კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მაინც ჩემი გოგონა ხარ“

ანუ შენი „მაფი“ ჩემს „უმაფობას“ სჯობია

მას შემდეგ, რაც ბ-ნმა აპატურაიმ გვითხრა, რომ უახლოეს მინისტერიალზე „მაფს“ ნუ ელით და, რაც მთავარია, ეს არ აქციოთ პოლიტიკური სპეკულაციის თემადო, ჩვენმა თავდაცვის მინისტრმაც შეგვაგულიანა, სახელდობრ, იმ მიმართულებით, რომ საქართველოს „ნატოსთან“ ურთიერთობისას გაცილებით მეტი ინსტრუმენტი აქვს, ვიდრე „მაფის“ მქონე ქვეყნებსო, ამიტომაც მოგვიწოდა, რომ „მაფის“ მიღებაზე საუბარი უნდა დასრულდეს!
მოვიხმობ მინისტრის ციტატას: „ჩვენი ამოცანა, ოცნება, არ არის „მაფის“ მიღება. „მაფი“ დამოკლეს მახვილივით კიდია დღეს ჩვენს თავზე და, მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე საუბარი საერთოდ უნდა დავასრულოთ.“
ცხადია, ჩვენ დიდი სიამოვნებით დავასრულებდით „მაფზე“ საუბარს, რომ არა ერთი გარემოება: „მაფის“ გარეშე „ნატოს“ წევრი ვერ გავხდებით. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ რუსეთის აგრესიის მთავარი მიზეზი თუ საბაბი სწორედ საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანების პერსპექტივაა, იქ ჩვენს გაწევრიანებას კი ჯერჯერობით არავინ გეგმავს, ამ ინფორმაციამ რფ იქნებ კიდეც დააშოშმინოს.
ოღონდ ისიცაა, რომ, თუკი „მაფზე“ უკეთესიც გვაქვს და „მაფიანებზე“ მეტ პატივშიც ვართ, გამოდის, რომ რფ-ული აგრესიის შემთხვევაში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უბრალოდ, განზე გადგება?!
ამასობაში აზერბაიჯანულ მედია-საშუალებას ბ-ნ-მა აპატურაიმ გაუმხილა, რომ საქართველო „ნატოს“ წევრი მაინც გახდება, ტერიტორიული კონფლიქტის მიუხედავადო. მომყავს ციტატა: „ამჟამად ჩვენ ურთიერთობის გაღრმავებაზე ვმუშაობთ და საქართველოს „ნატოს“ შესაძლო წევრობისთვის ვამზადებთ,“
რაც გვაფიქრებინებს, რომ „ნატოელთა“ პათოსია: „მაინც ჩემი გოგონა ხარ, ჩემი დარდი ხარ… ცაში ხარ თუ ხმელეთზე ხარ, მაინც ჩემი ხარ.“ –

скачать dle 11.3