კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეარქვეს „ნუტელა“ თურქეთში ნუცა ბუზალაძეს და რა მაცდური შემოთავაზებები მიიღო მან თურქული „ახალი ხმის“ დატოვების შემდეგ

ნუცა ბუზალაძეზე, ბოლო პერიოდია, თურქული პრესა აქტიურად წერს. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი თურქულ მუსიკალურ პროექტს, „ახალ ხმას“ გამოეთიშა, მაინც კმაყოფილია, რადგან ამით მას ახალი კარიერული გზა გაეხსნა, საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი გაიჩინა და ახალი შემოთავაზებებიც მიიღო. დატოვებს თუ არა ნუცა საქართველოს და გადავა თუ არა თურქეთში სამუშაოდ ან რა მისცა მას თურქულ „ახალ ხმაში“  წარუმატებლობამ, ამაზე ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნუცა ბუზალაძე: მართალია, თურქული „ახალი ხმის“ პროექტი დავტოვე, მაგრამ მაინც კარგ განწყობაზე ვარ. ერთადერთი მომენტი მქონდა გულდასაწყვეტი, როცა გამოაცხადეს, რომ ჩემმა მეტოქემ გაიმარჯვა და მე დავმარცხდი. თუმცა, რომ დავფიქრდი და სიბრაზემ გამიარა, მივხვდი, ამასაც თავისი გამართლება ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, ამ პროექტში რომ მივედი, თავიდანვე ვიცოდი, რომ უცხო ქვეყანაში ქართველი, რომელიც არ მღერის თურქულ სიმღერებს, ვერ გაიმარჯვებდა. თან, ტურების დროს, დარბაზში მყოფი მაყურებელი პულტით ირჩევს იმ ტურის გამარჯვებულს. დარბაზში კი, ძირითადად, სოფლიდან, რაიონიდან ან დაბიდან ჩამოსული მაყურებელი ზის და გასაგებიცაა, ვის დაუჭერს ხმას. თუმცა, მე რომ დავტოვე პროექტი, „ტვიტერი“ და თურქული პრესა „აფეთქდა“ – გაასაჩივრეს ეს ფაქტი. თავიდანვე ამბობდნენ, ნუცა გაიმაჯვებს, აშკარა ლიდერიაო. ვხუმრობ, ამ პატარა გოგომ თავი გავიგიჟე და ტერორისტად „გავიჩითე“, თურქული პრესა და სცენა ავაფეთქე-მეთქი (იცინის). სხვათა შორის, ფანებმა ზედმეტსახელად „ნუტელა“ დამარქვეს, ანუ ტკბილი ხარო (იცინის).
– რისი დამტკიცება გინდოდა ამ პროექტში მონაწილეობით?
– რისი დამტკიცებაც მინდოდა თურქულ „ახალ ხმაში“ მონაწილეობით, ეს გაკეთდა კიდეც. ანუ, მინდოდა, თურქულ ბაზარზე გასვლა და ამ ქვეყანაში პოპულარობის მოპოვება. ამ პროექტმა ამის საშუალება მომცა. სულ ოთხჯერ გამოვედი რინგზე და რაც ჩემი ჩანაფიქრი იყო, ვერ წარმოვიდგენდი, ასე მოკლე პერიოდში თუ განხორციელდებოდა. ანუ, იმას მივაღწიე, რომ უამრავი ფანი გავიჩინე, პოპულარული გავხდი, გავედი უფრო დიდ ბაზარზე და უამრავი შემოთავაზებაც მივიღე. პროექტში თურქმა ბიჭმა გაიმარჯვა და სხვათა შორის, ამ პროექტს სულ ბიჭები იგებენ, ჯერ გოგოს არ გაუმარჯვია. ვგრძნობდი ჟიურისა და მაყურებლის განწყობას ჩემ მიმართ. არ უნდოდათ პროექტი დამეტოვებინა, თუნდაც იმიტომ, რომ შოუები დამედგა. თუმცა, რაც ჟიურიზე იყო დამოკიდებული, ბოლომდე გააკეთა. მხარში მედგა ჩემი მენტორი ჰადისეც, მაგრამ დარბაზის გადაწყვეტილებაში ვერ ჩაერეოდა. რომ წამოვედი, ჰადისე ტიროდა, ვერ წარმოედგინა პროექტიდან ჩემი გამოშვება. დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე. სულ მეუბნებოდა, იმსახურებ ფინალში გადასვლას და გამარჯვებასო. მართლა შოკი იყო მისთვის ჩემი წამოსვლა და ეს სახეზეც ემჩნეოდა. ზოგადად, ჟიურისა და მაყურებლისთვის, განსხვავებული ტიპაჟი ვიყავი – სექსუალური, არანორმალური,  სხვა განზომილება, თავისი სასიმღერო ჟანრით, ჩაცმის სტილითა და სიგიჟეებით.
