კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაფტალინიდან ამოღებული

„პრ.“-ის ბოდვანი

 მიუხედავად იმისა, რომ ლეონიდ (ნაფტალინიდან ამოღებული) თიბილოვი (ამ ჩვენი „იუჟნაია ოსეტიელი“ „პრ.“) უარზეა, ითანამშრომლოს ჰააგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან,  პროკურორ ფატუ ბენსუდას განცხადებებს მაინც უპასუხა (რაც გასაგებია – მასაც უნდა მარაქაში გარევა).
კერძოდ, ეს ჩვენი ლეონიდი ამ ჩვენსავე ფატუს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს (რაღა ეშველება ქ-ნ ფატუს?!): „მთელმა მსოფლიომ იცის, რომ 2008 წლის აგვისტოში სწორედ საქართველო დაესხა თავს „იუჟნაია ოსეტიას. დღეს კი ბენსუდას განცხადებებში აშკარაა ორმაგი სტანდარტები.“
ორმაგ სტანდარტებში კი „პრ.“ თიბილოვი იმას გულისხმობს, რომ, როგორც იქნა, ქ-ნმა ბენსუდამ ახსენა ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი, რომლებიც 7 აგვისტოს დღისით დაიღუპნენ საგუშაგოზე და რომელთა შესახებ ინფორმაცია, რატომღაც, ვერ მოხვდა ეგრეთ წოდებული ტალიავინის კომისიის დასკვნაში, თუმცა ევროკომისიამ რუსეთს შემოჭრა იმით გაუმართლა, რომ რუსი, თურმე, სამშვიდობოები დაიღუპნენ.
რაც მთავარია, ხსენებული „პრ.“ შენიშნავს, რომ დიდი ლიახვის ქართული სოფლები თავად ქართველებმა გადაწვეს და გაანადგურეს. ჩვენ არ ვიცით, ვის გასაგონად ბოდავს „პრ.“ ლეონიდ (ნაფტალინიდან ამოღებული) თიბილოვი, რადგან თვით რუსული მედია ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ 14 ქართული სოფელი მიზანდასახულად გაანადგურეს ქართული კვალის ამოსაძირკვად, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჰააგის პროკურორი ორმაგი სტანდარტით არ იხელმძღვანელებს და საერთაშორისო სასამართლოს სამართლის პინა კვლავ რუსეთის მხარეს არ გადაიხრება. –

скачать dle 11.3