კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ბეჭდავდნენ ყალბ ფულს დიღმის მასივის ერთ-ერთ სარდაფში

დღის ქურდი
ქალაქ სოჭის სისხლის სამართლის სამძებროს ოპერმუშაკები დღის გეგმურ პატრულირებას ახორციელებდნენ ქალაქში. დილის 10 საათსა და 45 წუთზე მათ სასტუმრო „მოსკვასთან“ ჩაიარეს და კაპიტანმა ახმატ მაშიტოვმა თავის მეწყვილეს, იური ვორონოვს უთხრა:
– იურა, აი, იმ სპორტულ სამოსში გამოწყობილ, შავი ფერის ჩანთაგადაკიდებულს მიეპარე და ავაგდოთ.
– ვინაა? – იკითხა მძღოლმა.
– გენა მირსკი, მეტსახელად „ვორობეი“. დღისით, მზისით ქურდობს ხოლმე და თავი მომჭერი, თუ ეს სპორტული ჩანთა სასტუმრო „მოსკვაში“ არ აქვს „ნასუხარევი“.
ვორონოვმა სვლას უმატა და ჩანთაგადაკიდებულს ორი მეტრით გაასწრო. კაპიტანმა მაშიტოვმა კი კარი გააღო, შავჩანთიანი შებოჭა, ხელბორკილები დაადო და უთხრა:
– გაები, „ვორობეი“, შე დღის ქურდო! აბა, რა მოიპარე „მოსკვადან“?
– ეს შენ ხარ, მაშიტოვ? ჩანთა ჩემი არაა. ავტობუსის გაჩერებაზე ვიპოვე, – თქვა ქურდმა.
– და, ალბათ, მილიციაში მიგქონდა.
– დიახ, – თქვა „ვორობეიმ“.
– ჰოდა, წავედით. ვნახოთ, შიგნით რა არის, – თქვა კაპიტანმა და გაკოჭილი დღის ქურდი მანქანაში ჩასვა.
ყალბი ფული
„ვორობეისთვის“ ჩამორთმეული ჩანთა მილიციის სამმართველოში გახსნეს და ოპერების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – ტანსაცმლის ქვეშ 500 ათასის ოდენობის ათმანეთიანი ბანკნოტები აღმოაჩინეს. თვალები გადმოკარკლა დღის ქურდმაც და სიმწრით აღმოხდა:
– ნამდვილად არ ვიცოდი, თუ ამ ჩანთაში ფული იდო. მე მეგონა, „შმოტკები“ მოვიპარე. მეოთხე სართულზე 43-ე ნომერში შევძვერი. „შმონი“ დავიწყე და კარადიდან ეს ჩანთა გამოვიღე. მინდოდა, გამეხსნა და მენახა. ამ დროს უკნიდან კისერში მძიმე დარტყმა ვიგრძენი, მაგრამ არ წავქცეულვარ. შევტრიალდი და ვიღაც შიშველ, სველ კაცს მუშტი ვთხლიშე ყბაში. დავაგდე და ჩანთიანად „მოვტყდი“. ის კაცი ნომერში გათიშული დავტოვე. იქვე დამსხვრეული ეგდო მსხვილი ლარნაკი. როგორც ეტყობა, მან სწორედ ეს ლარნაკი ჩამარტყა, მაგრამ მიზანში ვერ მოახვედრა და არ გავთიშულვარ.
„ვორობეის“ კისერში მართლაც ჰქონდა ახალი ნაჭდევი. ქურდი საკანში გამოამწყვდიეს. ოპერმუშაკები კი სასტუმრო „მოსკვასკენ“ გაემართნენ და 43-ე ნომერი დაათვალიერეს. იქ დამსხვრეული ლარნაკი არ აღმოჩნდა. თუმცა, დამლაგებელმა დაადასტურა, რომ ლარნაკი გაქრა. სასტუმროს ადმინისტრატორმა მილიციელებს ჟურნალის ჩანაწერები უჩვენა და უთხრა:
– სტუმარი ამ დილით შესახლდა ნომერში. ის ქალაქ ბაქოში მცხოვრები, 36 წლის რაშიდ ფაშაევია. ის შარშანაც იყო აქ და მაშინ მეხუთე სართულზე, 56-ე ნომერში ცხოვრობდა.
ადმინისტრატორის თქმით, ფაშაევი დაახლოებით დილის თერთმეტ საათზე გავიდა სასტუმროდან. მას თან ჰქონდა შავი ფერის სპორტული ჩანთა.
ამოღებული თანხა ექსპერტმა შეამოწმა და თქვა:
– კუპიურები ყალბია. თუმცა, ძალიან მაღალ დონეზეა დაბეჭდილი და ბანკის გარდა, მათი შეცურება და ნამდვილ ფულზე გადახურდავება შემნახველ სალაროშიც კი შეიძლებაო.
