კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სულიერი მოძღვარი

1999 წლის 17 სექტემბერს ვაშინტონში გარდაიცვალა რუსი ეპისკოპოსი ვასილი (როდიანკო).
მეუფე ვასილი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, თითქმის 80 წელი ქადაგებდა ქრისტეს, ძეს ღვთისას, მაცხოვარს. უნდა ითქვას, რომ ამას დაუღალავად და შეუპოვრად აკეთებდა – ციხეში იყო თუ თავისუფალი, ემიგრაციასა თუ რუსეთში მყოფი, პირადი შეხვედრებისას, სატელევიზიო და რადიოგადაცემებით. მის საოცარ ცხოვრებაში მრავალი რამ მომხდარა ისეთი, რასაც სასწაულის გარდა, ვერაფერს უწოდებ. მართალია, ამ შემთხვევებს შეიძლება, დამთხვევაც დავარქვათ, როცა თავად მას ამ „დამთხვევების“ შესახებ ეკითხებოდნენ, პასუხობდა: „როცა ლოცვებს ვწყვეტ, „დამთხვევებიც“ წყდება“.
ერთი ასეთი შემთხვევა 1995 წელს მოხდა, როცა რუსეთში მყოფი მეუფე ვასილი ერთმა სრულებით ახალგაზრდა მღვდელმა კოსტრომის ოლქის მიყრუებულ სამრევლოში მიიწვია.
უნდა ითქვას, რომ მეუფეს უარის თქმა არ უყვარდა, სიხარულით ასრულებდა ნებისმიერ თხოვნას, თუკი, როგორც თავად ამბობდა, სახარებისეულ მცნებებს არ ეწინააღმდეგებოდა. ამგვარად, ზაფხულის ერთ დღეს ის კოსტრომის ტყეებში ჩაკარგულ, მიყრუებულ გზაზე აღმოჩნდა. ორი მანქანით მიდიოდნენ. ყველა ძალიან დაღლილი იყო ხანგრძლივი მოგზაურობით. მეუფე, როგორც ყოველთვის, ჩუმად ლოცულობდა ფსკვნილზე. მოულოდნელად მანქანა შეჩერდა. გზაზე იწვა ასაკოვანი კაცი, რომელიც ავარიაში მოყოლილა. მეუფე და მისი თანხმლებნი სასწრაფოდ გადმოვიდნენ მანქანიდან. გზაზე მწოლიარე კაცი უკვე მკვდარი იყო. ახალგაზრდა ყმაწვილი კი ცრემლიანი თვალებით უყურებდა.
– მე მღვდელი ვარ, – მიმართა მეუფემ და ჩაიხუტა, – თუ მამათქვენი მორწმუნე იყო, ახლა საგანგებო ლოცვები უნდა აღვავლინოთ.
 – დიახ, გთხოვთ, გააკეთეთ ისე, როგორც საჭიროა, – მამა მორწმუნე იყო, მართლმადიდებელი, – უპასუხა ახალგაზრდამ, – ეკლესიაში არასდროს უვლია, ვინაიდან გარშემო ყველაფერი დაანგრიეს... მაგრამ ის ამბობდა, რომ სულიერი მოძღვარი ჰყავდა. ის მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღე უსმენდა რელიგიურ გადაცემებს ლონდონიდან, რომელიც მამა ვლადიმირ როდიანკოს მიჰყავდა. აი, სწორედ ამ მღვდელს მიიჩნევდა მამა თავის სულიერ მოძღვრად. თუმცა, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში თვალით არ უნახავს“.
მეუფე მუხლებზე დაემხო თავისი სულიერი შვილის წინაშე, რომელთან შეხვედრა და მარადიულ ცხოვრებაში გაცილება უფალმა ინება.
P.S. ოც წელზე მეტხანს ეპისკოპოს ვასილის მართლმადიდებლური გადაცემები მიჰყავდა „ბი ბი სის“ არხზე, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ბერი არ იყო და მას მამა ვლადიმირ როდიანკოდ იცნობდნენ.

скачать dle 11.3