კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი უნდა იყოს მართლმადიდებლის ცხოვრების წესი და რატომ უნდა ერჩიოს აღსარების თქმის შემდეგ ადამიანს იგივე ცოდვის ჩადენას სიკვდილი

„დღეს ინტერნეტქსელში ვრცელდება ბევრი თანამედროვე მწვალებლობა. რა თქმა უნდა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ვისაც ეკლესიის ისტორია აქვს წაკითხული, მან კარგად იცის, რომ თითქმის ყველა საუკუნეში ახალ-ახალი მწვალებლობები და ცრუ სწავლებები ვრცელდებოდა. ეს იქადაგებოდა გარკვეული სასულიერო პირების მიერ და მათ ჰყავდათ ფანატიკოსი მიმდევრები,“ – ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 

–  მართლმადიდებლური ეკლესია სხვა ეკლესიებს იმით სჯობია, რომ ჩვენ ბრმად არ ვიღებთ ამა თუ იმ სწავლებას. წმიდა წერილი არ გვესმის ისე, როგორც მე მესმის, არამედ ისე, როგორც ესმოდათ და განმარტავდნენ წმიდა მამები. წმიდა მამა კი არა, მრავლობითში – წმიდა მამები. წმიდა მამის გარდამოცემა კი არ არის სწორი, არამედ წმიდა მამების გარდამოცემა, ანუ უმრავლესი მამა რასაც იტყოდა მსოფლიო თუ ადგილობრივ კრებაზე, ის იყო ყოველთვის სწორი. მაგალითად, დაისვა კითხვა: ავაზაკი ცხონდა თუ არა? სახარებაში ხომ წერია: დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. იცით, როგორ ვიცით? თითქმის ყველა წმიდა მამა აკეთებს კომენატარს: ავაზაკი სამოთხეში მოხვდა. მხოლოდ წმიდა წერილის კალკირება სექტანტურად არ არის სწორი. უნდა წავიკითხოთ წმიდა მამათა განმარტებები, კომენტარები.
– წმიდა მამებთან არ არსებობს ცდომილება?
– იოანე ოქროპირი, რომელზეც დგას დღეს ეკლესია, ერთ-ერთი ბურჯი, ამბობდა: დამერწმუნეთ, მჯერა, მეოთხე ასწლეულის ბოლოს მოვა იესო ქრისტეო. მოვიდა? – არა. მწვალებელი იყო იოანე იქროპირი? – რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, ყველა წმიდა მამას შეიძლება გარკვეული ცდომილებები, პირადი შეხედულებები ჰქონდეს. შესაბამისად, რადგან წმიდა იოანე ოქროპირმა ან სხვა წმიდა მამამ რაღაც თქვა, 100-პროცენტიანი სწავლებაა ქრისტესი. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რას ამბობს არა მხოლოდ ერთი წმიდა მამა, არამედ მრავლობითში – რამდენიმე წმიდა მამა. იოანე ოქროპირსაც ბევრ ცრუ სწავლებას მიაწერენ. როცა წმიდა მამის სწავლება არ ემთხვევა მამათა სწავლებას, ის მწვალებელი კი არ არის, უბრალოდ, არ ვიღებთ ამ სწავლებას. დღეს ინტერნეტში ვრცელდება სწავლება: ერთ ცოცხალ წმიდანთან ურთიერთობა მეტია, ვიდრე 40 წირვა-ლოცვაზე დასწრება და ზიარებაო. ეს არ მგონია, რომელიმე წმიდა მამას ეთქვას. დღეს გარკვეული სექტასავით გაჩნდა, რომლებიც ამბობენ და ამბობდნენ: ჩვენ შორის ცოცხალი წმიდანები არიანო. ეკლესიის ყველა დიდი მამა, საკუთარ თავს უკანასკნელს, ყველაზე ცოდვილს უწოდებდა. როცა ადამიანი იტყვის: ეს წმიდანია, ნახე ვინ არის, გაიქეცით მაშინვე იმ ადამიანისგან. სიოსი დიდი, პახუმი დიდი რომ კვდებოდნენ, ამბობდნენ: ვერაფერი მოვახერხე ამ ცხოვრებაში, სინანული არც დამიწყია. ცოტა ხანი იქნებ დამტოვო, რომ მოვინანიო ჩემი ცოდვებიო. მაკარი დიდის სიტყვები ყოველ დილით იკითხება ლოცვებში: „არაფერი