგი შეყვარებულები გახდნენ (გიორგი ტატას მეუღლე – ავტორი). დათუნა და გიორგი ბავშვობის მეგობრები არიან, მე და ტატა ხომ სულ ერთად ვართ და ამიტომ, ხშირად ვიყავით ოთხივე ერთად. ნელ-ნელა დავახლოვდით და შეყვარებულები გავხდით. ორი წლის შემდეგ კი ძალიან რომანტიკულად მთხოვა ხელი. ჩვენ საკუთარი სიყვარულის დღე გვაქვს – 28 აპრილი. ერთხელ, ამ დღეს მოულოდნელად ვაჩუქეთ ერთმანეთს საჩუქრები და ამიტომ გადავწყვიტეთ,  ჩვენი სიყვარულის დღე ყოფილიყო. ამ დღის აღსანიშნავად რომანტიკული ვახშამი გვქონდა. კაფე, რომელშიც შევედით, ჩემი საყვარელი ყვავილებით – იასამნებით იყო სავსე. ლანგარი რომ მოიტანეს ეწერა: „ცოლად გამომყევი“ და ზედ ბეჭედი იდო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, ზაფხულში ქორწილიც გვქონდა და ახლა გვყავს ორი თვის ვატატო. დათუნა იდეალური ქმარი და მამა აღმოჩნდა. სანამ პატარა დაიბადებოდა, ძალიან ვნერვიულობდი, როგორ შევძლებდი დედობისთვის თავის გართმევას. მაგრამ, როცა ქმარი ასე გეხმარება, რთული აღარაა.
– ტატა, შენი და გიორგის სიყვარულის ისტორიაც გვიამბე...
ტატა: მე და გიორგი ადრე ერთ სკოლაში ვსწავლობით. ის 25 წლისაა, ანუ, ჩვენზე დიდი იყო. მის კლასელებს ვიცნობდი, მაგრამ გიორგის – უფრო შორიდან. სკოლის შემდეგ, შემთხვევით შევხვდი და როგორც აღმოჩნდა, გიორგის მოვეწონე. სიმართლე რომ ვთქვა, მეც მომეწონა (იცინის). მერე დამირეკა, უნდოდა, ვენახე, მაგრამ თავიდანვე არ დავთანხმდი. ერთ დღეს კარზე კაკუნია, გავაღე და ვხედავ: გიორგი დგას ყვავილებით ხელში. ისე გავვოგნდი, ხმა ვეღარ ამოვიღე. მას შემდეგ ერთად ვართ და მაისში სამი წელი გვისრულდება.
– გიორგიმ როგორ გთხოვა ხელი?
– ხელის თხოვნას საერთოდ არ ველოდი. ოქტომბერში ამსტერდამში ვიყავით. ფრანგულ რესტორანში რომანტიკული ვახშამი გვქონდა. იქიდან რომ გამოვედით, ფოტოებს ვიღებდით, რადგან ულამაზესი ადგილი იყო. უცებ, გიორგი რომ ცალ ფეხზე დადგა, მეგონა ხუმრობდა და სიცილი დავიწყე, მაგრამ რომ დავინახე, ხელში ყუთი ეჭირა, ხმა ვეღარ ამოვიღე (იცინის). ჩვენ ქორწილი ჯერ არ გვქონია, ალბათ, ზაფხულში გვექნება.  
– მამა როგორ შეეგუა ქალიშვილების მიყოლებით გათხოვებას და სიძეებთან როგორი ურთიერთობა აქვს?
– სიძეებთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა ჩვენს გათხოვებას ძალიან რთულად შეეგუა.
ლიზი: რომ ვეუბნებოდით, კი უხაროდა, მაგრამ თან, ისეთი სახე ჰქონდა, მინდოდა, ჩავხუტებოდი და დამეწყნარებინა. ჩვენი გათხოვების შემდეგ, იმხელა სახლში მარტო დარჩა.
– როგორი ბაბუაა?
– ძალიან ფრთხილი ბაბუაა. ყოველთვის ხომ ყველას აწყნარებს და ამბობს, პანიკის საფუძველი არ არსებობსო, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, თვითონ შვილიშვილზე რა სჭირს. ყველასგან პირბადეების გაკეთებას და ძალიან მკაცრი რეჟიმის დაცვას  მოითხოვს. სანამ ვირუსებია, გარეთ არ გაიყვანო, ყველა პირბადით მოვიდეს, ხელები ძალიან ხშირად დაიბანეთ და ასე შემდეგ. თვითონ ჯერჯერობით ხელში არ აუყვანია. ამბობს, სულ ისეთ ადგილებში დავდივარ, ვირუსის ყველაზე დიდი გადამტანი მე ვარო და ფრთხილობს. სეზონი რომ გადაივლის, შეიძლება, გადავიდეთ კიდეც მასთან ცოტა ხნით, რომ ბავშვთან ხშირად იყოს.
