კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწოდა მესინგმა სტალინს „მსოფლიოს გადამრჩენი დიდი ქურუმი“

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი კომუნისტი იყო, ხოლო კომუნისტები კი ღმერთს უარყოფდნენ, არ სცნობდნენ ასტროლოგიასა და ჰიპნოზსაც კი, სტალინს არასდროს უთქვამს, – ღმერთი არ არსებობსო. ასტროლოგიას კი, ასტრონომიისა და სხვა ზუსტი მეცნიერებების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდა. ჰიპნოზის უნარი კი თავადვე გააჩნდა.   თუმცა, თავად არაფერს ამბობდა ამის შესახებ.
1941 წლის 4 აგვისტოს, იმ დროს, როდესაც დიდი სამამულო ომი სულ რაღაც თვე-ნახევრის დაწყებული იყო, დილით პოსკრებიშევი (სტალინის პირადი მდივანი) ეახლა დიდ ბელადს და მოახსენა:
– ამხანაგო სტალინ, შეიძლება, სისულელეც კია ეს ყველაფერი და წვრილმანზე გაწუხებთ, მაგრამ მაინც უნდა მოგახსენოთ.
– გისმენ, – მოკლედ მოუჭრა ბელადმა. პოსკრებიშევმა ჩაახველა და თქვა:
– წუხელ, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი, ჩემს მანქანას ვიღაც თავსაფრიანი ქალი გადაუდგა წინ და მძღოლს რომ არ ემარჯვა, გავიტანდით. იმ ქალმა კი, ბოდიშს გიხდით, მაგრამ სწორედ ასე მითხრა: სტალინს უსინათლო მატრონა იბარებს. შენ მას იცნობ და სასწრაფოდ უთხარი, მოვიდესო. ერთი სიტყვით, მე ამ ქალმა ძველ არბატზე, სარდაფში ვიღაც ბრმა მოხუცთან მიმიყვანა და იმან სიტყვასიტყვით ასე მითხრა: თუ ქვეყნის გადარჩენა მართლა უნდა სტალინს, აქ მომიყვანე, უნდა დაველაპარაკოო. აი, სულ ესაა, ამხანაგო სტალინ.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმავე დღის თორმეტ საათზე სტალინი, პოსკრებიშევი და მე, დიდ ბელადს ძველ არბატზე, უსინათლო მატრონას სარდაფში გავყევით. მანამდე კი იქ ვლასიკი და ჩვენი სამსახურის ორი ქვედანაყოფი მივიდა, რომელიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. ხატებითა და ანთებული სანთლებით სავსე მცირე სარდაფის შუაგულში ხის დიდი სკამი იდგა. სწორედ მასზე იჯდა მოხუცი, უსინათლო ქალი. როგორც შევედით, უსინათლო მატრონამ სტალინისკენ გაიშვირა ხელი და პირადად მას მიმართა:
– აქ იმიტომ დაგიბარე, იოსებ, რომ ერთი ერთზე მნიშვნელოვანი რაღაც გითხრა. ამ კაცებმა კი გარეთ მოიცადონ...
ჩვენ გავედით. თხუთმეტი წუთის მერე სტალინიც გამოვიდა და კრემლში დავბრუნდით. სტალინმა სასწრაფოდ ყაზანიდან ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ჩამობრძანება გვიბრძანა და 1941 წლის 5-6 აგვისტოს ღამეს ჩვენ მიერ ჩამობრძანებული ხატი მოსკოვს გარშემო შემოატარეს. შემდეგ კვლავ უკან დავაბრუნეთ. აშკარაა, რომ ასეთი რჩევა დიდ ბელადს უსინათლო მატრონამ მისცა. სტალინს არანაირი განმარტება არ გაუკეთებია ამის შესახებ და რაიმეს კითხვას კი ვინ გაუბედავდა. მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ, ეპისკოპოს პიმენთან შეხვედრის დროს, მოხუცმა მღვდელმთავარმა სტალინს ასეთი ფრაზა უთხრა:
– თქვენ ბრძენი და მორწმუნე ადამიანი ხართ, რომ ყურად იღეთ წმიდა მატრონას რჩევა და ღვთის ზღუდე შემოავლეთ მოსკოვსო...
