კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გვეხმარება სწორად შერჩეული ტანსაცმლისა და აქსესუარების ფერი პირადი ცხოვრების მოწყობაში

ფერს შეუძლია, ადამიანს დადებითი განწყობა შეუქმნას და გარშემო მყოფები თქვენ მიმართ კეთილად განაწყოს. ამიტომ, გირჩევთ, ასტროლოგიურად სწორად შეარჩიეთ ტანსაცმლისა  თუ აქსესუარის  ფერი.
მწვანე ფერი ასოცირდება გაზაფხულთან და ზრდა-განვითარებასთან. ის განასახიერებს მშვიდობას, კურნავს სტრესისგან,  ამცირებს სულიერ ტკივილსა და შფოთვას. ამ ფერის ტანსაცმლის ტარება ერთგვარად დაგამშვიდებთ და გარშემო მყოფებს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს.
წითელი ფერი ცხოვრებისეული ენერგიის განმასახიერებელი,  მკვეთრი და გამომწვევი ფერია. ის ასევე ხაზს უსვამს თქვენს სიძლიერესა და ვნებას და წარმატებით გამოიყენება საწინააღმდეგო სქესის მოსაზიდად. ის ათბობს განწყობას და იქცევს ყურადღებას. გონებაში ეს ფერი, ასევე, ასოცირდება ცეცხლთან, სიცხესთან და სიმდიდრესთან,  თუმცა, შეიძლება, სიმორცხვეზე  ან კონფლიქტურობაზეც მეტყველებდეს. თუ გსურთ, გქონდეთ მხურვალე და ვნებიანი პირადი ცხოვრება, წითელი ფერის ტანსაცმელი და აქსესუარები ხშირად ატარეთ.
ცისფერი და ლურჯი სიმშვიდის ფერებია.  მას ძლიერი დამამშვიდებელი ზეგავლენა აქვს და აღძრავს სამყაროს შეცნობის სურვილს. ლურჯი ამძაფრებს ინტუიციას, ხოლო ცისფერი კი – ადამიანის სულიერ მისწრაფებებს. ეს ორივე ფერი იდეალურად გამოხატავს თქვენს სულიერ განწყობას.
ყვითელი ფერი მზის, აყვავებისა და წარმატების სიმბოლოა და განასახიერებს პოზიტივს.  მზის ენერგია სიცოცხლის დასაბამს აძლევს ყველაფერ მშვენიერს ჩვენს სამყაროში:  მცენარეებს,  ცხოველებს, ადამიანს.  ყვითელი აცოცხლებს ჩვენს შინაგან სამყაროსა და ვნებებს; ასევე, განაპირობებს ადამიანში კეთილგანწყობასა და სიცოცხლის ხალისს. ეს ფერი აქტიურად გამოიყენება წარმატების მისაღწევად. შეიტანეთ ის თქვენს ჩაცმულობაში და ადვილად მიაღწევთ სულიერ სიმშვიდეს,  სითბოს, კარგ განწყობას და პოზიტიური აზროვნებასაც მოიზიდავთ. ზოგადად, ამ ფერის ტანსაცმელი ან აქსესუარები რეკომენდებულია მორიდებული ადამიანებისთვის.
ოქროსფერი – პატივისცემისა და შენდობის ნიშანია. ამ ფერის სამოსს იმპერატორები და მეფეები ატარებდნენ.  ამ ფერის თბილ ანარეკლს შეუძლია ადამიანის ცუდი განწყობის  შეცვლა. მას მოაქვს ოპტიმიზმი, აძლიერებს საკუთარი ღირსების შეგრძნებას,  აღვივებს ადამიანში ყველა დადებით თვისებას. ოქროსფერი ტანსაცმლისა და აქსესუარების ტარება, მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად გამოგადგებათ.
ნაცრისფერი, მართალია, მოდური ფერია და ამ ფერის სამოსს ხშირად იცვამენ, მაგრამ ამას არ გირჩევთ, რადგან ის თქვენს ხასიათის სასიკეთო თვისებებს ჩრდილავს. შესაძლოა, ამ ფერის ტანსაცმლის ხშირად ტარებით გარშემო მყოფებისთვის შეუმჩნეველი დარჩეთ.
ყავისფერი სტაბილურობის ფერია. ასეთი ფერის ტანსაცმლის ტარება ამძაფრებს და უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და დაცულობის შეგრძნებას.  კარგია ჯანსაღი ურთიერთობებისთვის.
იასამნისფერი ძალაუფლებასა  და სიმდიდრეს განასახიერებს.  მჭიდრო კავშირშია ადამიანის სულიერ მხარესთან,  აღვივებს ფანტაზიის უნარს, აერთიანებს ენერგიულობასა და სიმშვიდეს. თუმცა, თუ ზედმეტად მეოცნებე ნატურა ხართ, მოერიდეთ ამ ფერს.
სტაფილოსფერი ტანსაცმლისა და აქსესუარების ტარებას მოაქვს წარმატება, სიკეთე და გარშემო მყოფების კეთილგანწყობა. ის ენერგიისა და პოზიტიური განწყობის გარანტია. ასევე, ასტიმულირებს გონებრივ აქტივობას,  ფანტაზიის უნარსა და წარმოსახვას.
თეთრი ფერი განასახიერებს ადამიანის უბიწო ზრახვებს, თუმცა მას საპირისპირო სქესის წარმომადგენლები მეტად აქცევენ ყურადღებას. ზოგადად, ის ცივ ფერად არის მიჩნეული, თუმცა ადამიანებს კეთილად განაწყობს და თქვენში დადებით თვისებებს გამოკვეთს.

скачать dle 11.3