კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეკლესიური სწავლება

მართლმადიდებლურად რომ იცხოვრო, აუცილებელია ღვაწლი
ბერი პაისი ათონელი (+1994 წელი)
როგორღაც ერთმა ღვთისმეტყველმა ხალხს მოუწოდა სისხლის ჩასაბარებლად წასულიყვნენ, რადგან ამის აუცილებლობა იყო. მართლაც მისმა ქადაგებამ მრავალი გამოაფხიზლა და ბევრი სისხლი ჩააბრეს. თავად მას არც ერთი წვეთი არ ჩაუბარებია, სისხლი კი, პირდაპირ ვთქვათ, „ჭარბად“ ჰქონდა. „მე, – თქვა მაშინ ღვთისმეტყველმა, – ჩემი ქადაგებით გამოვაფხიზლე ხალხი სისხლის ჩასაბარებლად, ეს იგივეა, თითქოს მე ჩამებარებინოს ყველაზე მეტი სისხლი“ ასე იმშვიდებდა ის სინდისს. ჯობდა, მას არ ექადაგა და წასულიყო, ხმაურის გარეშე თავად ჩაებარებინა ცოტაოდენი სისხლი.
***
ერთმა ადამიანმა, რომელიც საერთოდ არ იყო ეკლესიასთან ახლოს, მითხრა: „მე მემარჯვენე ვარ!“ – „თუ ჯვარს არ აღიარებ, რა ხეირია ამ ყველაფერში?“ – ვუპასუხე მე. „ან რა ხეირია იმაში, რომ ხელი ითვლება მარჯვენად, თუ ის პირჯვარს არ იწერს? რით განსხვავდება ის მარცხენისგან, რომლითაც არ ხდება პირჯვრის  წერა და როგორც არ უნდა ეცადო, ის ამას მაინც ვერ გააკეთებს. თუ შენ მემარჯვენე ხარ, ხოლო პირჯვარს არ იწერ, რით განსხვავდები მემარცხენეებისგან? მიზანი ისაა, რომ სულიერი ადამიანი იყო, ქრისტესთან ახლოს იცხოვრო. მაშინ შენ სხვებსაც დაეხმარები”.

დავინახოთ სხვა ადამიანის გაჭირვება და დავეხმაროთ მას
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებიდან
მინდა კიდევ ერთი რამ გიამბოთ. გუშინ შინ რომ ვბრუნდებოდით, აეროპორტში ვისხედით, დრო გვქონდა და აკაკი წერეთლის ნოველებს ვკითხულობდით. ალბათ, გახსოვთ, ერთგან აკაკი აღწერს, თუ როგორ აკეთებენ მერცხლები ბუდეებს სახლის აივანზე. შემოდგომაზე კი, როდესაც მერცხლები თბილ ქვეყნებში გაფრინდებოდნენ ხოლმე, იქ სხვა ჩიტები იბუდებდნენ. და აი, ერთ-ერთ ასეთ ბუდეში ჭივჭავი დაბუდებულა. როცა მერცხლები მოფრინდებოდნენ, გაიმართა ბრძოლა მერცხლებსა და ჭივჭავებს შორის, რადგან ერთი ჭივჭავი მერცხლის ბუდიდან არ გამოდიოდა. დაესიენ მერცხლები იმ ადგილს, მოიტანეს ტალახი და უნდოდათ ბუდის ამოქოლვა, რომელშიც ჭივჭავი იჯდა – ანუ სასიკვდილოდ გაიმეტეს ის. ეს რომ ჭივჭავმა იგრძნო, გამოფრინდა და თავს უშველა. თუმცა, შემდეგ მერცხლებმა თავიანთი ბუდის გვერდით ჭივჭავისთვის ახალი ბუდე გააკეთეს და ამით ისიც გადაარჩინეს. შემდეგ ერთად ცხოვრობდნენ მერცხლები და ჭივჭავი.
აქ მოთხრობილი ამბავი ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ჩვენთვის, რათა შეგვეძლოს, დავინახოთ სხვა ადამიანის გაჭირვება და ვეცადოთ, ჩვენი შესაძლებლობისამებრ დავეხმაროთ მას.

скачать dle 11.3