კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ქონება აქვს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილს და რა პოზიციაზე მუშაობს მისი მეუღლე „ლუკოილ ჯორჯიაში“

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი 1972 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო, რომლის იურიდიულ ფაკულტეტზე 1989-1995 წლებში სწავლობდა. მისი პროფესიული გამოცდილება 1992 წელს დაწყებულა სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ოპერატიულ სამსახურში და იქ 2000 წლამდე დაყოვნებულა სხვადასხვა თანამდებობაზე. 2000-2003 წლამდე შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონში უმსახურია სხვადასხვა თანამდებობაზე. შემდეგ ფინანსთა სამინისტროში გადაინაცვლა, საგადასახადო დეპარტამენტში – ოპერატიულ თანამშრომლად; 2005 წელს ფინანურ პოლიციაში დაუწყია მუშაობა გამომძიებლად. 2007 წელს დაწინაურებულა და ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე გამხდარა. 2008-2009 წლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსი იყო; 2009 წლის დეკემბრიდან 2013 წლის თებერვლამდე – სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსი. 2013 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ იმუშავა; 2013 წლის დეკემბერში კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა, ხოლო 2015 წლის დეკემბრიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის სავარძელი დაიკავა.
ბ-ნი ბარნაბიშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2013 წლით თარიღდება, რომელიც მან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე – 1981 წელს დაბადებული ეთერ სადაღაშვილი და ორი შვილი: 2006 წელს დაბადებული ვაჟიშვილი და 2002 წელს დაბადებული ქალიშვილი. იმხანად ოჯახის უძრავი ქონება ბ-ნი ბარნაბიშვილის საკუთრება იყო. კერძოდ: სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში მიწის ნაკვეთი (3 788 კვ. მ.) და საცხოვრებელი სახლი (170 კვ. მ.), ასევე, ავტოფარეხი თბილისში, ვარკეთილში (30 კვ. მ.). დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფულიც მხოლოდ მას ჰქონდა – 12 000 აშშ დოლარი. რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში ბ-ნმა ბარნაბიშვილმა, როგორც საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსმა, 63 539 ლარი აიღო.
2014 წელსაც იმავე პოზიციიდან შეავსო დეკლარაცია. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა და უძრავი ქონების ოდენობა. თუმცა ბ-ნი ბარნაბიშვილის მეუღლეს ჰყავს 2005 წლის „ლექსუსი“. ხოლო დეკლარაციის მომენტში ბ-ნ ბარნაბიშვილს ჰქონდა 10 000 აშშ დოლარი. რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში ლერი ბარნაბიშვილმა, როგორც საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, 30 070 ლარი აიღო; როგორც საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, 49 859 ლარი; როგორც საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, 13 800 ლარი.
2014 წელს ბ-ნი ბარნაბიშვილის მეუღლემ შეიძინა საცხოვრებელი ბინა 143 162 აშშ დოლარად (სამშენებლო კომპანიისგან), თუმცა იმ წელს არანაირი ხარჯი არ გაუწევია, ბ-ნმა ბარნაბიშვილმა კი „პროგრესბანკიდან“ 50 000 აშშ დოლარის ოდენობის ათწლიანი სესხი აიღო. იმ წელს მას სხვა შემოსავალიც ჰქონდა – ავტომანქანის გასხვისებით 8 000 აშშ დოლარი მიიღო.
ბოლო დეკლარაცია ბ-ნმა ბარნაბიშვილმა 2015 წელს შეავსო, როგორც უკვე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა და უძრავ-მოძრავი ქონების ოდენობა. ნაღდ ფულადაც, დეკლარაციის შევსების მომენტში, 10 000 აშშ დოლარი ჰქონდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში, ბ-ნმა ბარნაბიშვილმა, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, 107 886 ლარი აიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც „ლუკოილ ჯორჯიას“ მენეჯერმა, 10 790 ლარი. რაც შეეხება გასავლებს: ბ-ნი ბარნაბიშვილის მეუღლეს ბინათმშენებლობის მომსახურება 49 000 აშშ დოლარი დაუჯდა, ხოლო თავად ბ-ნ ბარნაბიშვილს 2014-ში აღებული სესხის მომსახურება – 1 290 აშშ დოლარი.

скачать dle 11.3