კეთილი მიქმნიეს მე“ და პავლე მოციქული ამბობს: მოციქულთა შორის ყველაზე უბადრუკი ვარ მე. აი, საზომი და ეტალონი, თუ როგორ უნდა იფიქროთ. დღეს კი ადამიანები იჯერებენ, რომ ცოცხალი წმიდანები არსებობენ. ასეთად საკუთარ მოძღვარს მიიჩნევენ, წირვა-ლოცვაზე სიარული  ეზარებათ და ფიქრობენ: აღარ ვივლი წირვა-ლოცვაზე, რადგან მასთან ურთიერთობა უფრო მეტია, ვიდრე 40 წირვა-ლოცვაზე დასწრება, ზიარების მიღებაო. შემდეგ ამ ხალხს აღარც მოძღვარი ჰყავს და არც წირვა-ლოცვაზე აღარ დადის: რად მინდა ცოდვილ მოძღვართან ურთიერთობა, როდესაც ცოცხალ წმიდანთან მაქვს ურთიერთობა, 40-ჯერაც ვეზიარე და 80-ჯერაცო. ეს, რა თქმა უნდა, მწვალებლობის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ამიტომ დაუჯერეთ მამათა წმიდა გარდამოცემას, რომლებიც საკუთარ თავს ცოდვილებად მიიჩნევდნენ. იოანე ოქროპირის მოძღვარი იყო დიოდორე ტარსელი, რომელიც იმდენად ძლიერი პიროვნება, ბურჯი გახლდათ, რომ მართლმადიდებლობის „კლდე“ უწოდეს. მაგრამ, წლების მერე, როცა მისი სწავლებები წაიკითხეს, მწვალებლად შერაცხეს. ასე რომ, ეკლესიური აზროვნებით არ შეიძლება ერთი პიროვნება იყოს ავტორიტეტი. ხვალ შეიძლება, თქვენს მოძღვარს რაღაც შეეშალოს, ამიტომ უნდა მიხვიდეთ და უთხრათ: მამაო, თქვენ რაღაც შეგეშალათ, ასე არ გვასწავლიდით. თქვენ არ ხართ განსაკუთრებული, დაბლა ჩამოდით ცოტა, თორემ დაიღუპებითო. მართლმადიდებლობა თავმდაბლობაა, წმიდა წერილის კომენტარების მიღება წმიდა მამებისგან. მართლმადიდებლობა არის სჯულის კანონი. ამის იქით თუ ვინმე რამეს გასწავლით, უთხარით: უკაცრავად, კარგად ბრძანდებოდეთ, თქვენ ცდებით, მწვალებლობაში ხართ ჩავარდნილი. მხსნელი და გადამრჩენელი მხოლოდ უფალი იესო ქრისტეა, მასზე დიდი მოძღვარი და მასწავლებელი არასდროს გვყოლია და ვერც გვეყოლება. წმიდა გარდამოცემაზე დიდი განმარტება არ არსებობს. ნებისმიერი მამის მოღვაწეობა უნდა შეადაროთ წმიდა მამების სწავლებას და თქვენ კი არა, თქვენი შვილებიც დაცულები იქნებით იმ კალაპოტში, რომელიც საუკუნეებია მიდის ღმერთისკენ. საქართველო პირველივე საუკუნეებიდან ჩადგა ამ კალაპოტში და როგორც წმიდა მამები გვასწავლიან: არც მარჯვნივ მიდრეკილა და არც მარცხნივ. თუმცა, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იბრალებს მართლმადიდებლობას, მაგრამ მათი ცხოვრების წესი არ არის მართლმადიდებელი. მთავარი ის კი არ არის, იძახო, მართლმადიდებელი ვარო, მთავარი შენი ცხოვრების წესია: თუ მუდმივად სინანულში ხარ, არა მხოლოდ მარხვაში, არამედ მარხვის დასრულების შემდეგაც. აღსარების თქმის შემდეგ იგივე ცოდვის ჩადენას სიკვდილი უნდა გერჩივნოს. არც შენი ჩამოწერილი ცოდვები სჭირდება ვინმეს, რადგან გადიხარ ეკლესიიდან და ისევ იგივე ცოდვას სჩადიხარ. თავმდაბალი თუ ხარ, გიყვარს შენი მოყვასი, სხვა ეროვნების ადამიანი – აი, ეს არის მართლმადიდებლობა. თუ შენში არაფერი შეიცვალა შობის, ნათლისღების, აღდგომის, მარხვის შემდეგ და ისევ ისეთი რჩები, როგორი მართლმადიდებელი იქნები? – არანიარი კურნება არ აღესრულება შენში. შობის შემდგომი პერიოდია და ჩვენში იგივე ჩვევები მოქმედებს, რაც შობამდე იყო.
