კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას შეიძლება მოჰყვეს ბავშვის მხრიდან დიდი აგრესია და როდის იგებს ის ფულის ფასს

სკოლაში ბავშვები ნახევარ დღეს ატარებენ, ამიტომ, აუცილებელია, მშობელმა მათ კვებაზეც იფიქროს. რა რაოდენობით თანხა უნდა გავატანოთ ბავშვს სკოლაში და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, ამ თემებზე ფსიქოლოგ ნინო კერესელიძეს გავესაუბრეთ.

 – რა რაოდენობით თანხა უნდა გავატანოთ ბავშვს სკოლაში?
– დაწყებით კლასებში ბავშვისთვის თანხის მიცემა აუცილებელი არ არის,  ვინაიდან მათ გაკვეთილები 10-ის ნახევრიდან 12 საათამდე უტარდებათ და სახლში დილის საუზმეც საკმარისია ენერგიისთვის. თან, განათლების სამინისტრომ და სკოლებმა დაუშვეს, ბავშვისთვის საგზლად ხილისა და წყლის გატანება, რაც ნამდვილად არ იწვევს თანხის დამატების საჭიროებას. სახლიდან გატანებული  ფულის თემა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ეს იგივე სოციუმის გავლენაა ბავშვზე, რაც ძირითადად გამოიხატება ჩაცმულობით, კვებით, სახელმძღვანელოების ხარისხით და რვეულებითაც კი. ბავშვები, რომელთა ოჯახებსაც არ აქვთ საშუალება, ამ დროს თავს დაჩაგრულად გრძნობენ, რამაც, შეიძლება, სკოლაში სიარულზე უარის თქმა და სწავლაზე გულის აცრუება გამოიწვიოს.  ხშირია შემთხვევა, როდესაც თანაკლასელები ერთმანეთს დამამცირებელი სტატუსებით მოიხსენიებენ, მაგალითად: „ოროსანი”, „უსწავლელი” და ასე შემდეგ. ამ ყოველივეს ბავშვი მეოთხე, მეხუთე კლასში უფრო აცნობიერებს, ვიდრე დაწყებითში, ვინაიდან მაშინ ხვდება ის საკუთარ როლს სოციუმში. თანხის მიცემის დროს მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს სკოლის მენიუს ფასები, თუნდაც რა ღირს ერთი ლობიანი, წვენი და ასე შემდეგ, სწორედ ამის მიხედვით უნდა გაატანოს ფული და არა პირდაპირ ჩაუდოს ხელში 10 ან 20 ლარი.
– ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობლები იმაზე მეტ თანხას აძლევენ საკვებისთვის შვილს, ვიდრე საჭიროა. აღიქვამს ამ დროს მიცემულ თანხას ბავშვი და აკონტროლებს საჭიროებისამებრ მის მოხმარებას?
– ეს ცუდია, ვინაიდან ბავშვს არ სჭირდება დიდი თანხა. ეს საკითხი მშობლის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა. მას ასაკის მიხედვით, ეტაპობრივად უნდა გაუზარდოთ თანხა და დაწყებითი კლასებიდანვე ბევრი ფული არ უნდა მისცეთ ხელში, თორემ, ასეთ დროს, ერთ დღესაც დიდი რაოდენობის თანხას მოგთხოვთ, რის არ შესრულებასაც მისი მხრიდან დიდი აგრესია მოჰყვება, მაგალითად, ეს შეიძლება გამოხატოს სახლიდან გაქცევით ან სხვა სერიოზული პროტესტით. მსგავსი შემთხვევები ემართებათ ბავშვებს, რომლებიც ზედმეტ ფუფუნებაში იზრდებიან და ყველაფერს უბრძოლველად იღებენ. მათ მიაჩნიათ, რომ მშობელმა ყველა სურვილი უნდა შეუსრულოს. აქ უკვე აღმზრდელის პრობლემამდე მივდივართ – ამ შემთხვევაში, ისიც ბავშვის ადგილზე წარმოიდგენს თავს და ივიწყებს თავის როლს.  ზოგადად,  ფულის აღქმის უნარი ბავშვს 5-6 წლის ასაკიდან უყალიბდება და, როგორი სახითაც მივაწვდით მას ამ დროს პროდუქტს, ისეთს დაიმახსოვრებს. თუ ამ ასაკში ვეტყვით, რომ თანხა რაღაცისთვისაა გამიზნული, აქვს თავისი დანიშნულება და, მისი გაცემის შემთხვევაში ვიღებთ კონკრეტულ ნივთს, ამ შემთხვევაში დაიწყებს ბავშვი ფულის ფასის სწავლას. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აუხსნიან შვილს მშობლები, რა არის ფული, რისთვის გამოიყენება ის და როგორ უნდა დაიხარჯოს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის მარტივად მოსაპოვებელი არაა და გარკვეული შრომა სჭირდება. ამისათვის საჭიროა წახალისება, მაგალითად, როდესაც გოგონებს ეუბნებით, მოიტანოს თეფში, გადაწმინდოს მაგიდა და სხვა, დავალების შესრულების შემდეგ შეგიძლიათ, თუნდაც გზისთვის განსაზღვრული ფული მისცეთ; ანუ, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ რაღაც უნდა გასცეს, რათა მიიღოს თანხა, თუნდაც, კარგად მოამზადოს გაკვეთილები.