– თქვენ როგორი დამოკიდებულება გქონდათ ბავშვობაში, მამას რომ ყველა იცნობდა და სულ ტელევიზორში ჩანდა?
ტატა: ამას პატარაობიდანვე მიჩვეულები ვიყავით. თუმცა, ერთხელ შოკში ჩავვარდი – მამა მაშინ დავინახე ტელევიზორში, როცა სახლში, ჩვენთან ერთად იყო (იცინის).
– როცა იგებენ, რომ პაატა იმნაძის შვილები ხართ, გრიპზე არ გეკითხებიან?
ლიზი: ყველა გვეკითხება, მამაშენი რას ამბობს გრიპთან დაკავშირებითო, მაგრამ მამა ჩვენც იგივეს გვეუბნება, რასაც ტელევიზორში ამბობს. სკოლაში რომ ვსწავლობდით, მასწავლებლებმა ხომ იცოდნენ, ვისი შვილებიც ვიყავით და სულ ურეკავდნენ: რა ვქნათ გრიპებთან დაკავშირებითო. ვეხვეწებოდი, იქნებ უთხრა, რომ სკოლა გაგვაცდენინონ-მეთქი, მაგრამ ასე არასდროს იქცეოდა (იცინის). მაინც ამბობდა, პანიკის საფუძველი არ არისო.
– ერთად გატარებული რომელიმე მომენტი განსაკუთრებულად გახსენდებათ?
ტატა: მამა ზოგადად კარგი ადამიანია. ხუთი წლის წინ დედა გარდაგვეცვალა და მას შემდეგ, კიდევ უფრო განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჩვენდამი.
ლიზი: მიუხედავად იმისა, რომ სულ მუშაობს და გამუდმებით სადღაც მიემგზავრება, მასზე არასდროს გავბრაზებულვართ დროის ნაკლებობის გამო, რადგან ძალიან ყურადღებიანია. უცხოეთში სულ საქმეებზე დადის, მაგრამ ჩვენთვის საჩუქრების ჩამოტანას ყოველთვის ახერხებს. ამიტომ, როცა გვეკითხებოდნენ: დედა უფრო გიყვარს თუ მამაო, სულ მამას ვპასუხობდით, რადგან უამრავი საჩუქარი მოჰქონდა (იცინის) და არც ახლა გვეუბნება არაფერზე უარს. როცა სადმე ერთად მივდიოდით დასასვენებლად, ძალიან გვიკვირდა, მამას პიჯაკის გარეშე, ჩვეულებრივად ჩაცმულს რომ ვხედავდით. სხვათა შორის, მამიკოსთან ერთად მოგზაურობა ძალიან მიყვარს. აეროპორტში VIP მომსახურება აქვს და მასთან ერთად ყოფნა დიდი კომფორტია (იცინის). ახლა ტატას ვეუბნებოდი, ზაფხულში მამა სადმე თუ წავიდა, ჩვენც წავიდეთ ქმრების გარეშე-მეთქი. მგონია, რომ უნდა შვილებთან ერთად სადმე დასვენება.
– თქვენი პროფესიული არჩევანი როგორია?
ლიზი: მე იურიდიულზე ვსწავლობ, გორგასლის უნივერსიტეტში, მაგრამ მივხვდი, რომ ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებს. ალბათ, შევიცვლი არჩევანს და დიზაინის ან მხატვობისკენ წავალ.
ტატა: დედიკო იყო მხატვარი და ლიზი მას ჰგავს. მე, მამის რჩევით, ვეტერინარულზე ვსწავლობ, აგრარულ უნივერსიტეტში და მამასთან, ლაბორატორიაში სტაჟირებას გავდივარ. ყოველთვის მინდოდა, სამედიცინო სფეროში ვყოფილიყავი, მაგრამ მანამდე ვეტერინარული აზრადაც არ მომსვლია. ახლა კი ძალიან მომეწონა ეს აზრი, რადგან ცხოველები მიყვარს. მესამე კურსზე ვარ და სამომავლოდ, შეიძლება, საზოგადოებრივი ჯანდაცვა ავირჩიო ან მიკრობიოლოგიის განხრით წავიდე. ჯერჯერობით, არ გადამიწყვეტია.

скачать dle 11.3