კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ აკონტროლებს აზარტში შესული ანჩო დოლიძე და როგორ ხიბლავს ის ჩინელ მამაკაცებს ცხვირით

მომღერალი ანჩო დოლიძე უკვე ორი წელია, ჩინეთში ცხოვრობს და სასიმღერო კარიერას აგრძელებს. თავისი ნიჭისა და თამამი ხასიათის წყალობით, ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და მიიჩნევს, რომ წარმატებების მისაღწევად, მით უმეტეს სამშობლოდან შორს, ორმაგი ძალისხმევა, მონდომება და შრომა სჭირდება.

 ანჩო დოლიძე: უკვე ორი წელია, ჩინეთში ვცხოვრობ და აქაურ გარემოს შევეგუე. უცხო მხარეში ქართული გენეტიკა და ტემპერამენტი ძალიან მეხმარება. მართალია, ქართველები ძლიერი ტემპერამენტის ერი ვართ, ემოციური და ფეთქებადი ხასიათის, მაგრამ ნიჭიერები და ეს უცხოელებს ცოტა აშინებთ (იცინის). თავიდან, ძალიან გამიჭირდა ჩინეთში ცხოვრება, თუმცა ახლა კარგად ვარ. ვმღერი, მაფასებენ და ბევრი ადამიანი დადის ჩემს მოსასმენად, სანახავად. ირგვლივ რომ მიმოვიხედავ, იმდენი ნიჭიერი ადამიანია თავისი საყვარელი საქმის გარეშე დარჩენილი და ვერ ახერხებს საკუთრი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირებას, მე ღმერთის მადლობელი ვარ და საწუწუნო, ნამდვილად არაფერი მაქვს.
– ყველაზე მეტად, სამშობლოდან შორს რა გენატრება?
– უპირველესად, გეტყვით, რომ მეამაყება ჩემი ქართველობა უცხოეთში და ყველაზე მეტად მენატრება ოჯახი, მეგობრები, ჰაერი, ბუნება, თბილისური სითბო, სიყვარული და ხინკალი (იცინის). თუმცა, ამ მონატრებას ის მიქარვებს, რომ მე მაქვს მიზანი, გავხდე ძალიან წარმატებული, ცნობილი და მოთხოვნადი მომღერალი. იცით, ეს ყველაფერი რატომ მინდა?
– რატომ?
– იმიტომ, რომ ყველა ჩემიანი კარგად და უზრუნველყოფილი მყავდეს, მქონდეს ჩემი საქველმოქმედო ფონდი და დავეხმარო ყველას, არ აქვს მნიშვნელობა უნარშეზღუდული იქნება, თუ უბრალოდ, გაჭირვებული. იმედი მაქვს, ამ ოცნებას ავიხდენ და ყველაფერი გამომივა. და კიდევ, მინდა ჩემი ავიაკომპანია მქონდეს და ეს კომპანია ემსახურებოდეს ცხოველებს. ვგიჟდები, ისე მიყვარს ცხოველები. ეს, ალბათ, ძალიან შორეული ოცნებაა, მაგრამ ოცნებას ხომ ვერავინ დამიშლის? ჰოდა, ვიოცნებებ (იცინის).
– ჩინელები თუ ინტერესდებიან შენი წარმომავლობით და რას უყვები მათ?
– რასაკვირველია, ინტერესდებიან. ძირითადად, აინტერესებთ რა კერძები გვაქვს, როგორი ტრადიციები... მოსწონთ ჩვენი გარეგნობა – თვალები, ცხვირი, თეთრი კანი. სხვათა შორის, აქამდე მეც არ ვაფასებდი ჩემს ქართულ გარეგნობას ისე, როგორც ახლა. ახლა უფრო ვხვდები, როგორი ლამაზები, ნიჭიერები, ზარმაცები და კეთილები ვართ ქართველები...
– მინდა, გითხრა, ცოტა რისკიანიც ხარ და ჩაცმის მხრივ, სითამამით გამორჩევი. ეს პოპულარობისთვის გჭირდება?
