კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გრიპის დროს ლიმონი არ დაგავიწყდეთ


თუ ყოველდღიურად 2 ჭიქა ლიმონის წვენგარეულ წყალს დავლევთ, ჩვენი ორგანიზმი ტოქსინებისა და წიდებისგან იწმინდება.
გაციების დროს არ დაივიწყოთ ლიმონი, რადგან მას გაციების საწინააღმდეგო უნიკალური თვისებები აქვს. ის იმუნურ სისტემასაც გაგიძლიერებთ და გრიპისგანაც დაგიცავთ.
ლიმონის ზომიერი მოხმარება დაგიამებთ თავის ტკივილს, მოგიწესრიგებთ საჭმლის მომნელებელ სისტემას, დაგირეგულირებთ არტერიულ წნევას; ასევე, კარგია თირკმელების დაავადების პროფილაქტიკისთვის.

საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები სტრესის შედეგია
სტრესის ნეგატიური ზემოქმედება შეიძლება განეიტრალდეს, თუ ორგანიზმს მოამარაგებთ აუცილებელი და საჭირო ნივთიერებებით. სტრესის დროს აუცილებელია, ჭამოთ: რძის ნაწარმი, კვერცხი, ღვიძლი, თირკმელები, მწვანე ფერის ბოსტნეული, ნიგოზი, ხორბალი, ქატო, წიწიბურა, ლობიო, სოია, შვრია, ბანანი, შავი შოკოლადი; სვათ ბალახეული ჩაი, მინერალური წყალი, ხილის ნატურალური წვენები.
შრომისუნარიანობასა და სასიცოცხლო ტონუსს ამაღლებს შავი შოკოლადი. მისი ჭამის შემდეგ ადამიანი კარგ გუნებაზე დგება, ეხსნება სტრესი; ის, ასევე, ზრდის ტვინში ფენილანინის შემცველობას, რაც ბედნიერების შეგრძნებას იწვევს. სტრესის მოსახსნელად, ასევე, კარგია ჟოლოს, მანდარინის, ბანანის, ბროკოლისა და კიტრის წვენების სმა. სტრესის დროს ტონუსის შენარჩუნების მიზნით ნუ შეეცდებით, სვათ ბევრი ყავა, რადგან, მასში შემავალი კოფეინი უარყოფითად იმოქმედებს თქვენზე. კოფეინი ზრდის ადრენალინის დონეს, რომელიც სტრესის დროს ისედაც საკმარისია, მისი სიჭარბე კი ორგანიზმზე დამანგრევლად მოქმედებს. ამ დროს, უმჯობესია, შავი შოკოლადი მიირთვათ.
ვინც ხშირად მიირთმევს ყვითელ და ნარინჯისფერ ხილსა და ბოსტნეულს, ის ართრიტის რისკისა და სახსრების ანთებისგან მეტად არის დაცული. ხილ-ბოსტნეულს ყვითელ შეფერილობას აძლევს კაროტინი, ანუ ნივთიერება, რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი, რისი  წყალობითაც ეს პროდუქტები ხელს უშლის თავისუფალი ჟანგბადის რადიკალების დამაზიანებელ ზემოქმედებას უჯრედებსა და ქსოვილებზე. გარდა ამისა, A და C ვიტამინებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული სასარგებლოა მხედველობისთვის, გუნება-განწყობის ასამაღლებლად ცივ სეზონზე და გაციებისგან დასაცავად.

მანდარინი, ხურმა და ფორთოხალი იმუნიტეტის ასამაღლებელი ბუნებრივი საშუალებებია
მანდარინი კუჭს სიმძიმის შეგრძნებისგან ათავისუფლებს. ის C ვიტამინის წყაროა, ამიტომ, მისი ჭამა აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად გაციებისა და გრიპის პერიოდში, ასევე, აუმჯობესებს გუნება-განწყობასაც. მანდარინის ზომიერი რაოდენობით ჭამა ორგანიზმს დეპრესიისგან ათავისუფლებს და ის ადვილად უმკლავდება ზამთრით გამოწვეულ აპათიას.