– გამოდის, რომ სასიმღერო ნიჭთან ერთად,  სექსუალურობა, სიგიჟე, არანორმალურობა გიწყობდა ხელს ტურიდან ტურში გადასასვლელად?
– არანორმალურობა, სიგიჟე და სექსუალურობა ყველგან შველის ადამიანს (იცინის). მით უმეტეს სცენაზე თუ დგახარ – თავი უნდა გაიგიჟო, აბა, რა! ისეთი კონკურენციაა მსოფლიოს შოუ-ბაზარზე, ეს ყველაფერი ერთად თუ არ გაქვს, არ გაგიჟდი, გადაირიე და თავი არ მოიკალი, მარტო შენი ხმა არავის აინტერესებს, ვერაფერს მიაღწევ.
– თქვი, უამრავი შემოთავაზება მივიღეო. თუ საიდუმლო არ არის, რა შემოთავაზებაზეა საუბარი?
– თურქულ ახალ პროექტში მიმიწვიეს, რომელიც სიმღერას არ ეხება, თუმცა, ჯერჯერობით ამის ბოლომდე თქმის უფლება  არ მაქვს. მარტში იწყება გადაღებები და ამის მერე, კიდევ ახალი ამბავი მაქვს – კლიპი უნდა გადავიღო სტამბულში. ასევე, კონცერტებია დაგეგმილი, სადაც მიწვეული ვარ. მოკლედ, მე რისი მიღწევაც მინდოდა თურქეთში, ფაქტია, გამოვიდა. ამ ქვეყნიდან კი, ახლა სად მოვხვდები, არავინ იცის. თურქებს მართლა ძალიან შევუყვარდი და მიკვირს კიდეც, როგორ შეიძლება, უცხოელი ასე შეგიყვარდეს. ბევრი მეკითხება, საცხოვრებლად ხომ არ აპირებ თურქეთში გადასვლასო. რასაკვირველია, ეს ჩემთვის პრობლემა არ არის, მაგრამ შემიძლია, კვირაში ორჯერ გადავფრინდე და გადმოვფრინდე. თურქეთი ამერიკა ხომ არ არის, საათობით ცაში იყო გამოკიდებული? მეც ვივლი, რა პრობლემაა? ახლა 19 წლის ვარ, კიდევ ორი წელი და 21-ის გავხდები, საერთაშორისოდ სრულწლოვანი ვიქნები და აი, მერე დავფიქრდები ამერიკაზე.
– წლოვანება ახსენე და ალბათ, არასდროს დაგავიწყდება დაბადების დღე, რომელიც თურქეთში, სცენაზე აღნიშნე. ხომ ასეა?
– რასაკვირველია! ეს იყო განსაკუთრებული დაბადების დღე ჩემს ცხოვრებაში. იმ დღეს რინგი იყო და გამოსვლისთვის ვემზადებოდით. არ მითქვამს ჩემი დაბადების დღე რომ იყო და არც კი ვიცი, საიდან გაიგეს. ჰადისემ ჩააქრო შუქი, თავის საგრიმიოროში შეგვიყვანა და ულამაზესი, სანთლებჩარჭობილი ტორტი დამახვედრა იუბილარს. კონკურენტებმა თურქულად მიმღერეს და უამრავი მილოცვა მივიღე ფანებისგან. ზოგადად, მიყვარს ჩემი დაბადების დღე, ვიხდი და მეგობრებს ვპატიჟებ, ნამდვილ დღესასწაულს ვიწყობ. მაგრამ, ეს თურქეთში ვერ მოვახერხე, ამიტომ, ახლა, თბილისში ვაპირებ დაბადების დღის მეორედ გადახდას. ბევრმა დაწერა ინტერნეტში, ნუცას მენტორმა ესა და ეს აჩუქაო. რა უნდა ეჩუქებინა? მართლა, სამსართულიან ვილას ხომ არ მაჩუქებდა?
