კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ღირს ზრდილობა?

ანუ „თქვენ, მსუბუქად დებილებო“!

 რაკი ხალხის რჩეული ბ-ნი თოფაძე კარგა ხანია, შემჩნეულია თანამდებობისთვის შეუფერებელ სიტყვა-პასუხში, თავი გასულ კვირასაც გამოიჩინა. სახელდობრ, პარლამენტის სასესიო დარბაზში პრეზიდენტს მიმართა და ამ მიმართვაში ტერმინი „დაუნიც“ გამოიყენა და „დებილიც“ (კერძოდ, ბ-ნ მარგველაშვილს შეახსენა, რად უწოდე ქართველ ერს ერთიცა და მეორეცო, თუმცა ამ უკანასკნელმა მხოლოდ მეორე გვიწოდა).
იმ მარტივი მიზეზით, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ჩვენი საზოგადოების წევრები არიან, სავსებით ბუნებრივია, რომ არა მხოლოდ მათ და მათმა მშობლებმა, მთლიანად საზოგადოებამ პარლამენტარის მიერ სიტყვა „დაუნის“ ხმარებამ პროტესტი გამოიწვია (სავსებით სამართლიანი მოტივით: დაუმსახურებელი შეურაცხყოფა).
შესაბამისად, ერთი მხრივ, ბ-ნ თოფაძეს ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, მეორე მხრივ კი, პეტიციაც შეადგინეს, მოთხოვნით, რომ მას პარლამენტიც დაატოვებინონ.
საზოგადოების აქტივობა ფრიად საშურია, ვინაიდან ჩვენს მეტყველებაში (მათ შორის, საჯაროშიც) უხამსობა-შეურაცხყოფა საყველპუროდ იქცა. ოღონდ, მეორე მხრივ, მათ შორის, რომელნიც ბ-ნ თოფაძეს მეტყველებას უწუნებდნენ (მართლაც დასაწუნს), პათოსით: ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობაო, იყვნენ ისეთებიც, რომელთა ლექსიკა ეთიკის ნორმებისგან ასევე შორს იდგა და დგას.
თავის მხრივ, ხსენებულმა თოფაძემ ხსენებულ მარგველაშვილს 2001 წელს დაწერილი შეახსენა, სადაც აწ პრეზიდენტი და მაშინ ოდენ ფილოსოფოსი ამ ჩვენს ერზე უბნობდა: „დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია – გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით… აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა.“
საზოგადოების ლიბერალურმა ფრთამ ეს შეფასება გამოხატვის თავისუფლებად შეაფასა (რაც ბადებს ეჭვს, რომ მათ სრულიად თავისუფლად შეგვიძლია, მივმართოთ: თქვენ, მსუბუქად დებილებოო, თუმცა, რატომ მხოლოდ მსუბუქად? მძიმეც შეიძლება და საშუალოც?!). ხოლო, რაკი დიაგნოზდასმულებს „დებილობა“ არ გაუპროტესტებიათ,  უნდა ვივარაუდოთ, რომ, ჯერ ერთი, დიაგნოზს ეთანხმებიან და, მეორეც, ერის შეურაცხყოფა არ ითვლება?! –

скачать dle 11.3