კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძველი მტერი, ახალი მეგობარი?!

„ამ დღეს ველოდი, მოვესწარ“

 ის-ის იყო, შევიტყვეთ, რომ ირანი სომხეთს იმაზე ხუთჯერ მეტ გაზს მიაწვდის, ვიდრე აწვდიდა, რომ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა (აბას თალებ ფარი) გული ჩვენც გაგვიკეთა და ევროპელებსაც: მზად ვართ, საქართველოს მივაწოდოთ გაზი როგორც შიდა მოხმარებისთვის, ისე ევროპაში ტრანზიტისთვისაცო.
ხოლო, რაკი ამ განცხადებას, წესითა და რიგით, მავანთათვის გული უნდა გაეხეთქა (უპირველესად, ამ ჩვენი ოკუპანტისთვის), ირანის ელჩმა დასძინა (მომყავს ციტატა): „ირანისთვის გაზის თემა არ არის პოლიტიკური საკითხი და არც რომელიმე ქვეყანას ვუწევთ კონკურენციას. მიმაჩნია, რომ საქართველომ უნდა იმოქმედოს თავისი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე და, ლოგიკურია, რომ ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებს ეძებდეს, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო.“
კეთილი და პატიოსანი (ვინაიდან ჩვენც ამ დღეს ველოდით, რადგან შაჰ-დენიზის მილსადენს მხოლოდ აზერბაიჯანული გაზი ვერ ავსებს, „ნაბუქო“ კი რფ-მ ჩაშალა), თუმცა ნათელია, რომ ირანულმა ნავთობმა სწორედ საქართველოზე უნდა გაიაროს (ეს ამბავი პატარძლის არ იყოს, ვერ აგვცდება), გასარკვევი ისაა, სომხეთიდან შემოგვივა თუ აზერბაიჯანიდან, რაც ნიშნავს, რომ არც ჩვენი პარტნიორი აზერბაიჯანი უნდა გაჯიუტდეს, სომხეთს კი რფ-მ ირანული გაზის გატარების ნება დართოს. მოკლედ, სამუშაოც ბევრია და პერსპექტივაც.
ოღონდ ჯერჯერობით საქართველომ ირანთან სავიზო რეჟიმი გააუქმა, რის შესახებაც ირანის პრეზიდენტმა და ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრისას იუბნეს. მეტიც, ირანის პრეზიდენტმა (ჰასან რუჰანიმ) ისიც კი თქვა, რომ „ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა ირანსა და საქართველოს შორის უნდა გაძლიერდეს, როგორც არასდროს“, ხოლო ბ-ნმა კვირიკაშვილმა იგი საქართველოში მოიწვია.
იმ მარტივი მიზეზით, რომ ირანი არ გვესაზღვრება, თურქეთისა და რუსეთის დასაბალანსებლად ავანსცენაზე მისი გამოსვლა ფრიად სასიამოვნოა. თუმცა, თუ ამ ჩვენს ისტორიას გავიხსენებთ (ხსენებულ სამთა გადამკიდე), ჯერ ერთი, რომ სრული დეჟავუა და, მეორეც – თანამშრომლობა თანაშრომლობად, მაგრამ, იმედია, ისევ ჰარემებში არ გვიკრავენ თავს. –

скачать dle 11.3