– თაყვანისმცემლებმა როგორ მოგილოცეს?
– საქართველოში არავის ვიკარებ და იქ მივიკარებდი ვინმეს? (იცინის) შორიდან მომილოცეს. მწერდნენ, საჩუქრები გიყიდეთ და სად შეგხვდეთ, რომ მოგცეთო. ჩემთვის ასეთი რამეები წარმოუდგენელია. ვინც მომწერს, ყველას ხომ ვერ შევხვდები? ამიტომ, არავისგან მიმიღია საჩუქარი. ვიმალებოდი და არც იცოდნენ, რომელ სასტუმროში ვცხოვრობდი და სად მქონდა გადაღებები. გასაიდუმლოებული ვიყავი (იცინის). თუმცა, ვაღიარებ, თაყვანისმცემლების ყურადღება მსიამოვნებს.
– თურქული „ახალი ხმის“ სამთვიანი პერიოდი რას ნიშნავს შენს ცხოვრებაში? არის ეს შენი ცხოვრების ახალი ეტაპი?
– რა თქმა უნდა. ეს სამი თქვე ჩემს გონებაში სასიამოვნო მოგონებად დარჩება. შეიძლება ბევრი იშრომო, მოინდომო, მაგრამ დამარცხდე. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც და კარგი გაკვეთილიც მივიღე. მიჩვეული ვარ, წარმატებებს, გამარჯვებებს და დავინახე, რომ თურმე, შეიძლება, მეც წავაგო. ასეთი წარუმატებლობა საჭიროც იყო, რადგან ამით მეტს სწავლობ. მე ამ პორექტით დამარცხება განვიცადე და ამან კიდევ მეტი სტიმული მომცა. თუმცა, თუ იმ შემოთავაზებებს გადავხედავ, რაც მაქვს, ჩემს თავს დამარცხებულად არ მივიჩნევ. მაგრამ ფაქტია, პროექტს გამოვეთიშე და სხვების თვალში ასეა. ეს დამარცხება ჩემთვის, ნამდვილად გამარჯვების ტოლფასია. ვიმეორებ, მე ეს პროექტი სხვა რამისთვის მჭირდებოდა და ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვფიქრობდი და მინდოდა. კარგია გამარჯვება და პირველობა, მაგრამ მე გაცილებით მაღალი დონის კონკურსში მოვიპოვე პირველობა – ხალხის სიყვარულში. წარმოიდგინეთ, მაინც თურქეთია – სხვა კულტურა, ტრადიცია და დონეა და ბევრისთვის ჩემი სიგიჟე სცენაზე, შეიძლება მიუღებელი იყო. რა ვქნა, სცენაზე ვერ ვაკონტროლებ ქცევებს, არ ვფიქრობ, ახლა ამას გავაკეთებ და ახლა იმას-მეთქი. მე ამ დროს დიდი დოზით ვარ თავისუფალი. წარმოიდგინეთ, იმ ხალხის კულტურასთან შეუსაბამო, გიჟი, გადარეული გამოვვარდი სცენაზე და შესაძლოა, ეს მოეწონათ, მაგრამ ვერ აღიარეს ხმამაღლა (იცინის). ეს შოუა და ამ შოუში ზუსტად ასეთი წარმომედგინა ჩემი თავი. მერე, როცა კიდევ უფრო კარგად გამიცნობენ თურქეთში, ალბათ, ასე აღარ იფიქრებენ. ეცოდინებათ, როგორი ვარ სცენის მიღმაც. თუმცა, ვაღიარებ, ასეთი სასიამოვნო დამარცხებები აღარ მინდა (იცინის).

скачать dle 11.3