კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო თქვა რევაზ ნასიძემ თეატრალური უნივერსიტეტის დიპლომზე უარი და შეშლია თუ არა მას ხელი ნარკოტიკების მოხმარების გამო

მსახიობი რევაზ ნასიძე მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან” გაიცნო გიოს როლით, რომელიც მისი ასაკის ბიჭებისთვის დამახასიათებელი პრობლემატიკით დატვირთული პერსონაჟი იყო. თუმცა მან „ჩემი ცოლის დაქალები” დატოვა და ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალში – „ქერჩში,” ახალგაზრდა მებრძოლის როლში მოგვევლინა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავვდება მისი წინა გმირისგან. სიმბოლურია, რომ ამ სერიალში რევაზი თავის დიდ ბაბუას განასახიერებს, რომელიც ქერჩის ბრძოლების მონაწილე იყო.

 რევაზ ნასიძე: მე მყავდა დიდი ბაბუა, ამბროსი შენგელია, რომელიც პროფესიით ისტორიკოსი იყო და ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორად მუშაობდა, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. განათლების გამო კარგ კადრად ითვლებოდა და ომში არ მიჰყავდათ, მაგრამ ამბროსი თავისი სურვილით, მოხალისედ წასულა და სხვა ქართველებთან ერთად ქერჩში იბრძოდა. რა თქმა უნდა, იქ ბევრი საინტერესო ისტორიის მომსწრე გახდა, რომელიც მის ჩანაწერებშია შემონახული. იგი ომს გადაურჩა და, ჩანაწერები, რომელსაც ბრძოლის ველზე აწარმოებდა, ჩამოიტანა. ის დღიურები დღესაც ინახება ჩვენს ოჯახში. ბაბუა მეორე მსოფლიო ომში რომ იბრძოდა, ვიცოდი, მაგრამ, უშუალოდ ქერჩთან თუ იყო დაკავშირებული, წარმოდგენა არ მქონდა. ამის შესახებ ოჯახის წევრებმა მაშინ მითხრეს, როცა მათ სერიალის შესახებ ვუთხარი. ჩემთვის ყველაფერი აქედან დაიწყო. მის შესახებ უამრავი ისტორია მოვისმინე და წავიკითხე მის დღიურში. ერთხელ ჯარისკაცებს ძლივს გამოუსწრიათ დაბომბილი და ცეცხლმოკიდებული მატარებლიდან, ამბროსი კი იქ დღიურის გადასარჩენად შებრუნებულა და ნახევრად დამწვარი გამოუტანია. ამიტომ ვფიქრობ, რომ მისთვის, როგორც ისტორიკოსისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ომის აღწერა და ისტორიის შემონახვა იყო და ამიტომაც წავიდა საბრძოლველად. ომში რვაჯერ დაიჭრა, შეეძლო, წამოსულიყო, მაგრამ რვაჯერვე უკან დაბრუნდა. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ჩვენს მხარეს მყოფი ქალები გერმანელებს ართობდნენ საკვებისა და უკეთესი პირობების მოსაპოვებლად. საბჭოთა ჯარისთვისაც შეუთავაზებიათ გერმანელების მხარეს გადასვლა, მათ შორის ამბროსისთვისაც, რაზეც უარი მიიღეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჯარისკაცები მაინც დაისაჯნენ, რადგან, საბჭოთა ხელისუფლების გაგებით, მათ იმ ქალებს მისცეს ფიქრის უფლება, რომ შეეძლოთ მათთვის ასეთი რამის შეთავაზება. შედეგად, მთელი დანაყოფი დაიჭირეს, მაგრამ ამბროსიმ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს მისწერა, რომ ომში საკუთარი ნებით წამოვიდა და ახლა ფრონტის წინა ხაზზე გაშვებას ითხოვდა. თან ამით იმასაც ამტკიცებდა, რომ არანაირ ღალატს არ ჰქონდა ადგილი მისი მხრიდან. თხოვნა დაკმაყოფილდა და ამბროსი ქერჩში მოხვდა. მისი დღიურიდან რამდენიმე ამბავი სერიალშიც შევიდა, თუნდაც ის, რომ იქ მე ვარ ამბროსი შენგელია და გერმანულადაც ვლაპარაკობ (ბაბუა წერს, რომ მან რამდენიმე გერმანული ფრაზა ისწავლა ომის დროს).
– სერიალისთვის ფიზიკური მომზადება დაგჭირდა?
– ფიზიკურად მართლა დიდი დატვირთვა იყო, მაგრამ, ალბათ, ყველას გვქონდა რაღაც სპორტული გამოცდილება და ეს დაგვეხმარა. კონკრეტულად მე, დაახლოებით ათი წელი ვთამაშობდი ფეხბურთს და, ასე თუ ისე, გავუძელით იმ ყველაფერს.