მწიფე ხურმას არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები აქვს. მასში ბევრია ნახშირწყალი, კერძოდ, გლუკოზა და ფრუქტოზა. ადამიანს მთელი დღის განმავლობაში კარგი განწყობა ეუფლება, როცა ხურმას მიირთმევს. 1 ცალ საშუალო ზომის ხურმაში 80 კილოკალორიაა, ვიტამინების შემცველობით კი ეს ხილი ოდნავ ჩამოუვარდება მანდარინს. სამაგიეროდ, მასში ბევრია ბეტა-კაროტინი, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას და ანელებს სიბერის პროცესს.
ხურმა დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებსა და კალიუმს. ამიტომ, დღეში ორი ცალი ხურმის მიღება სავსებით საკმარისია. ხურმაში, აგრეთვე, დიდი რაოდენობითაა მაგნიუმი. ეს ელემენტი ამაღლებს კუნთების ტონუსს, მისი მარილები კი ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. ხურმა კარგად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის დროს კი ეს ხილი შეუცვლელია, რადგან, დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს.
ფორთოხალი ბევრ დაავადებას ებრძვის. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის ნარჩენები და ტოქსინები. კარგია მისი ახალგამოწურული წვენის დალევაც. ფორთოხალი შეიცავს კალიუმს, A, B1, C ვიტამინებს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, მანგანუმს, სპილენძსა და თუთიას, რაც აძლიერებს იმუნიტეტს. მისი ჭამა აძლიერებს ორგანიზმის გამძლეობის უნარს, იცავს მას სხვადასხვა ინფექციისა და თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან.
ფორთოხალი ამცირებს კიბოს წარმოშობის რისკს. კუჭში დალექილი ნიტრატები წარმოქმნის კანცეროგენურ ნივთიერებებს, მასში შემავალი C ვიტამინი კი აფერხებს მათ წარმოქმნას. ასევე, თუ ყოველდღე ერთ ცალ ფორთოხალს შეჭამთ, ამით თრომბის წარმოქმნის რისკსაც შეამცირებთ. უზმოზე ფორთოხლის ჭამა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ფორთოხლის ახალგამოწურული წვენის საუზმეზე დალევა კი ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში.
გაციებასა და გრიპს კივი ებრძვის, მარილების დაგროვებას – ბრინჯი, შვრია კი კენჭებს გამოდევნის ორგანიზმიდან
კივი დიდი რაოდენობით შეიცავს  C და E ვიტამინებს, მაგნიუმსა და კალციუმს. ამიტომ მისი ჭამა აუცილებელია მაღალი წნევისა და ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისთვის. თუ უკვე გაცივდით და გრიპი გაქვთ, ოთხი ცალი კივისგან მოამზადეთ ფაფა და მიირთვით – ეს სრულიად საკმარისია, რომ დაავადება შეგიმსუბუქდეთ. ნოყიერი საკვების შემდეგ კი რამდენიმე ცალი კივის ჭამა მოგიხსნით კუჭის სიმძიმის შეგრძნებასა და გულძმარვას. კივი ამცირებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წარმოქმნის რისკს. არ იწვევს ალერგიას, დიდი რაოდენობით შეიცავს სეროტონინს, რაც ადამიანის ორგანიზმს სტრესისგან იცავს. სტენოკარდიის დროს კარგია კივის ჯემი – ის სწრაფად ხსნის შეტევას.  აგრეთვე, კივი დიდი რაოდენობით შეიცავს ენაზიმს, რომელიც აჩქარებს ორგანიზმში ცხიმების წვას. დილა-საღამოს მიირთვით ეს უნიკალური ხილი და წონაში დაკლება არ გაგიჭირდებათ.
