კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელობა კარნახით

მარგო საყვარლისკენ შებრუნდა. ველური გამოხედვა ჰქონდა, როგორც ტყის კატას, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი იყო, ლამაზი და ვნებიანი.
– მოდი, მორალზე ვილაპარაკოთ, – თქვა უცებ და ახალგაზრდა კაცმა გაოცებისგან პირი დააღო:
– რას გულისხმობ?
– ძალიან კარგად ხვდები, რასაც ვგულისხმობ. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არანაირი მორალის ფარგლებში არ ჯდება, ხომ ასეა?
– მარგო, რატომ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, ერთად ხომ კარგად ვართ? შენ მოგწონს ჩემთან, რადგან სიამოვნებას განიჭებ.
ქალმა გაიცინა და ველური ნაპერწკალი ისევ აენთო... გაიზმორა და შიშველი სხეული გაჭიმა – ხვად ავაზას ჰგავდა.
– მორალი, ზოგადად, კარგი რამეა, – თქვა ახალგაზრდა კაცმა.
– ჰო?! კი მაგრამ, როდერიკ, მე ხომ ქმარი მყავს.
– დიახ, ასეა. მერე რა?
– ის, რომ მორალთან უკვე დამნაშავეები ვართ...
– მერე?
– მერე ის, რომ, თუ დავაშავეთ ერთხელ, დავაშავებთ მეორედაც. თუ ერთი დანაშაული ჩავიდინეთ, ჩავიდენთ კიდევ სხვა დანაშაულებს.
– მარგო, გეყოფა! მორალიც ზომიერი უნდა იყოს...
– ამორალობა? ამორალობაც უნდა იყოს ზომიერი?
– მარგო, გეყოფა-მეთქი! – კაცმა მოხვევა დაუპირა, მაგრამ ქალმა ორივე ხელით მოიშორა, თუმცა ჩაცმაზე არც უფიქრია, შიშველი იჯდა საწოლზე და ფილოსოფოსობდა:
– იცი, რას ვფიქრობ? ზომიერი მორალი საერთოდ სისულელეა. შესცოდე? – ესე იგი, უდანაშაულო აღარ ხარ. ჰოდა, თუკი დამნაშავე ხარ, ამორალობაც სახეზეა.
– კარგი... – ამოიოხრა ახალგაზრდა კაცმა, – ვაღიარებ, რომ დამნაშავეც ვარ და ამორალურიც. ახლა დაისვენე? კიდევ რა განიტერესებს?
– მაინტერესებს, კიდევ რა დანაშაულის ჩადენა შეგიძლია.
კაცმა განცვიფრებით შეხედა საყვარელს. ასეთი ურთიერთობა მანამდეც ჰქონია, ანუ, მდიდარ ქალებს ადრეც ხვდებოდა, რომლებიც მისთვის ტანსაცმელსა და ლამაზ ნივთებს ყიდულობდნენ, ჯიბის ფულსაც აძლევდნენ, მაგრამ ისინი მარგოსთანა ახალგაზრდები და სექსუალურები არ იყვნენ... მარგოს ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ ნებისმიერი მამაკაცი ჭკუიდან შეეშალა.
– მარგო, არ გინდა, გავიმეოროთ? – შესთავაზა ღიმილით და შიშველ მკერდზე დაადო ხელი.
– როდერიკ, მალე ჩარლზი მოვა, მე კი მანამდე უნდა მოვასწრო და გავარკვიო მნიშვნელოვანი დეტალი.
– რა დეტალი, მარგო?
– რამდენად სულელი ხარ. მაგრამ ამას დროც გვიჩვენებს.
– დღეს ძალიან სხვანაირი ხარ.
– ჰო... ადექი და გამომყევი, მინდა, რაღაც გაჩვენო.
– მარგო, ასე ნუ მეთამაშები. არ მიყვარს რებუსები და თავსატეხები, მირჩევნია, შხაპი მივიღო. ხომ იცი, ძალიან მომწონს თქვენი შხაპი. როგორ მოახერხეთ ასეთი კომფორტი შეგექმნათ? წყალი კედლებიდან იღვრება – ფანტასტიკურია...