–  გეთანხმებით, რისკიანი ვარ. მაგრამ, რაც შეეხება თამამ ჩაცმულობას, ჩემი აზრით, პოპულარობა გახდას არ მოაქვს. ერთ-ერთი პროექტისთვის გადაღებები მქონდა. სურათების გადაღების პროცესში, აზარტში შევედი, ფოტოგრაფმაც შემიწყო ხელი და საკმაოდ კარგი და თამამი ფოტოსესია გამოვიდა, მაგრამ არა – უხამსი. ნახევრად შიშველმა კი გადავიღე ფოტოები, მაგრამ, მე არ მიმაჩნია ეს სიშიშვლედ. ერთ-ერთი კლუბის გახსნაზე როგორც „დიჯეიმ” გადავიღე თამამი ფოტოები. მართალია, არ ვაპირებდი ასეთ სტილში გადაღებას, და არც იყო დაგეგმილი, მაგრამ იმდენად კარგი ფოტოგრაფი მიღებდა... ხომ იცით, თუ პროფესიონალი ფოტოგრაფი გიღებს სურათებს, შენივე ნებით ისე გაგაშიშვლებს, აზრზეც ვერ მოხვალ (იცინის). ეს აზარტია და ერთგვარი რისკიც. სამწუხაროდ, დღესდღეობით თუ თამამი ხარ, პოპულარობას მალევე აღწევ. მაგრამ, ჩემი აზრით, გახდასაც გააჩნია და იმასაც, რის  გამო მიდიხარ რისკზე. რისკსაც გააჩნია... ვერ ვხვდები, რისკში რას გულისხმობენ… გახდას? როცა მომღერალი ხარ, თუ მარტო იხდი და წინ არ მიიწევ შემოქმედებითად, უკვე გასაგებია რა დონის ხარ. მაიკლ ჯექსონს და უიტნი ჰიუსტონს არ გაუხდიათ, მაგრამ პოპულარულები დღესაც არიან, გარდაცვალების შემდეგ.
– გეთანხმები, მაგრამ დღეს სცენაზე შოუს დადგმა და თამამი ჩაცმულობა დიდ როლს თამაშობს მომღერლის პიარისთვის. ჩინეთში როგორ გამოხატავენ შენ მიმართ კეთილგანწყობას, განებივრებენ ყურადღებით?
– ჩინელები ძალიან კეთილები არიან. ძალიან ბევრი ჩინელი მეგობარი მყავს და ყველა ძალიან მაგარია (იცინის). თაყვანისმცემლებიც მყავს, მაგრამ მათთან ახლო კონტაქტში არ შევდივარ. საგრიმიოროდან რომ გამოვდივარ, დაცვა მაცილებს  სცენამდე და როგორც კი სიმღერას დავამთავრებ, დაცვას გავყავარ. იქ, ამ მხრივ ძალიან დაცულები ვართ უცხოელები. ვერავინ მოვა პირდაპირ და ვერ დაგიწყებს საუბარს ან სურათის გადაღებას. თუმცა, იყო შემთხვევა, შუა სიმღერის დროს ამომივარდა ერთი ჩინელი ბიჭი და ამომიტანა სცენაზე დიდი ყუთი. ძალიან შემეშინდა, დაცვამ ეგრევე ჩაიყვანა. მერე, ყუთი რომ გავხსენი, ულამაზესი ვარდები დამხვდა. ერთმა, ულამაზესი, ძვირფასი სამკაული მაჩუქა. როგორც გითხარით, ჩინელებს ძალიან მოსწონთ ჩვენი, ქართული გარეგნობა – ცხვირი, მრგვალი თვალები და საშუალო ზომის ტუჩები. ასე რომ, ჩინელი კაცის მოხიბვლა თუ გინდა, კაი ქართული ცხვირი უნდა გქონდეს (იცინის). ადრე, ძალიან მინდოდა ჩემს გარეგნობაში ცვლილებების შეტანა, მაგრამ, რაც ჩინეთში ჩამოვედი, ძალიან დავაფასე ჩემი გარეგნობა. თამამი კი, უნდა იყო იმ მხრივ, რომ მაგალითად, არ გქონდეს პრეტენზია კოსტიუმებზე. თუ სცენაზე დგახარ, ვალდებული ხარ, გამოიყურებოდე ლამაზად, მიმზიდველად და განსხვავებულად. ამიტომ, მე არ მაქვს პრობლემა რა მეცმევა. მთავარია, სიმღერასაც უხდებოდეს და შოუსაც. მაყურებელი და მსმენელი კი, ოვაციებითა და სიხარულით მხვდება. მართალია, საქართველოდან შორს ვარ, მაგრამ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. აქ ძალიან მოსწონთ ჩემი სიმღერა, გარეგნობა და ჩაცმის სტილი. ალბათ, ძალიან გამიჭირდება, გამოვიდე ჩვეულებრივ სცენაზე, ჩვეულებრივი კოსტიუმით, შოუს გარეშე. ვერ წარმომიდგენია, ცეკვის გარეშე სიმღერა.

скачать dle 11.3