სტალინს არაფერი უპასუხია პიმენისთვის.
ძალიან საინტერესო იყო სტალინისა და ცნობილი ებრაელი ჰიპნოზიორის (ზოგიერთის ღრმა რწმენით – წინასწარმეტყველის), ვოლფგანგ მესინგის ურთიერთობები. როდესაც ჰიტლერისგან გამოქცეული მესინგის საჯარო გამოსვლების ამბავი შეიტყო, ბელადმა მისი კრემლში მოყვანა ბრძანა. მესინგი მე და ვლასიკმა მივუყვანეთ სტალინს. მან კი სტუმარს უთხრა
– თქვენზე ამბობენ, ხალხზე ჰიპნოზური ზემოქმედება და მომავლის განჭვრეტა შეუძლიაო. მართალია?
– დიახ, – გაიღიმა მესინგმა.
– კეთილი, აბა, დაგვიმტკიცეთ და თან, მითხარით, როგორ ახერხებთ ამას? – ჰკითხა სტალინმა.
– ბოლოდან დავიწყებ, ამხანაგო სტალინ... ადამიანის წარსულსა და მომავალზე რომ ინფორმაცია მოვიპოვო, მასზე უნდა ვიფიქრო და სულ, ორი-სამი წუთი დამჭირდება, ხოლო თუ ის ადამიანი ჩემ წინ დგას, კიდევ უკეთესი.
სტალინმა ჩემკენ გამოიშვირა ხელი და მესინგს უთხრა:
– აი, ამ ოფიცერზე რას მეტყვით?
მესინგმა თვალი თვალში გამიყარა და თქვა:
– ერთი კვირის წინ მას (მე) მუხლი დაუზიანდაა კიბეებზე ამოსვლისას. მას (მე) ხიფათი ელოდება და სამი დღის შემდეგ, ერთი დღე სახლიდან არ უნდა გამოვიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის ქალის მძიმე ტრავმას მიიღებს...
მესინგმა ჩემზე სხვა რაღაცეებიც თქვა, რაშიაც არ შემცდარა...
როდესაც სტალინს მესინგის სიტყვები დავუდასტურე, ბელადმა უთხრა:
– აი, მეც თქვენ წინაშე ვარ და ჩემზე რას იტყვით?
მესინგმა სცადა სტალინისთვის თვალი თვალში გაეყარა, მაგრამ აუცრემლდა და ვერ შესძლო. შემდეგ თვალები დახუჭა და გაირინდა. ორიოდე წუთის შემდეგ კი ბელადს უთხრა:
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ თქვენ თვითონ გაქვთ ჩემზე მეტი ჰიპნოზის უნარი და თქვენს ბიოველში შესვლას ვერ ვახერხებ...
სტალინს მესინგის სიტყვებზე გაეცინა. კიდევ ოციოდე წუთი პირისპირ ელაპარაკა და გაისტუმრა. შემდეგ ვლასიკი დაიბარა და უთხრა:
– მესინგს ქალაქის ცენტრში ბინა გამოუყავით, ხელფასი დაუნიშნეთ და ბერია გამოიძახეთ!
სტალინი ბერიასაც პირისპირ ესაბურა და დაავალა, რომ მესინგისთვის კერძო ლაბორატორია შეექმნათ „ენკავედეში“, სადაც პარაფსიქოლოგიურ მოვლენებს გამოიკვლევდნენ.
დიდი ბელადის სიკვდილის შემდეგ ვოლფგანგ მესინგმა ცნობილი ფრაზა თქვა:
– იოსებ სტალინი დიდი ქურუმი იყო, რომელმაც მსოფლიო გაცამტვერებისგან იხსნა.
მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით

скачать dle 11.3