მარილების დაგროვების დროს კი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 4 ცალი ლიმონის კანი და 100 გრამი ნიორი, დაასხით 2 ლიტრი გადადუღებული წყალი და დადგით ორი დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 50 მილილიტრი, ყოველ დილით, უზმოზე. ასევე, მარილების დაგროვების დროს კარგია, თუ 3 სადილის კოვზ ბრინჯს დილამდე წყალში დაალბობთ, დილით კი უცხიმოდ, უმარილოდ და უშაქროდ მოხარშავთ და უზმოზე ცივს შეჭამთ. სამი კვირის განმავლობაში ასე მოიქეცით და სახსრებში ტკივილი გაგივლით.
შვრიის ნაყენი მისწრებაა ღვიძლის, კუჭისა და თირკმლის მკურნალობისას; ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქვების, კენჭებისა და ნალექის გამოდევნას. 1 ჩაის ჭიქა გარეცხილ შვრიას დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ 1 დღე-ღამის განმავლობაში; დაამატეთ 3 ლიტრი წყალი და ადუღეთ, სანამ სითხე ერთ ლიტრამდე დავა. შემდეგ გაწურეთ და მიღებული ნახარში სვით ჭამის წინ, დღეში 3-ჯერ, თითო ჩაის ჭიქა.

როგორ ამოვიცნოთ მკერდის კიბო და რა სიმპტომები ახასიათებს მას
მკერდის სიმსივნის ამოცნობა თვითონ ქალსაც შეუძლია, მთავარია, ყურადღება  მიაქციოთ სარძევე ჯირკვლების სიმეტრიულობას, კანის ფერს, გამონადენს დვრილიდან, გამკვრივებულ, მტკივნეულ უბნებს.
არსებობს სიმპტომები, რომლებიც ავთვისებიანი სიმსივნის პროცესის დაწყებაზე მიგვანიშნებს. ესენია: ფიქსაცია ანუ კვანძი, დვრილის გასქელება, დვრილის თავზე კანის ჩაზნექა, იღლიის ფოსოში ჯირკვლების გაჩენა, დვრილიდან სისხლიანი გამონადენი. ამგვარი სიმპტომების გაჩენისას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
ზოგადად, ქალის სარძევე ჯირკვალი, ასაკობრივი თუ ფიზიოლოგიური ფაქტორების გამო, მთელი ცხოვრების განმავლობაში განიცდის გარდაქმნას. მის სტრუქტურაზე მოქმედებს ქალის ცხოვრებაში მიმდინარე ბუნებრივი მოვლენები: ორსულობა, ძუძუს წოვება, კლიმაქსი და სხვა. ზოგიერთი პროცესი, კერძოდ: აბორტები, საკვერცხეებისა და მათი დანამატების ანთებები, ნერვული სისტემის დაავადებები და ასე შემდეგ, ჰარმონიული დისბალანსის განვითარებას იწვევს, ანუ, ჰორმონები საჭიროზე მეტი ან ნაკლები რაოდენობით გამომუშავდება. დროთა განმავლობაში ამ მდგომარეობამ, შესაძლოა, არა მხოლოდ კეთილთვისებიანი წარმონაქმნების, არამედ, ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბებაც გამოიწვიოს. კეთილთვისებიანი სიმსივნის განვითარება კი ბევრადაა დამოკიდებული სოციალურ ფაქტორებზეც, მაგალითად: მცირე შობადობაზე, ხშირ აბორტებზე, არასწორ სქესობრივ ცხოვრებაზე, ზედმეტ წონაზე, შაქრიან დიაბეტზე, გენეტიკაზე.
მასტოპათიის დაავადება სარძევე ჯირკვალში გამკვრივებული წარმონაქმნის სახით ვლინდება და, შეიძლება, ერთ ან ორივე ჯირკვალში განვითარდეს ერთეული თუ მრავლობითი წარმონაქმნის სახით. მასტოდინიის დაავადების დროს, ზოგჯერ, სარძევე ჯირკვალში არანაირი ცვლილება არ არის, მაგრამ, ქალი მაინც უჩივის მკერდის ტკივილს. ტკივილი ძლიერია, შესაძლოა, ბეჭსა და მხარშიც გადაეცეს. ფიბროადენომატოზის დროს სარძევე ჯირკვალში ჩნდება კვანძები. ისინი ან მთელ ჯირკვალშია გავრცელებული, ან მხოლოდ მის რამდენიმე უბანში. ფიბროადენომა მოძრავი, გლუვი ზედაპირის კვანძებია; ცისტები – სხვადასხვა ზომისა და რაოდენობის კვანძები. ზოგჯერ ახასიათებს დვრილიდან გამჭვირვალე, მღვრიე, მომწვანო, რძისფერი ან სისხლიანი გამონადენი, რომელიც გამოიყოფა თავისთავად ან დვრილზე თითის დაჭერის შედეგად. სარძევე ჯირკვლებში ტკივილების არსებობა მასტოპათიის აუცილებელი ნიშანი არ არის.

