კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაულის მომსწრე გახდა ნუგზარ კვაშალი ფერისცვალებას და რა თხოვნა შეუსრულა მას ღმერთმა

მომღერალი ნუგზარ კვაშალი ძველებურად აქტიურად აღარ ჩანს ტელეეკრანებზე, თუმცა, ანსამბლ „ივერიაში” მის მიერ შესრულებული ყველა როლი და სიმღერა დღემდე ახსოვთ.
ნუგზარ კვაშალი: ბედნიერი კაცი  ვარ, უპირველესად, იმიტომ რომ, გავჩნდი კვაშალების ოჯახში. მოვხვდი ისეთ არაჩვეულებრივ ანსამბლში, როგორიც „ივერიაა” და შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებთან ერთადაც უკვე წლებია, მოვდივარ. უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი, ვგიჟდები ყველა თბილისელზე და განსაკუთრებით მიყვარს თქვენი ჟურნალი. ხშირად ამბობენ, თბილისი დაიჩაგრაო. თბილისს არაფერი აკლდება, იგივე მთებია, იგივე მთაწმინდა, ნარიყალა. მე ვფიქრობ, ყველაზე მეტად ხალხი დაიჩაგრა, რადგან გარშემო ნაკლები სიყვარული და ურთიერთპატვისცემაა.
– თქვენს ოჯახზე მოგვიყევით...
– მყავდა არაჩვეულებრივი მშობლები და ბებია-ბაბუები. ჩემი ერთ-ერთი ბაბუა იყო გამხდარი, ძალიან მაღალი და მე ვის დავემსგავსე, არ ვიცი (იცინის). ბედნიერი ვარ, რომ შემხვდა ჩემი მეუღლე, თინიკო ჩიქოვანი, რომელმაც მაჩუქა ორი ბიჭი. მამაჩემსაც და ჩემს სიმამრსაც ტარიელი ერქვა და ბიჭს ავთანდილს ხომ არ დავარქმევდი?! რა თქმა უნდა, ტარიელი დავარქვი. მამაჩემს ეგონა, რომ მის პატივსაცემად დავარქვი და ასევე ეგონა, ჩემს სიმამრსაც. უმცროსს ბაბუაჩემის სახელი – ალექსანდრე დავარქვი. მყავს შვილიშვილი, არაჩვეულებრივი ანა, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. 57 წლის ასაკში გავხდი ბაბუა და ნამდვილად არ მეგონა, ამ ასაკში თუ ასე შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება. როცა ანა დაიბადა, ღმერთს ვთხოვე, იმდენ ხანს მაცოცხლე, ვიდრე ის ბაღში წავა-მეთქი. თანხობა მივიღე. ცოტა ხნის მერე ვთხოვე, სკოლაში რომ მივა, იმასაც მოვესწრო– მეთქი, ამაზეც დამთანხმდა. მერე ძალიან გავთამამდი და ახლა ვთხოვ, ღმერთო, მის ქორწილს მომასწარი-მეთქი. ამ თხოვნაზე ჯერ პასუხი არ მიმიღია. მის ქორწილში თამადობას თუ ვერა, მერიქიფეობას მაინც ვიტვირთავ.
– ხშირად გიწევთ თამადობა?
