კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დემოკრატიული ხარკი

„მკვდარი მკვდარს აეკიდაო“

 აქეთ – იმის გამო შემოვკარით სიხარულის ზარები, რომ ვიზალიბერალიზაცია წარმატებით დაგვისრულდება მიმდინარე წელს, იმის პარალელურად, რომ სექტემბრიდან ქუთაისის აეროპორტიდან ევროპისკენ არა მხოლოდ უვიზოდ, იაფადაც შევძლებთ გაფრენას, ხოლო იქით – იმის გამო გვიწევს, ცოტა არ იყოს, შემაშფოთებელი ნოტების გამორევა, რომ საქართველო ამა წლიდან უცხოელ ლტოლვილებს, რომლებიც ჩვენთან თავიანთ ქვეყნებში არსებული კონფლიქტების გამო იმყოფებიან, დროებითი თავშესაფრის უფლებას მისცემს.
მართალია, დევნილთა და განსახლების მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენ ხანს შეეძლებათ ამ კატეგორიის უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში ცხოვრება, მაგრამ ის კი გვითხრა, რომ ასეთი სტატუსი ერთი წლის ვადით გაიცემა. ხოლო მშობლიურ ქვეყანაში კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ ვალდებულებაც ექნებათ, რომ დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოებს.
ცვლილებები ჩვენს შესაბამის კანონში გასულ წელს შევიდა, აწ კი პროცედურები იხვეწება (თუ როგორ უნდა გაიცეს ლტოლვილის სტატუსი). რაკი ევროკავშირულ მარაქაში ვაპირებთ გარევას, ბუნებრივია, მოგვიწევს უცხოელი ლტოლვილების მიღებაც (თუკი ევროპაც იღებს, ჩვენ ვის დავკარგვივართ?!), ოღონდ ამბავს კოჭებშივე ეტყობა, რომ ვიზალიბერალიზაციის ხარკია. –

скачать dle 11.3