კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძალადობდა თუ არა გორში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ცოლზე და რა გახდა მათი ქალიშვილის გარდაცვალების მიზეზი

9 თებერვალს გორში შემზარავი მკვლელობა მოხდა. 50 წლის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, ირმა გაგლოშვილი და მისი მეორე ქმარი ერთდროულად დახოცა. როგორც გაირკვა, ცოლ-ქმარი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ დაშორდა და ორივეს მეორე ოჯახი ჰქონდა. ქალი წლებია, პირველ მეუღლესთან შეძენილ შვილებთან ერთად ისრაელში ცხოვრობდა და ახლა საქართველოში შვილის ცხედრის ჩამოსასვენებლად იყო ჩამოსული, რომელიც თავში სიმსივნის გამო გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებული გაიქცა და სამართალდამცველებმა მისი დაპატიმრება ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
გარდაცვლილი ქალბატონის ახლობელი: ირმა გაგლოშვილი ბოლო რამდენიმე წელი ისრაელში ცხოვრობდა, სადაც შვილების გამო წავიდა. ორი შვილი ჰყავდა – ბიჭი და გოგო. გოგონა ახლახან  გარდაიცვალა და სწორედ მისი ცხედრის ჩამოსვენების დღეს დახოცა ირმა და მისი მეორე მეუღლე პირველმა ქმარმა, ირმას შვილების მამამ. მეორე ქორწინებიდან ირმას შვილი არ ჰყოლია.
– კონკრეტულად რა მიზნით წავიდა წლების წინ ისრაელში?
– ირმას ბიჭი სპორტსმენია და რამდენიმე წლის წინ შეჯიბრებაზე წავიდა ისრაელში. იქ მათი ნათესავი ცხოვრობდა მამის მხრიდან და მას უთქვამს ირმასთვის, რადგან ბიჭი მოდის, ბარემ გოგოც გამოაყოლე. წლებია, ბავშვები არ მინახავს და გამოუშვი, ხარჯებს ჩემს თავზე ვიღებო. ირმაც დათანხმდა და ბიჭთან ერთად გოგოც გაუშვა ისრაელში. ამ გოგონას თვითმფრინავში მოულოდნელად გაეთიშა ღვიძლი და ძალიან ცუდად გახდა. დიდი ტრაგედია გამოიარეს. ძალიან ბევრი იწვალეს დედამაც და შვილმაც. როგორც კი შვილის ავადმყოფობის შესახებ გაიგო, ირმამ მაშინვე საბუთების შეგროვება დაიწყო და თვითონაც ისრაელში გაემგზავრა. გოგონას ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროებოდა და დონორს ეძებდნენ. ირმა ამბობდა, თუ ვერავის იპოვიან, მე თვითონ გადავუნერგავ ჩემს შვილს ღვიძლსო. ოღონდ შვილი გადაერჩინა და თვითონ სიკვდილისთვისაც მზად იყო. ან კი რა გასაკვირია დედის ასეთი თავგანწირვა, რომელსაც 19 წლის ულამაზესი შვილი უკვდება. ანგელოზივით გოგო იყო და ისედაც ძალიან კარგი ბავშვი იყო. ამ დაავადების გამო ძალიან ბევრი იწვალეს, მაგრამ ბოლოს ღვიძლის გადანერგვა მოხერხდა და გოგონა გამოჯანმრთელდა. ძალიან კარგად გრძნობდა თავს. რადგან სამკურნალოდ იქ მრავალი წელი მოუწია ყოფნა, პარალელურად, სწავლაც დაიწყო და შემდეგ გათხოვდა კიდეც – ისრაელში წასვლამდე გორში შეყვარებული ჰყავდა და მას გაჰყვა. ქორწილიც გადაიხადეს და ეს ბიჭიც ისრაელში წავიდა საცხოვრებლად ცოლთან ერთად.
– ისრაელში წასვლისას ირმა ქმართან უკვე გაშორებული იყო?
– არა, წასვლისას დაშორებულები არ იყვნენ. ირმა წლების განმავლობაში ცხოვრობდა ისრაელში, თუმცა პერიოდულად ჩამოდიოდა ხოლმე საქართველოში, მაგრამ ქმარი სახლში საყვარლებს ახვედრებდა. ძალიან ცუდი პიროვნება იყო და არც ცოლის ცემას ერიდებოდა. ბავშვები არაერთხელ ყოფილან შემსწრე, როგორ ურტყამდა მამა დედას. ერთხელ, ირმა რომ ჩამოვიდა, სახლიდან ყველა ნივთი გატანილი დახვდა. მოკლედ, უთანხმოება ხშირად მოსდიოდათ და სამი წლის წინ ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ. გაშორებიდან ძალიან მალე, პირველი სწორედ კაცი დაქორწინდა. ცოლად წარმოშობით ქარელელი, 20 წლით უმცროსი გოგო მოიყვანა და შვილიც შეეძინა, რომელიც ახლა ერთი წლისაა.