– მამაჩემი იყო ძალიან კარგი თამადა და მეც ძალიან ხშირად მიწევს თამადობა. ვთამადობ როგორც ახლობლების წრეში, ასევე უცხო სუფრებზეც, რაც დაკავშირებულია ფულად ანაზღაურებასთან. ასეთი შემოთავაზება წელიწადში შეიძლება იყოს, დაახლოებით, თხუთმეტი. მაგრამ როცა დიდი სუფრაა, მაგალითად ქორწილი, რაც შეიძლება გაგრძელდეს 5 საათის განმავლობაში, ასეთ დროს თითქმის არ ვსვამ, რადგან მიწევს სადღეგრძელოების თქმა, სიმღერა და ამისთვის მჭირდება ენერგია. ერთხელ ისეთ ქორწილში ვიყავი თამადა, სადაც წინა დღეს იყო ქორწილის რეპეტიცია – მითხრეს, რომელ საათსა და რომელ წუთზე რა სადღეგრძელო უნდა მეთქვა. ცოტა ხნის წინაც ვიყავი თამადა ქორწილში. ნეფე-პატარძალმა მთხოვა, არ გვინდა დიდი სადღეგრძელოები და ლექსები, გვინდა, ახალგაზრდები მაქსიმალურად გაერთონო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მოვიდა მათი ბიძა და მთხოვა, ლექსს ვიტყვიო. მათაც მოერიდათ და მითხრეს, დავრთოთ ნებაო. ამ კაცმა თქვა 77-სტროფიანი ლექსი ჯერ ქართულად, მერე მეგრულად და რუსულად, რასაც ზუსტად 38 წუთი დასჭირდა. ქორწილი ახალგაზრდების დღესასწულია და არ შეიძლება, თამადამ დაუსრულებლად იძახოს სადღეგრძელოები და ითხოვოს ყურადღება. არასოდეს ვიყენებ ეგრეთ წოდებულ „შპარგალკას”. როცა ახლობლების წრეში, 10-15 კაცის გარემოცვაში ვარ თამადა, ასეთ დროს ვეჯიბრებით კიდეც ერთმანეთს, ვინ მეტს დალევს.
– „ივერიასთან,” ალბათ, ბევრი კარგი მოგონება გაკავშირებთ...
– რა თქმა უნდა. ჩვენი ყველა გამოსვლა ყოველთვის ცოცხლად იყო და უპირველესად, ამის გამო ხშირად იქმნებოდა კურიოზული სიტუაციები. ვახტანგ ტატიშვილის გვერდით ყოფნა თავისთავად ხალისია. შუა ნომრის დროს ისეთ რამეს გააკეთებდა, რომ სიცილის შეკავება გვიჭირდა. მე  გამოვიმუშავე, რომ არ გამცინებოდა, თემურ წიკლაური კი ვერ იკავებდა სიცილს და ბერჯერ ხმამაღლაც გაუცინია. როგორც წესი, ყველა კონცერტის მერე, აუცილებლად იყო ქეიფი. ხშირად გვეპატიჟებოდნენ დაბადების დღეებზე, ქორწილებში. ყველგან დავდიოდით, არასოდეს ვამბობდით უარს. ერთხელ დაგვპატიჟეს, სადაც დაახლოებით, სამასი კაცი ქეიფობდა. ბევრი დავლიეთ, მეორე დღეს, დილის 12 საათზე გვქონდა კონცერტი. ზოგს ყელსაბამი კეფაზე ჰქონდა მოქცეული, ზოგს სხვისი ფორმა ეცვა და როცა სცენაზე გამოვედით, აღმოჩნდა, რომ დარბაზში ის სამასი კაცი ისხდა, ვისთან ერთადაც წინა დღეს ვიქეიფეთ. ამ კონცერტის მერე ისევ გავაგრძელეთ ქეიფი. „ივერიაში” მოხვედრა და მოღვაწეობა დიდი ბედნიერებაა. მადლობა, ღმერთს ამისთვის.
– ეკლესიური ხართ?
– რომ ვთქვა, ეკლესიური ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. მე ისეთ პერიოდში დავიბადე, როცა რელიგიას აქტიურად ებრძოდნენ და ალბათ, ესეც არის ამის მიზეზი. მე მწამს, რომ მნიშვნელოვანია, აკეთო სიკეთე ყოველგვარი აფიშირების გარეშე და ეს არის ყველაზე დიდი მადლი. ჩემს მეგობარს  აქვს სისხლის ბანკი. სისხლით ეხმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, თვეში ერთხელ მივდივართ ხოლმე მათ მოსანახულებლად.