გაუჩინარებული
ყალბი ფულის მჭრელებით „კაგებე“ იყო დაკავებული და საქმეში სოჭის „კაგებეს“ სამმართველო ჩაერთო. თუმცა, მეორე დღეს მოსკოვიდან ცენტრალური აპარატის სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ჩამოფრინდა, რომელსაც პოდპოლკოვნიკი გივი ჯანელიძე ხელმძღვანელობდა. ქართველი ოფიცერი ამ სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლებოდა და გაუჩინარებული ბაქოელის ძებნას ინტენსიურად შეუდგა. ძებნილის ფოტორობოტი უშიშროების კარტოთეკაში არსებულ, ასეთი ტიპის დამნაშავეთა არცერთ სურათს არ დაემთხვა. მაშინ მან სასტუმრო „მოსკვას“ ადმინისტრატორი ქალი საფუძვლიანად დაკითხა და დაადგინა, რომ წინა წელს, როდესაც ძებნილი ფაშაევი პირველად ეწვია „მოსკვას“, რომანი ჰქონდა სასტუმროს ყოფილ თანამშრომელთან, ბარმენ ქალთან – გალინა კულიკოვასთან.
– გალია გათხოვდა და ქმარმა მას სასტუმროში მუშაობა აუკრძალა. იქნებ მისგან შეიტყოთ რაიმე საგულისხმო ფაშაევზე. მაგრამ გთხოვთ, მის ქმარს ნუ გააგებინებთ ამის შესახებ, – შეევედრა ადმინისტრატორი ჯანელიძეს და ქართველი ოფიცერი ფაშაევის ყოფილი სიყვარლის დასაკითხად გაემართა.
ყალბფულისმჭრელთა სინდიკატი
ყოფილ ბარმენ ქალს პოდპოლკოვნიკმა სოჭის ერთ-ერთ სპორტულ მაღაზიაში მიაგნო, სადაც ის გამყიდვლად მუშაობდა. თავდაპირველად, კულიკოვას არ სურდა ლაპარაკი. შემდეგ კი იმ პირობით დათანხმდა, თუკი მეუღლე არაფერს შეიტყობდა. ჯანელიძემ პირობა დადო და კულიკოვამ დაწვრილებითი ჩვენება მისცა. თუმცა, ქალის მონათხრობში საგულისხმო არაფერი იყო.
– სულ ესაა? – ჰკითხა ჯანელიძემ გალინას.
ქალი წამით ჩაფიქრდა და თქვა:
– ერთხელ, ღამით მის ნომერში ვიყავი და რაშიდმა საქალაქთაშორისოზე დარეკა. სულ რაღაც ერთი წუთი ილაპარაკა და ვიღაცას უთხრა – ხვალ დილით აეროპორტში ვიქნებიო. დილით მართლაც წავიდა და რომ დაბრუნდა, მითხრა, მეგობრის მეუღლე გავაცილე ბაქოშიო.
ჯანელიძემ დაადგინა, რომ ფაშაევმა ეს სატელეფონო ზარი 1973 წლის 18 მაისს განახორციელა. ავტომატურ სატელეფონო სადგურში მოპოვებული ამონაბეჭდის მიხედვით კი, დარეკილი იყო თბილისში, მოქალაქე გურამ შამათავასთან.
– მე მგონი, კუდზე დავაჯექით ბოროტმოქმედებს. თბილისში უნდა გავემგზავროთ, – უთხრა თათბირზე ჯანელიძემ ხელქვეითებს და ოპერჯგუფი საქართველოს დედაქალაქში გადმოფრინდა.
1974 წლის 25 მაისიდან 7 ივნისამდე, „კაგებეს“ ცენტრალური აპარატისა და საქართველოს „კაგებეს“ ოპერატიული მოქმედებების შედეგად, გამოვლენილ და დაპატიმრებულ იქნა თბილისში ყალბი ფულის მჭრელთა მთელი სინდიკატი, რომელშიც ოცდაერთი ადამიანი იყო გაერთიანებული. აღმოაჩინეს უმაღლესი დონის იატაკქვეშა პოლიგრაფიული დაზგა, რომელიც დიღმის მასივში, ერთ-ერთი საცხოვრებელი „ხრუშჩოვკის“ სარდაფში იყო განთავსებული და მხატვარ ნოდარ გაგნიძეს ეკუთვნოდა. მიაგნეს მილიონ სამასი ათასი მანეთის ღირებულების ყალბ და შვიდი ათას ნაღდ ბანკნოტს. დაპატიმრებული იქნა აგრეთვე მერაბ ჭყოიძეც, რომელიც თავს ბაქოელ რაშიდ ფაშაევად ასაღებდა და ყალბი პასპორტიც იატაკქვეშა სტამბაში იყო დაბეჭდილი.
ყალბფულისმჭრელთა პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა და ოცდაერთივე ბოროტმოქმედს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პოდპოლკოვნიკ ჯანელიძეს კი პოლკოვნიკის ჩინი უბოძეს და ფასიანი ჯილდო გადასცეს.

скачать dle 11.3