როგორ ვუმკურნალოთ მაღალ ტემპერატურასა  და შაკიკის შეტევებს სახლის პირობებში
ცივ ამინდში ხშირია გაციება და სხეულის ტემპერატურის მკვეთრი აწევა. ნუ იჩქარებთ სიცხის დამწევი პრეპარატების მიღებას. ხალხური მედიცინიდან რეკომენდებულია შემდეგი უებარი და ეფექტური საშუალება, რომლებსაც უკუჩვენება არ გააჩნია:
*100 გრამი ბოლოკი და 100 გრამი სტაფილო გახეხეთ, გაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი ნაზავი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
* ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 50 გრამი ხახვი, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი, კარგად აურიეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზით, ნახევარ საათში ერთხელ.
*1 ცალ სტაფილოს წვენს შეურიეთ ამავე რაოდენობის თაფლი. მიიღეთ 1 ან 2 კოვზი, დღეში 3-ჯერ.
*2 სადილის კოვზ ცხელ რძეს შეურიეთ 2 სადილის კოვზი კონიაკი და დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ.
*1 სადილის კოვზ ჟოლოს მურაბას შეურიეთ 1 სადილის კოვზი კონიაკი ან არაყი, ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი გრილი წყალი და დალიეთ ყლუპ-ყლუპად. ორი საათის შემდეგ გაიმეორეთ.
შაკიკის დაავადება კი ბევრ ფაქტორს უკავშირდება, კერძოდ, ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას, პერიფერიული სისხლძარღვების მოშლას. გამოყოფენ ბირთვულ და პერიფერიულ შაკიკებსაც, ეს უკანასკნელი კი პერიფერიული სისხლძარღვების შეკუმშვას ან გაფართოებას უკავშირდება. ბირთვული შაკიკი შეიძლება გამოიწვიოს ნერვის დაზიანებამ. ამ დაავადებას მკვეთრად გამორჩეული კლინიკური სურათი აქვს. ეს გახლავთ პერიოდული შეტევითი ხასიათის ნევრალგიური ტკივილი, რომელიც განსაზღვრულ დროს იწყება, განსაზღვრულ დროს მთავრდება და ისე უკვალოდ ქრება, თითქოს არც ყოფილა. შეტევის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ ტკივილი პიკს აღწევს და ძლიერი ხდება. ტკივილი სახის მხოლოდ ერთ ნახევარზე ვრცელდება. ყველაზე ხშირია თვალბუდისა და შუბლ-საფეთქლის ტკივილი.
ზოგიერთ ადამიანს შაკიკი მხოლოდ ცივ დღეებში ემართება, ზოგს კი ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში ტანჯავს. მისგან სრული განკურნება არ ხდება, თუმცა, მედიკამენტური მკურნალობა მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს. ამიტომ, შაკიკმა რომ არ შეგაწუხოთ, ნუ გახვალთ სიცივეში თავდაბანილი, სველი თმით. თუ ამ დაავადების მიმართ მიდრეკილება გაქვთ, არ იაროთ ქუჩაში თავსაბურავის გარეშე, თბილ ოთახში კი არ იჯდეთ ქუდით. მოვლითი ტკივილის დროს შუბლის არე მჭიდროდ გაიკარით ხილაბანდით, საფეთქლების არე კი თითებით დაიზილეთ.

скачать dle 11.3