– სასწაულების გჯერათ?
– ჩემთვის ყველაზე დიდი სასწაული ადამიანია. პატარა ბავშვი რომ გაჩნდება და ზუსტად იმ ადგილას აქვს ხალი, სადაც მამამისს ან ბაბუამისს აქვს, ამაზე დიდი სასწაული რა უნდა იყოს?  მე მქონია ისეთი შემთხვევა, რასაც ნამდვილად შეიძლება, სასწაული ვუწოდო. ლიკანში არის პატარა საყდარი. ფერისცვალების დღესასწაულზე მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი შევედით იქ და სანთლები ავანთეთ. თან გვქონდა ხილი, რომელიც იქვე გავშალეთ და დავსხედით. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი წამოდგა და ამბობს, ჩვენ არ ვართ ისეთი მორწმუნეები, როგორებიც უნდა ვიყოთ, მაგრამ გვინდა, ჩვენს შვილებს გავუღვივოთ რწმენა და ღმერთის სიყვარული, გვაპატიე, უფალო, თუ ვერ ვართ უკეთესებიო. ამ დროს, უცებ რაღაც უცნაური ხმა იყო და ყველა სანთელი ერთდროულად ჩაქრა. საინტერესოა ის, რომ ზოგი სანთელი კედელზე მივაკარით, ზოგი ხილში ჩავდეთ, ანუ ეს სანთლები ერთმანეთისაგან მოშორებით ენთო, ეკლესიის კარი დახურული იყო, ფანჯარა კი საერთოდ არ ჰქონდა და არც გარეთ იყო ქარი. ჩვენ ისევ ავანთეთ სანთლები და დაველოდეთ, ვიდრე ბოლომდე არ ჩაიწვა. დავაკვირდით და არც ერთი სანთელი ოდნავადაც არ გარხეულა. კიდევ ერთი უცნაური შემთხვევა გადამხდა. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ეზოში ხეზე მოვწყვიტე ორი ცალი ლიმონი, გარშემო არავინ იყო, ვისაც შეიძლება, დავენახე. გარკვეული დროის მერე მოვიდა ერთი ბერძენი კაცი, რომელიც რუსულად მესაუბრებოდა. რაღაცეებს მიყვებოდა და საუბრის ბოლოს მითხრა, ის ორი ლიმონი რომ მოწყვიტე, არ გეყოფა და კიდევ წაიღეო. რამდენიმე კიდევ მოვწყვიტე, ჩამოვიტანე და არავისთვის მიჩვენებია, ჩავწურე ჭიქაში და დავლიე. დღემდე ვერ ვიგებ, როგორ გაიგო იმ კაცმა, რომ მე ლიმონი მოვწყვიტე. 19 წლის ასაკში გავიკეთე ბრმანაწლავის ოპერაცია, ბაბუაჩემი მოსულა საავადმყოფოში ჩემს ძმასთან ერთად ჩემს სანახავად. არ შემოუშვიათ. მას უფიქრია, რომ მე რამე ცუდი დამემართა. იმ დროს ბაბაუაჩემი სრულიად ახალგაზრდა, 59 წლის იყო. ამაზე ისე უნერვიულია, რომ გარდაიცვალა. ჩემთან შემოვიდნენ ჩემი მშობლები და მითხრეს ბაბუაჩემის ამბავი. ეს არ იყო სიზმარი, აშკარად ცხადი იყო. გათენდა მეორე დილა და ზუსტად ისევ ისე შემოვიდნენ ჩემი მშობლები პალატაში და ის სიტყვები მითხრეს, მე გაკვირვებულმა შევხედე და ვუთხარი: ეს ხომ გუშინაც მითხარით-მეთქი. მამაჩემმა გადახედა დედაჩემს და უთხრა: ვაიმე, მგონი, ამას დიდი დოზით ნარკოზი გაუკეთეს და გონზე ვერ მოდისო.

скачать dle 11.3