– რატომ დაანებე თამაშს თავი და მსახიობობა როგორ გადაწყვიტე?
– ფეხბურთს ვთამაშობდი, მეკარე ვიყავი და ვფიქრობდი, რომ მთელი ცხოვრება ამ გზას გავაგრძელებდი. მაგრამ მერე ქართული ფეხბურთის მდგომარეობამ ცოტა დამღალა და მივხვდი, რომ გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ერთ დღეს თეატრალურ უნივერსიტეტში გადავწყვიტე ჩაბარება და ჩაბარების შემდეგ მივხვდი, რომ თურმე მთელი ცხოვრება მსახიობობა მინდოდა. მანამდე გამუდმებით ძიების პროცესში ვიყავი და ბევრ ადგილას ვმუშაობდი: ქუჩაში „ბილაინის” ნომრებს ვყიდდი, რაც ძალიან საინტერესო იყო, რადგან ადამიანებისთვის რაღაცეების ახსნა მიწევდა და მათი სახით მსმენელი მყავდა; მერე სარეკლამო ჟურნალში შედარებით დიდი პასუხისმგებლობა მქონდა; ვიყავი კონსულტანტი თხილამურების მაღაზიაში... სხვადასხვა პროფესიით ვინტერესდებოდი, მაგრამ ყველაფერი მალე მბეზრდებოდა. შესაბამისად, მსახიობობა ჩემთვის ყველაზე კარგი ვარიანტია, რადგან ყველა როლი ერთმანეთისგან განსხვავდება და ერთფეროვნების შეგრძნება არ გაქვს. ახლა მეოთხე კურსზე უნდა ვიყო, მაგრამ მესამეზე ჩავრჩი. ბევრი მიზეზის და, მათ შორის, პროექტებში მონაწილეობის გამო, უნივერსიტეტში სიარულს ვერ ვახერხებდი. ძირითად საგნებს ვესწრებოდი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, კამერასთან მუშაობა მესწავლა, რაც იქ შეუძლებელია და „ჩემი ცოლის დაქალებშიც” ძირითადად ამიტომ ვმონაწილეობდი, რის გამოც რაღაცეების გაცდენა მიწევდა. შემდეგ „ქერჩი” გადაება და, ისე მოხდა, რომ კურსზე ჩავრჩი. ახლა მიბრუნებას აზრი არ აქვს და, გამოვიდა, რომ თეატრალურის დიპლომზე უარი ვთქვი, რადგან მას დიდი მნიშვნელობა არც აქვს. ძალიან ბევრი კარგი მსახიობი გავიცანი, რომლებსაც დიპლომები არ აუღიათ.
– „ჩემი ცოლის დაქალებში” არაჩვეულებრივი პარტნიორი გყავდა – ნინო კასრაძე. რჩევებს თუ გაძლევდა ხოლმე?
– ნინოს პარტნიორად ვერც აღვიქვამდი, რადგან პარტნიორები მაშინ ხართ, როცა რაღაცას თანაბრად აკეთებთ. ის ჩემზე ყველანაირად დიდია. მაგრამ, ამის მიუხედავად, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. წამოსვლისას მითხრა, ჩვენ კიდევ შევხვდებითო, რაც ძალიან კარგად დამამახსოვრდა.
–  სერიალიდან შენი წამოსვლა კონფლიქტთან იყო დაკავშირებული?
– გაიჟღერა, რომ კონფლიქტი მომივიდა, გამომაგდეს და ასე შემდეგ. სინამდვილეში კი გამოჩნდა „ქერჩი”, რომელიც ჩემგან მაქსიმალურს მოითხოვდა და ამიტომ წამოვედი „ჩემი ცოლის დაქალებიდან”. ერთი კარგი ადგილიდან მეორეში ძალიან ლოგიკური მიზეზით გადავედი.
– შენი პერსონაჟის – გიოს პრობლემები ამ ასაკის ბევრი ბიჭისთვისაა ნაცნობი. შენც თუ მდგარხარ ამ პრობლემების წინაშე?
– ეს ძალიან ყოფითი როლი იყო, რომელშიც რაღაც დოზით ყველაფერი იყო მაგ ასაკის ბიჭებზე. მეც ამ რეალობაში ვცხოვრობ, იგივე ასაკი მაქვს და, რაღაცეებით, რა თქმა უნდა, ვგავდით.
– იქ იყო ნარკოდამოკიდებულების პრობლემა, ეს საკითხი შენს ცხოვრებაშიც თუ დგას?
