კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

პატრიარქს ანგელოზები გამოეცხადნენ
კონსტანტინეპოლის პატრიარქი კირილე მეხუთე (1748-1757) თურქებმა და ზოგიერთმა თავნება მღვდელმთავარმა შეავიწროვეს. მან საპატრიარქო ტახტი დატოვა და 1757 წელს ათონის წმიდა მთისკენ გაემართა, სადაც უბრალო სახით წმიდა ანას სკიტის წმიდა მოციქულთა კალივში მოღვაწეობდა.
ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, პატრიარქი სხვა ბერებთან ერთად, დაუცხრომელი მოთმინებით ამუშავებდა მიწის ნაკვეთს, სადაც ზეთისხილის ხეები იყო დარგული. ზეთისხილის ბაღი ზღვის ნაპირას მდებარეობდა და მოსაგრეს ყოველდღიურად დიდი მანძილის გავლა უხდებოდა, თან მძიმე თოხი და ფოცხი მიჰქონდა. სკიტის მამებს შეებრალათ ბერი და სახედარი მისცეს, რითაც მისი შრომა მნიშვნელოვნად შეამსუბუქეს.
ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, სამუშაოს დამთავრების შემდეგ პატრიარქი თავისი სახედრით კალივში ბრუნდებოდა. უეცრად გზის ყველაზე ძნელ მონაკვეთზე მან ნათლით მოსილი ორი ახალგაზრდა დაინახა, რომლებიც ვიწრო ბილიკზე ამავალ ბერებს ოფლს სწმენდნენ. როდესაც ბერი მათ მიუახლოვდა, ახალგაზრდებმა მის სახედარს მოსწმინდეს ოფლი. ბერს ეწყინა. „საოცარია, – გაიფიქრა მან, – ცხოველს მოსწმინდეს ოფლი, მე კი არა. ნუთუ მე მასზე უარესი ვარ?“ ასკეტმა ვერც კი მოასწრო ამის გაფიქრება, რომ ნათლით შემოსილებმა უპასუხეს:
– ჩვენ იმიტომ არ მოგწმინდეთ სახე, რომ შენ კი არ დაღლილხარ, არამედ შენი სახედარი.
ამის შემდეგ პატრიარქმა უარი თქვა ცხოველის სამსახურზე. იმისთვის, რომ ღირსეულად მიეღო ჯილდო თავისი შრომისთვის, მან სხვა მამებივით თვითონ დაიწყო თოხის ტარება. პატრიარქი კირილე 1775 წელს გარდაიცვალა ისე, რომ თავისი აღსასრულის დღე იწინასწარმეტყველა. სიცოცხლის უკანასკნელ დღეს სიხარულით გაბრწყინებული ბერი წმიდანებისა და ანგელოზების ხილვის ღირსი გახდა.

скачать dle 11.3