კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ამოვიცნოთ, გაგვთვალეს თუ არა და რა უნდა გავაკეთოთ, თუ ადამიანისგან ბოროტ გამოხედვას ვგრძნობთ

ბევრი ამას არ აღიარებს, მაგრამ ავი თვალისა და ბოროტი გამოხედვის თითქმის ყველას ეშინია და ისინი მართლები არიან, რადგან ყოველივე ამას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია – მათი ზემოქმედება საკმაოდ საშიშ მოვლენებს იწვევს ჩვენს ცხოვრებაში. ზოგადად, გათვალვა შედარებით მსუბუქი ზემოქმედების სახეა, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ის ბოროტებას არ მოგვიტანს. როგორც პარაფსიქოლოგი ქალბატონი ანა ამბობს, გათვალვის ფუძე ენერგეტიკაში უნდა ვეძებოთ.

 ანა: ადამიანი თვალს მაშინ იღებს, როცა ის ფიზიკურად სუსტია. თუმცა, ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ჯანმრთელ, წარმატებულ და ძლიერ ადამიანს ის ვერ მიაყენებს ზიანს. საკმარისია ავი მზერა, რომ ადამიანმა თვალი აიღოს.
– გამიგია, რომ ადამიანის შინაგანი ბიოენერგია კიდურების მეშვეობით გამოსხივდება და ეს ავ მზერაზე საშიშია. ამაზე რას იტყვით?
– დიახ, ადამიანის შინაგანი ბიოენერგია კიდურების მეშვეობითაც გამოსხივდება, მაგრამ ყველაზე ძლიერად ის თვალის საშუალებით მოქმედებს. ამ დროს თვალები, ასე ვთქვათ, გამტარის ფუნქციას ასრულებს. თვალი მინიმალური დანაკარგებით გამოასხივებს დადებითად ან უარყოფითად დამუხტული ენერგიის კონცენტრირებულ სხივებს. როგორც მივხვდი, თქვენ მკითხეთ, არის თუ არა დამუხტვა ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე დამოკიდებული. გეტყვით, რომ შინაგანი განწყობა შესაბამისად მოდულირდება ენერგეტიკულად დამცავ გარსზე, გავლენას ახდენს აურაზე და ჩნდება ნახვრეტები, რომლებიც საერთო ენერგეტიკულ ველსაც არღვევს, ხოლო უარყოფითი ენერგეტიკული ველი ორგანიზმამდე აღწევს. ამის შედეგი კი არის დაავადებები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება. თუმცა, ადამიანმა, შეიძლება, არაერთი ენერგეტიკული ნახვრეტი ატაროს სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდეს. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია მათთვის, ვინც წარმატებას მიაღწია და საზოგადოებაში საკუთარი ადგილი დაიკავა. ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან და მათკენ მუდმივადაა მიმართული შურიანი მზერა, რაც  სამუდამოდ აჩნდება მათ ბიოველს და მძიმე დაავადებების მიზეზი ხდება.
– თუ საქმე არ გამოგვდის, ვხვდებით, რომ ხელი გვეცარება და, ეჭვი გვაქვს, რომ ეს შურიანი ადამიანის მზერის ან გათვალვის ბრალია, ამ დროს როგორ მოვიქცეთ?
– თუ შეამჩნევთ, რომ გათვალვის მსხვერპლი გახდით, გადახედეთ საკუთარ მორალურ მხარეს და შესაბამისი კორექტივები შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში. თუ აღმოაჩენთ, რომ რამეს სწორად არ აკეთებთ და თქვენვე შეცვლით მას, ამით ძალიან ბევრ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან. სხვათა შორის, ავი მზერისა და გათვალვის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ემოციური და მგრძნობიარე ადამიანები ხდებიან, რადგან მათზე ზემოქმედება უფრო ადვილია.
– გათვალვა უშუალოდ მაშინ ხდება, როცა ერთი ადამიანი ახლო მანძილიდან ბოროტი მზერით უყურებს მეორე ადამიანს, თუ მანძილს არ აქვს მნიშვნელობა?