ცოტა დრო რომ გავიდა, ირმას ცხოვრებაც დალაგდა. როგორც კი საშუალება მიეცა, მუშაობა დაიწყო – სახლებს ალაგებდა და საოჯახო საქმეებს აკეთებდა. ქალიშვილი კარგად იყო, საკუთარი ოჯახი ჰქონდა; ბიჭმა კი არაჩვეულებრივი სპორტული კარიერა აიწყო – ისრაელის ნაკრებში თამაშობდა და წელს ისრაელის ჩემპიონიც გახდა. ირმამაც იფიქრა, ახალგაზრდა ქალი ვარ და მარტო რატომ უნდა ვიყოო. შვილმაც უთხრა: დედა, შენ ჩვენი ბედნიერებისთვის ყველაფერი გააკეთე და, დროა, შენს თავზეც იზრუნოო. ამიტომ, როცა მის ცხოვრებაში მამაკაცი გამოჩნდა, გათხოვების გადაწყვეტილება მიიღო და ძალიან კარგი ოჯახიც შექმნა. როგორც ვიცი, მეორე მეუღლე ინტერნეტის საშუალებით გაიცნო. ისიც ქართველი იყო, გორის რაიონიდან და, როცა ირმა საქართველოში ჩამოვიდა, ერთმანეთს აქ შეხვდნენ და საქართველოში დაქორწინდნენ. ბოლოს, ირმა ისრაელში რომ წავიდა, ეს ბიჭი აქ დარჩა. ახლა, როცა ირმას ქალიშვილი გარდაეცვალა და მისი ცხედრის ჩამოსასვენებლად ჩამოფრინდა, მეორე ქმარი აეროპორტში დახვდა. მანამდე ირმა მას საბუთებს უგროვებდა, რომ ისიც ისრაელში წაეყვანა. 
ამ დროის განმავლობაში ირმას ყოფილი მეუღლე გორში ცხოვრობდა. როგორც ვიცი, შვილის სანახავად ისრაელში ერთხელ იყო ჩასული. მიუხედავად იმისა, რომ განქორწინების შემდეგ პირველმა თვითონ მოიყვანა ცოლი, ყოფილი მეუღლის მეორედ გათხოვებას არ აღიარებდა. დადიოდა და ამბობდა: ქმარი კი არა, ის ირმას საყვარელია, გაბოზდაო.
– როგორც თქვით, მის ქალიშვილს ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდა, თუმცა, მაინც გარდაიცვალა. რა გახდა ამის მიზეზი?
– როგორც გითხარით, მის შვილს ღვიძლის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ამისგან სრულად განიკურნა. გარდაცვალების მიზეზი სხვა რამ გახდა. დაახლოებით სამი თვის წინ გოგო კვლავ ცუდად შეიქნა – უცაბედად თავის ტკივილები დაეწყო და, აღმოაჩინეს, რომ თავში სიმსივნე ჰქონდა. ღვიძლი აღარ აწუხებდა, მაგრამ, თავში გაჩენილმა სიმსივნემ იმსხვერპლა.
– მკვლელობა სწორედ მისი ჩამოსვენების დღეს მოხდა, არა?
– იმ ღამესვე, სანამ მიცვალებულს სადარბაზოში შეასვენებდნენ. ირმას ყოფილი მეუღლე გარაჟებთან ყოფილა ჩასაფრებული. ჯერ ირმას მეორე ქმარს ესროლა შუბლში, რის შემდეგაც ქალი ინსტინქტურად გაქცეულა, მაგრამ, ყოფილი მეუღლე დასწევია და ზურგში უსვრია. ქმარი ადგილზე მოკვდა, ირმა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. მის მეორე მეუღლეს ათი წლის ქალიშვილი დარჩა.
– ბრალდებულს მანამდეც ხომ არ ჰქონია ყოფილი მეუღლის ან მისი მეორე ქმრის მკვლელობის მცდელობა?
– მსგავსი რამ არ გამიგია, მაგრამ სიტყვიერად ემუქრებოდა და, როგორც გითხარით, მეორედ გათხოვების შემდეგ ყოფილ ცოლზე ამბობდა, გაბოზდა და შური უნდა ვიძიოო. ემუქრებოდა: არ გაგახარებ, სხვის მკლავზე არ დაგაბერებო.
– მკვლელობის მიზეზად ეჭვიანობას ასახელებენ თუ სხვა მოტივებზეც საუბრობენ?
– ქალიშვილს ღვიძლზე პრობლემები რომ შეექმნა, ქმარი ირმას აბრალებდა – შენ რომ იქ არ გაგეგზავნა, ეს არ დაემართებოდაო. თურმე, მაშინვე ემუქრებოდა რაღაც-რაღაცეებით. ახლა, ეს გოგო რომ დაიღუპა, გამწარებულმა გააკეთა ეს. შვილი რომ არ დაღუპვოდა, შეიძლება, არც მოქცეულიყო ასე. როგორც ვიცი, ამ დროის განმავლობაში თავის ქალიშვილს დიდად არ ეკონტაქტებოდა. რაც შეეხება ბიჭს, როგორც ირმასგან ვიცი, ადრე ის მამას ისრაელიდან ფულსაც უგზავნიდა დედის ჩუმად. ყველაფრის მიუხედავად, მამა უყვარდა. ახლა მისი ბიჭი და სიძე აქ არიან. საშინელება იყო მათი ტრაგედიის ნახვა. ენა ვერ აღწერს იმ საშინელებას, რომელიც იქ ტრიალებდა. ირმა და მისი შვილები ერთად საოცარი სანახავები იყვნენ. მათი ერთად გადაღებული ფოტო რომ ნახოთ, გაგიჟდებით, ისეთი ლამაზები არიან; მოდელები გეგონებათ – სამივე აშოლტილები და ულამაზესები. საშინელებაა... გოგო სიმსივნემ იმსხვერპლა და შვილიც არ დარჩენია, რადგან, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მისი დაფეხმძიმება არ შეიძლებოდა. ირმა კი ყოფილმა მეუღლემ მოკლა და მხოლოდ ბიჭი დარჩა, რომელიც, თუ არ ვცდები, 25 წლისაა და არაჩვეულებრივი ადამიანია.

скачать dle 11.3