კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესაძლებელია თუ არა მოსალოდნელი დაავადებების გაგება ადამიანის დაბადების თვის მიხედვით

ასტროლოგიურად, შესაძლებელია კონკრეტულ თვეში დაბადებული ადამიანის შესაძლო დაავადებების გაგება, რადგან, თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობა დამოკიდებულია როგორც გენებზე და ცხოვრების წესზე, ასევე, ასტროლოგიურად, იმ თვეზე, როცა ის მოევლინა ამ სამყაროს. კერძოდ:
იანვარში დაბადებულმა ადამიანებმა განსაკუთრებით უნდა მიაქციონ ყურადღება გულ-სისხლძარღვთა სისტემას. სწორედ გულია მათთვის ყველაზე სუსტი ორგანო. ამიტომ უნდა მოერიდონ ზედმეტ დატვირთვას და აკონტოლონ წნევა; ასევე, თავი აარიდონ წუწუნა და პესიმისტ ადამიანებთან კონტაქტს.
თებერვალში დაბადებული ადამიანები დეპრესიისკენ არიან მიდრეკილნი. ამიტომ, უნდა მოერიდონ სტრესულ სიტუაციებსა და უარყოფითი ემოციების მქონე ადამიანებთან კონტაქტს. ასევე, ხშირად დაისვენონ და გაატარონ დრო მეგობრების წრეში.
მარტში დაბადებულ ადამიანებს სუსტი აქვთ ფეხები და ასევე, მუდამ უნდა აკონტროლონ სისხლში სეროტონინის დონე. აუცილებელია ძილის რეჟიმის დაცვა, რათა გონებრივი სამუშაო არ გაუჭირდეთ და უნდა გაუფრთხილდნენ თვალებს.
აპრილში დაბადებულ ადამიანებს ხშირად აწუხებთ სეზონური დაავადებები და მეტად არიან მიდრეკილნი ალერგიისადმი. ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართონ ექიმს.
მაისში დაბადებული ადამიანები მკვეთრად განიცდიან ამინდის ცვლილებებს და ხშირად ავადდებიან ვირუსული ინფექციებით. მათთვის განსაკუთრებულად რთული გადასატანია სურდო, გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები.
ივნისში დაბადებული ადამიანის ყველაზე სუსტი ორგანოა კუჭი, ამიტომ, არ უნდა გადატვირთოს ის ზედმეტი ცხიმიანი კერძებით და მორიდოს მკაცრ დიეტებს. ასევე, უნდა აკონტროლოს წონა და ყოველდღიურად აკეთოს მსუბუქი ვარჯიშები.
ივლისში დაბადებულ ადამიანს სუსტი ჯანმრთელობა აქვს, ამიტომ, აუცილებლად უნდა მიხედოს სასუნთქ ორგანოებსა და ფილტვებს. უბრალო გაციების შემთხვევაშიც კი, აუცილებლად გაისინჯეთ ფილტვები და ხშირად ჩაიტარეთ პროფილაქტიკური პროცედურები.
აგვისტოში დაბადებულ ადამიანს მეტი მიდრეკილება აქვს დიაბეტის, სეზონური ინფექციებით დასნებოვნებისა და იმუნიტეტის დაქვეითების მიმართ. ამიტომ, აუცილებელია დროდადრო აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობა და დაიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი.
სექტემბერში დაბადებულ ადამიანებს მაღალი აქვთ ართრიტითა და ძვალ-სახსრების დაავადების რისკი. ამიტომ, მათ ხშირად უნდა აკეთონ სპეციალისტების მიერ შერჩეული ვარჯიშები და ამით დაიზღვიონ თავი.
ოქტომბერში დაბადებულ ადამიანებს ყველაზე მეტად, კანის და კუჭ-ნაწლავის დაავადებები ემუქრებათ. ამიტომ, უნდა ერიდონ ხელოვნურ გარუჯვასა და მზეზე დიდხანს ყოფნას; სწორად უნდა შეარჩიონ ყოველდღიური მენიუ და მოერიდონ კუჭ-ნაწლავის გადატვირთვას.
ნოემბერში დაბადებული ადამიანის ჯანმრთელობაზე საკმაოდ უარყოფით ცვლილებებს იწვევს გადაღლა, უძილობა და სტრესი. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოიწესრიგონ ძილის ხარისხი, მოერიდონ სტრესულ სიტუაციებში ყოფნას და ეცადონ, ხშირად დაისვენონ სუფთა ჰაერზე.
დეკემბერში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან მდგრადი ჯანმრთელობით, თუმცა ხშირად აწუხებთ ღვიძლი და შაკიკის დაავადება. გირჩევთ, ნუ იქნებით ზარმაცები, იარეთ გამაჯანსაღებელ ცენტრებში, გაიკაჟეთ ჯანმრთელობა და იკვებეთ სეზონური ხილითა და ბოსტნეულით.

скачать dle 11.3