– გათვალვისთვის სულაც არ არის აუცილებელი უშუალო კონტაქტი. ეს, შესაძლოა, ფოტოსურათზე ზემოქმედებით, ფიქრის ძალის დახმარებით, ან, თუნდაც, ტელეფონით საუბრის დროს მოხდეს.  გასწავლით, როგორ ამოიცნოთ გაგთვალეს თუ არა: ორი წუთის განმავლობაში ხელში დაიჭირეთ გამხმარი პურის გული, შემდეგ კი წყალში ჩააგდეთ. თუ პური მალევე ჩაიძირა, ესე იგი, გათვალვის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებით, ხოლო, თუ დიდი ხნის შემდეგ წავიდა ფსკერისკენ, მაშინ, სუფთა ხართ.
 – ის თუ არის მართალი, რომ გარკვეული ქმედება და ნივთების ტარება ცუდი თვალისგან და ბოროტი ადამიანების ავი ზრახვებისგან გვიცავს?
– თუ გეჩვენებათ, რომ თქვენს თანამოსაუბრეს ავი თვალი აქვს, ან რკინას უნდა მოჰკიდოთ ხელი, ან თითები გადააჯვარედინოთ. ასევე, როგორც ცნობილია, ზოგიერთი ნივთი ამ მხრივ განსაკუთრებულ დამცავ ფუნქციებს ასრულებს, მაგალითად: დანა, ხანჯალი, ცული, კლიტე, ლურსმანი, ნემსი და ასე შემდეგ. ამიტომ არის, რომ, თუნდაც გასაღები ფართოდ გამოიყენებოდა ძველ ეგვიპტელებში როგორც თილისმა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თილისმაა, ასევე, ნალი, რომელიც ძველთაგანვე ავი თვალისა და ბოროტებისგან იცავდა ოჯახს. პირადად მე  ბევრ კარზე მინახავს დაკიდებული ათასგვარი თილისმა, მაგალითად, გიშრის ქვა, ჩინურ მაღაზიაში ნაყიდი, ეგრეთ წოდებული ავი თვალისგან დამცავი თილისმები. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს იცავს მათ საცხოვრებელს გარედან შემოსული უარყოფითი ენერგიებისა და ემოციებისგან. თუმცა, ამ თილისმების დამაგრება-დაკიდებაც სწორად უნდა იცოდეთ. ასეთებია: ცისფერი ქვა, რომელსაც შუაგულში გიშრის თვალი აქვს ჩასმული, ნალი, „ბულავკების” აცმა და სხვა. რასაკვირველია, ყველა ეს ჩამოთვლილი  ნივთი თავისებურად გვიცავს ავი თვალისა და ნეგატიური ენერგიის შემოდინებისგან ბინაში, მაგრამ, თუ ამ ემოციებით გარეთ თავად „დაიტუმბებით“  და ასე შეხვალთ სახლში, ეს ვერ გიშველით. ასეთი თილისმები შემოსასვლელ კარზე მაგრდება და უცხო თვალისა და გარშემო მყოფების ავი ზრახვებისგან იცავს სახლს. სხვები შორიდან ვერ აზიანებენ სახლის აურას, თქვენ კი მასში შედიხართ. ასე რომ, კარზე დაკიდებული თილისმა იცავს თქვენს სახლს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან, ამ სახლში მცხოვრები ადამიანები კი უნდა ზრუნავდნენ მის შიგნიდან დაცვაზე.
– ადამიანისთვის სიტყვიერად ცუდის სურვილი ან წყევლა, ერთგვარი გათვალვის ნაწილია და საშიში ძალა აქვს?
– ამ მხრივ არსებობს გამორჩეული დღეები და პერიოდები. მაგალითად, ახალ მთვარეზე,  წყევლა ან ვინმესთვის სიტყვიერად ცუდის სურვილი განსაკუთრებით სახიფათოა. ამ დროს ნებისმიერი აზრი დიდ ძალას იძენს. წყევლა, რასაკვირველია, არც სხვა დღეებშია სასურველი, მაგრამ, ამ დღეებში განსაკუთრებით ადვილია მისი რეალურად ახდენა კონკრეტულ ადამიანზე. ამ დროს გააქტიურებულია როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ძალები და, თუნდაც გაფიქრებულმა ერთმა ცუდმა აზრმა, შესაძლოა, ადამიანის ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალოს. ეს ენერგეტიკულად ცუდი ფონი კი სწორედ ახალ მთვარეზე აღწევს პიკს. როცა ადამიანი ახალმთვარეობის დღეებში იწყევლება ან სიტყვიერად ცუდს უსურვებს მეორე ადამიანს, ამ მომენტში ირგვლივ იქმნება გაღიზიანების ენერგიით გაჯერებული ველი და ხდება ნეგატიური ენერგიის დიდი დოზით გამოფრქვევა. ამიტომ, თუ არ გინდათ, ვინმეს ზიანი მიაყენოთ, გირჩევთ, აზრის დონეზეც კი არ შექმნათ ასეთი ნეგატიური ველი.

скачать dle 11.3