– საოცარი ტერმინოლოგია გვაქვს მოგონილი: ნარკომანი და ნარკოდამოკიდებული. მაშინ, ყველას, ვინც ცოტას სვამს თუ ძალიან ბევრს, ლოთი უნდა დავუძახოთ. ჩემსთვის ნარკომანი ზოგადად დამოკიდებულ ადამიანს ნიშნავს და არა მაინცდამაინც მარიხუანასა და ექსტაზზე დამოკიდებულს. ძალიან მიყვარს, რასაც ესენი ნარკოტიკებს უწოდებენ. თითქმის ყველაფრის მომხმარებელი ვარ, მარიხუანა იქნება ეს, ექსტაზი თუ კლუბური ნარკოტიკი. მოვიხმარ, რადგან მომწონს. მთელი ჩემი ცხოვრება გაუგებარი იქნება, რა არის მაგ ნარკოტიკებში ცუდი და რას ვაშავებ მათი მოხმარებით. დავუშვათ, ცუდია, მაშინ, ამიხსენით, რატომ არაა აკრძალული სიგარეტი და ალკოჰოლი, ისიც ხომ ცუდია?!. არ ვამბობ, რომ, რადგან ეს აკრძალული არაა, ისიც უნდა დაუშვა, მაგრამ, ამას თუ კრძალავ, ისინიც აკრძალე.
– ამის გამო პრობლემები შეგქმნია?
– ბოლო პერიოდში ბევრი ჩემი მეგობარი დაიჭირეს და ჩემი დაჭერაც უნდოდათ მოხმარების გამო. თუ ათი ცალი ექსტაზი მაქვს მოხმარებისთვის, ერთ დღეს ვიყიდე და მერე მთელი თვე უნდა გადავანაწილო, უკვე სხვა მუხლით გიდგებიან და, შეიძლება, გაყიდვა დაგბრალდეს. პოლიციელები სულ ჩემს სახლთან იდგნენ, ტელეფონების მოსმენაზე ხომ ლაპარაკიც აღარაა. ჩემი მეგობრები რომ დაიჭირეს, ტელეფონზე ჩემთან ნალაპარაკევი მოასმენინეს. უფროსს უკითხავს, ნასიძე არ არისო? როცა გაიგო, რომ არ ვიყავი, – აბა, ამათი დედაცო. ძალიან უნდოდათ ჩემი დაჭერა. ერთი და იგივე პატარა მანქანა ყოველდღე მედგა სახლთან. ერთხელ გადაღებიდან გვიან გამოვედი, სახლის კარი ვერ გავაღე და პირდაპირ კლუბში წავედი. ეს მანქანაც ნაგლად მომყვებოდა.
– ახლა ასე თავისუფლად რომ ლაპარაკობ მოხმარების შესახებ, ეს არაა პრობლემა?
– იმიტომ ვლაპარაკობ, რომ უკვე გული მერევა და, მინდა, ვიღაცეებმა გაიგონ, რომ ასეთი დამოკიდებულება სირცხვილია. ხუთი მეგობარი კლუბში მივდივართ, ვსამთ ექსტაზს და ვერთობით. ხუთიათასჯერ მეტ ენდორფინს გამოყოფს ტვინში, ენდორფინი კი ბედნიერების ჰორმონია. ხუთი კაცი ამდენჯერ უფრო ბედნიერები ვართ ხუთი საათის განმავლობაში და ამის გამო 5-დან 8 წლამდე უნდა დაგიჭირონ.
– ჯანმრთელობის პრობლემები არასდროს შეგქმნია?
– ამის გამო არა. გომბორზე გადაღებებისას ძალიან ციოდა და ყოველდღე ვსვამდი, რამაც ერთ კვირაში კუჭი ამატკივა – როგორც ჩანს, ჩემმა ორგანიზმმა ვერ აიტანა სასმლის ხშირი მოხმარება, მაგრამ ნარკოტიკს არასდროს შეუქმნია პრობლემა.
– სამართალდამცველების დამოკიდებულება ერთია, მაგრამ ოჯახის წევრები რას გეუბნებიან?
– მარტო დედა მყავს და ის ყველაზე კარგად მიცნობს. კარგი დამოკიდებულება ნამდვილად არ აქვს, მაგრამ, ხედავს, რომ 24 საათი საქმეში ვარ ჩართული და ჩემს პროფესიაზე ვფიქრობ; თან, ამ ნარკოტიკების მოხმარებით ხელი არაფერში მეშლება. გადამეტებას რაც შეეხება, ალკოჰოლითა და სიგარეტით უფრო დიდი ზიანი მიუყენებიათ ადამიანებს საკუთარი თავისთვის. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იქნება მანამ, სანამ ქუჩაზე, იქ, სადაც გადასასვლელი არაა, გადამსვლელი ადამიანი უფრო ნაკლებად დაისჯება, ვიდრე მარიხუანის მომხმარებელი.

скачать dle 11.3