–  როგორ უნდა გადაეჩვიოს ადამიანი ამ ჩვევებს?
– ისააკ ასური გვასწავლის: „ვნებები ბოროტი ჩვევებია“. ანუ, ჩვენი ჩვევები ძირითადად, ჩვენი ვნებებია: არ შემიძლია არ დავიწყევლო, არ შემიძლია არ განვიკითხო და ასე შემდეგ. „ხოლო სათნოებანი კეთილი ჩვევებია. გეშინოდეს ბოროტი ჩვევების მეტად, ვიდრე ეშმაკების“. წმიდა მამები ამბობენ: ყველაზე მძიმე ცოდვა არის ის, რომელიც ყოველგვარი ზეგავლენის გარეშე აღესრულება. ანუ, უკვე ისე ხარ მათ ჩადენას მიჩვეული, რომ არანაირი ზეგავლენა აღარ გჭირდება – არც ეშმაკის, არც საზოგადოების. ავტომატურად სჩადიხარ ცოდვას და თავიდან ბოლომდე ხარ ვნებებში, ცოდვებში ჩაფლული. ამიტომ, უნდა გადავეჩვიოთ ამ ცუდ ჩვევებს საკუთარ თავზე მუშაობით, სახარების კითხვით, მარხვით, სინანულით. ადამიანში ყველა ვნება ვითარდება მათდამი მოდუნების გამო: რა ვქნა, არ შემიძლია, რომ არ მოვწიო; რა ვქნა, ამას ვაკეთებ და ასე შემდეგ. ჩვევა ვნებების სახით მაშინ ვითარდება, როცა მოდუნებული ხარ. ვიღაცეებმა ისიც მოიგონეს: მარხვაში რაღაც რომ მოგინდება, თავის შეკავება უფრო ცოდვაა, ვიდრე ის, რომ ჭამოო – ეს როგორ შეიძლება სწორი იყოს. მოდუნების გახშირება მიდრეკილებას ჩვევად აქცევს. ჩვევა კი ვნებას ადამიანის მოძალადე მმართველად ხდის. ანუ, შენ კი აღარ ხარ საკუთარი თავის მმართველი, არამედ ვნებები, რომელიც მმართველად გექცა. ამიტომ, უნდა მოვიშოროთ ეს ჩვევები. ის, რაც იოანეს გამოცხადებაში წერია, ამ ყველაფერს  მარტივად მიიღებენ თანამედროვე ადამიანები, ისე დაგვაჩვევენ, ვინმე კი არ დაგვაძალებს. თანდათანობით მოხდება ყველაფერი, თან, ქრისტეს სახელით. ბევრი სასულიერო პირი გვირჩევს: ეს პროგრესია, ყველაფერი მართმადიდებლურია და ჩვენც მივიღებთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ჩვევას გადაჩვევა სჭირდება. უნდა დავინახოთ ჩვენი სუსტი მხარეები, არ უნდა მოვდუნდეთ და ვებრძოლოთ ჩვენს მავნე ჩვევებს.

скачать dle 11.3