– ნუ სულელობ, როდერიკ. დღეს არა. დღეს შხაპის გარეშეც გაძლებ. თუმცა, შეგიძლია, ისე მოიქცე, რომ ყოველდღე მიიღო აქ შხაპი.
– რა?!
მარგო შეიჭმუხნა:
– ძალიან დამღალე. ჩაიცვი და მოუსვი აქედან, მალე ჩარლზი მოვა.
– მარგო, საყვარელო...
– წადი! დღეს ტაქსის ფულსაც არ მოგცემ.
– მარგო, რა გავაკეთო? ბოდიშს მოგიხდი, თუმცა, არ ვიცი, რისთვის.
– წადი-მეთქი, დღეს შენი მისია ამოიწურა.
– ვერ გავიგე?!
– რა ვერ გაიგე? შენი მომსახურება აღარ დამჭირდება.
– მარგო, ხელს ნუ მკრავ...
– მომისმინე, როდერიკ... შენ ისეთი აღარ ხარ, როგორიც ორი წლის წინ იყავი... ბერდები. მოდი, სიმართლეს თვალებში შევხედოთ: მალე „ბაზარზე“ შენზე მოთხოვნა დაიკლებს... ვერასოდეს იპოვი ისეთ ქალს, როგორიც მე ვარ. აღიარებ?
– ვაღიარებ, მაგრამ ამით რა შეიცვლება?
მარგომ ბალიშის ქვეშიდან კონვერტი გამოიღო და გაუწოდა.
– ეს რა არის? – იკითხა კაცმა.
– ამოიღე ის ფურცელი, რაც შიგნით დევს და წაიკითხე, დაგაინტერესებს.
როდერიკმა ფურცელი ამოიღო და გაშალა: „მე, მარგო ევინგი, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ვაღიარებ, რომ მოვკალი ჩემი ქმარი – ჩარლზი. მოვკალი იმიტომ, რომ აუტანელი გახდა მის გვერდით ცხოვრება. სხვა არავინ – არც ქალი და არც კაცი ამ საქმეში გარეული არ არის. ვწერ ამას საღ გონებაზე მყოფი. ჩემი ქმარი არ მთანხმდებოდა განქორწინებაზე და ამით თავის სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი. მკვლელობის იარაღი – ჩარლზის კუთვნილი რევოლვერი – ტბაში გადავაგდე.
მარგო ევინგი.”
კაცმა ფურცელი დადო და ქალს შეხედა:
– რა არის ეს?
– შესანიშნავი საშუალება ჩემს დასაშანტაჟებლად, თუკი შენს „გადაგდებას” მოვინდომებ.
– ანუ?
– ანუ, ჩემი ქმარი შენ უნდა მოკლა, საყვარელო. ამით შენს მომავალსაც უზრუნველყოფ და მეც პრობლემას მომაშორებ.
– არ ვიცი, მარგო... მე მკვლელი არა ვარ, ეს უკვე მეტისმეტია...
– მაგ ფრაზებს შენი საფლავის ქვაზე დაწერენ, – გაიცინა მარგომ, – დროზე, გადაწყვიტე. მალე ჩარლზი მოვა. იარაღსაც ჩვენსას მოგცემ.
მარგომ საწერი მაგიდის უჯრიდან რევოლვერი ამოიღო და საყვარელს, გაოგნებული რომ უყურებდა, ხელში მიაჩეჩა.
– გვამსაც ტბაში გადავაგდებთ... იარაღთან ერთად...
– არჩევანს არ მიტოვებ?
– როგორ არა – შეგიძლია, ადგე და წახვიდე.
ის არც სისხლისმსმელი იყო, არც თავზეხელაღებული მკვლელი, მაგრამ მარგო მაცდურად უღიმოდა. იარაღი აიღო, ჩარლზის კაბინეტში გავიდა და მაგიდასთან ისე დაჯდა, რომ ოთახში შემოსულ ადამიანზე პირდაპირ ჰქონოდა იარაღი დამიზნებული... დიახ, მარგომ არჩევანი არ დაუტოვა...

скачать dle 11.3