კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავხდეთ ორგანიზებული

ორგანიზებული ადამიანები ცხოვრებაში ბევრს აღწევენ. გაკლიათ ორგანიზებულობა? ეს ტესტი დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, რა გაკლიათ იმისთვის, იყოთ ისე ორგანიზებული, რომ კარიერაშიც წინ წახვიდეთ და დასახული მიზნებიც განახორციელოთ...
1. როგორი დამოკიდებულება გაქვთ დროსთან. აგვიანებთ ხოლმე?
ა) დიახ, მუდმივად ვაგვიანებ;
ბ) ზოგჯერ ვაგვიანებ, ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო;
გ) თითქმის არასდროს ვაგვიანებ.
2. გაქვთ ჩვევად მთელი დღის გეგმა დილითვე დაალაგოთ და ჩამოწეროთ კიდეც?
ა) არა. ეს აზრადაც არასოდეს მომსვლია;
ბ) მხოლოდ მაშინ ვაკეთებ ამას, როცა დღის განმავლობაში ბევრი საქმე მაქვს.
გ) დიახ. მუდმივად ვაკეთებ ამას.
3. ამბობენ, ენერგიული რომ იყო, დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს უნდა დაწვეო. რას ფიქრობთ ამაზე?
ა) ეს არარეალურია;
ბ) პრაქტიკაში ამას ვერ განახორციელებ;
გ) ეს ზუსტად ჩემზეა ნათქვამი. ასე ვცხოვრობ.
4. რამდენიმე საქმეს ერთდროულად მოჰკიდეთ ხელი. როგორ აბამთ თავს?
ა) არ ვიცი. რომელი საქმით დავიწყებ;
ბ) მარტივი საქმიდან დავიწყებ;
გ) მე ჯერ პრიორიტეტებს დავალაგებ და საქმეს გავანაწილებ.
5. დაბადების დღეს სტუმრები მოიპატიჟეთ... მათ მოსვლამდე:
ა) მოვემზადები საგანგებოდ, წინასწარვე ვიზრუნებ, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს;
ბ) ორგანიზებულად გავშლი სუფრას, მაგრამ გამოცვლა დამავიწყდება;
გ) სრულ მზადყოფნაში ვიქნები.
6. შეგიძლიათ თქვენი ბიუჯეტის დაგეგმვა ისე, რომ ვალები არ აიღოთ?
ა) ვერ ვახერხებ, ზოგჯერ ვალს ვიღებ;
ბ) ვცდილობ, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის;
გ) რა თქმა უნდა. ფინანსებს მკაცრად ვაკონტროლებ.
დაითვალეთ ქულები
პასუხი „ა“ – 1 ქულა;
პასუხი „ბ“ – 2 ქულა;
პასუხი „გ“ – 3 ქულა.
ახლა ნახეთ შედეგები:
6-9 ქულა: დროა ისწავლოთ, როგორ არ აჰყვეთ იმპულსებს და თქვენი დღე ისე დაგეგმეთ, დრო თანაბრად გადაანაწილოთ. მაშინ ყველაფერი წესრიგში გექნებათ. ჩამოწერეთ პუნქტები და შესაბამისად „მიამაგრეთ“ მასზე საქმეები. ნახავთ, როგორ შეიცვლებით ნელ-ნელა.
10-14 ქულა: როცა რამეს ჩაიფიქრებთ, ნუ დაგავიწყდებათ, შეადგინოთ სამოქმედო გეგმაც. ზუსტად იცოდეთ, რას აკეთებთ, როდის და სად. იყავით მეტად მობილიზებული.
15-18 ქულა: ცდილობთ, ყველაფერი განრიგის მიხედვით გქონდეთ. გაკლიათ ორიენტირება მიზანსა და ვადებზე. სხვანაირად, უსიამოვნო სიურპრიზებს თავიდან ვერ აირიდებთ. ისწავლეთ, იყოთ მეტად მობილიზებული, მოქნილი და გქონდეთ სათადარიგო ვარიანტები. ეს დროსაც დაგიზოგავთ და წარმატებასაც მარტივად მიაღწევთ.

скачать dle 11.3