კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

www.americanstyle.ge – პირველად საქართველოში! ონლაინ გაყიდვა ყველაზე კომფორტული პირობებით

თქვენ მიერ შერჩეული სამოსი, ფეხსაცმელი
თუ აქსესუარი, უკვე თბილისშია!

 

ამერიკული პროდუქციის პირველი ონლაინ გაყიდვები საქართველოში

უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში ონლაინ გაყიდვების ბუმია – მომხმარებელი, სხვადასხვა საიტის მეშვეობით, უცხოეთიდან პოპულარული ბრენდების ნაწარმს  იძენს. ქართველი მომხმარებელი, ამ მომსახურებით  რომ  კმაყოფილია,  ამაზე ონლაინგაყიდვების სტატისტიკაც მეტყველებს. მათთვის, ვისაც სურს, პოპულარული ბრენდების ნაწარმი უფრო სწრაფად, კომფორტულად და მათთვის ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს, სიახლეა! 
პირველად საქართველოში – ამერიკული პროდუქციის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია  „ლაიქი“ მსოფლიოში პოპულარული ბრენდების ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, ასევე, აქსესუარებისა და პარფიუმერიის ფართო ონლაინარჩევანს გთავაზობთ. მომხმარებელს საშუალება ეძლევა, ხელმისაწვდომ ფასებში გამოიწეროს მოდური და ხარისხიანი პროდუქცია არა უცხო ქვეყნებიდან, არამედ საქართველოშივე, ოპერატიული მომსახურებით. კომპანიის ახალი სერვისი უკვე დღეიდან ამოქმედდა ვებ-გვერდზე: www.americanstyle.ge სიახლის შესახებ „თბილისელები“ კომპანიის დირექტორს, ნინო კაპანაძეს ესაუბრა.
– ქალბატონო ნინო, რამდენი წელია, რაც თქვენი კომპანია ქართულ ბაზარზე შემოვიდა და რას სთავაზობთ მომხმარებელს?
– შპს „ლაიქი“ ქართულ ბაზარს 2014 წლიდან შეუერთდა. კომპანია საქართველოში აწარმოებს მსოფლიოში პოპულარული ბრენდების პროდუქციის იმპორტს. მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასებში ვთავაზობთ როგორც ტანსაცმლის, ფეხსამლისა და აქსესუარების, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთების დიდ არჩევანს და ეს ყველაფერი განკუთვნილია ქალბატონებისთვის, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის.
– ვიცით, რომ კომპანიას თბილისში მაღაზიათა ქსელი აქვს. რატომ მიიღეთ ონლაინგაყიდვების გადაწყვეტილება?
– დიახ, კომპანია დედაქალაქში რამდენიმე მაღაზიას აერთიანებს, რომლებიც წარმატებით ფუნქციონირებენ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე ჯერ კიდევ ახალბედები ვართ, მეტი ცნობადობისთვის ონლაინგაყიდვებიც გადავწყვიტეთ. დარწმუნებული ვარ, ინტერნეტსივრცე მომხმარებელს საგრძნობლად გაგვიზრდის. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი პროდუქციის ინტერნეტშეთავაზება საქართველოში სხვა კომპანიებს არ აქვთ და ამ მხრივ, ჩვენ პირველები ვართ. მომხმარებელი არჩეულ პროდუქციას მარტივად, მაქსიმუმ 2 დღეში მიიღებს, განსხვავებით უცხო ქვეყნებიდან გზავნილისა, რასაც მეტი დროს სჭირდება. ჩვენი მომსახურების ფორმა ითვალისწინებს, როგორც ადგილზე მიტანას, ასევე ადგილიდან გატანასაც. ჩვენს საიტზე პროდუქციის ღირებულების გადახდა მოქმედებს საბანკო ბარათების საშუალებით, რაც, თავისთავად, ფინანსური უსაფრთხოების გარანტიაა.
– რატომ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა თქვენს პროდუქციაზე არჩევანი? რა არის ის უპირატესობა, რაც კონკურენტუნარიანს ხდის თქვენს კომპანიას?
– ჩვენი მთავარი უპირატესობა სამი კრიტერიუმისგან შედგება - ეს არის ფასი, ხარისხი და მოდა. კომპანია ოპერატიულ რეჟიმში ახორციელებს ხარისხიანი, თანამედროვე და იაფი პროდუქციის იმპორტს საქართველოში, რომელიც გათვლილია ყველა სეგმენტზე. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: Kalvin Klein, DIESE, Black&White, H&M, Jones New York, US Polo, Kenneth Kole, BCBG Maxazria და სხვა. კომპანიის მაღაზიათა ქსელში საქონლის რეალიზაციამ აჩვენა, რომ აღნიშნულ პროდუქციაზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე დღითი დღე იზრდება.

скачать dle 11.3