– თუ მშობელს არ აქვს მატერიალური საშუალება, როგორ უნდა მოიქცეს, მისი შვილი რომ არ დაიჩაგროს?
– საერთოდ, უნდა გავითვალისწინოთ სკოლა, სადაც შეგვყავს შვილი, ანუ, აუცილებელია, ის აღმოჩნდეს ისეთ გარემოში, როგორშიც არის გაზრდილი და მიჩვეული. თუ ბავშვი შეძლებულ ოჯახში გაიზარდა, ის არ უნდა შევიყვანოთ შედარებით დაბალი სოციალური მდგომარეობის მქონე ბავშვებთან, რათა მათი დაჩაგვრის სურვილი არ გაუჩნდეს, და პირიქით. ორივე შემთხვევაში ბავშვი სტრესულ სიტუაციაში ვარდება, რაც იწვევს დეპრესიასა და სკოლაში სიარულზე უარის თქმას.  თუ ეს არ იქნება დაცული, მშობელთან, რომელსაც მატერიალური საშუალება არ აქვს, შვილი მივა ჩივილებით, მაგალითად – ჩემს თანაკლასელს ეს ნივთი აქვს და მეც მინდა. ეს საკითხი ყველაზე მძიმე მამებისთვისაა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში კნინდება მამის, როგორც მამაკაცის როლი. ისინი დაჩაგრულად გრძნობენ თავს, როდესაც შვილი მათთან რაიმე პრეტენზიებით მიდის და მათ დადანაშაულებას იწყებს. ამ დროს აუცილებელია, მშობელმა აუხნას შვილს ოჯახის მდგომარეობა ან მასწავლებელს დაელაპარაკოს. საუკეთესო გამოსავალი ისაა, რომ ბავშვის ყველა შეკითხვა უნდა იყოს დასაბუთებული პასუხით დაკმაყოფილებული. ასევე, შეიძლება მასწავლებელთან მოლაპარაკება და იმ ბავშვების ცალკე გაყვანა ბუფეტში, რომლებსაც აქვთ საკვების ყიდვის თანხა, რათა ცალკე  გარემოში იკვებონ, სადაც წესით უნდა ხდებოდეს ეს და არა საჯაროდ.
– ხშირად, მშობელი, აქვს თუ არა საშუალება, შვილს თანხასთან დაკავშირებულ ყველა სურვილს უსრულებს. ამ შემთხვევაში მშობლის პრობლემასთან გვაქვს საქმე?
– როდესაც ბავშვი იწყებს თანხის გამოძალვას ძალიან ცუდია. განვმეორდები და ვიტყვი, რომ აქაც, მშობელი ბავშვის როლში შედის და საკუთარ პრივილეგიებს ივიწყებს. ბავშვთან  ყოველთვის ახსნა-განმარტების რეჟიმში ჯობია ყოფნა. მას უნდა გავაგებინოთ რეალური მიზეზი, თუ რატომ არ ვაძლევთ თანხას. მის კითხვაზე პასუხი „იმიტომ” არ უნდა იყოს. თუ ასე მოვიქცევით, მაღალ კლასებში თავიდან ავირიდებთ ისეთ პრობლემას, როგორიცაა ფულის გამო სახლიდან ნივთების მოპარვა. მსგავსი ფაქტები ხშირია და ეს საქციელი იწყება 13 წლის ასაკიდან ზემოთ, როდესაც ისინი დამოუკიდებლობასთან შეგუებას იწყებენ. ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი ჯიბის ფული და პირადი დაგროვების სისტემა. ამ ასაკში თავს იჩენს საჭირო და გამოუყენებელ ნივთებში ფულის ხარჯვის რამდენიმე მომენტი. მშობელმა თავი უნდა დაიზღვიოს, რომ ბავშვმა ნარკოტიკული საშუალებები არ შეიძინოს და მისი მოთხოვნა დიდ თანხებთან დაკავშირებით არ უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ბავშვი თავიდანვე უნდა შევაჩვიოთ რაღაც ლიმიტს, მაგალითად, თუ კვირაში ვაძლევთ  10 ლარს, უნდა შევახსენოთ, რომ კვირის განმავლობაში უფრო მეტი არ ექნება. ამით ის სწავლობს თანხის გამომუშავებას და მისთვის სულერთი აღარ არის რაში დახარჯავს ან როგორ გამოიყენებს მიზნობრივად. გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვს აღნიშნულ საკითხში ვერ გამოასწორებთ, შეუძლებელია.

скачать dle 11.3