კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მჯობნის მჯობნი

ანუ თქვენი ხათრი მაქვს, მაგრამ, არაო

 თუმცა თვით „ნატოსა“ და ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიდი მოლოდინი გვქონდა, რომ „ექვს ერში“ მაინც მიგვიღებდნენ (ჩვენ რა – ჩვენს მორაგბეებს),  მაგრამ ამ უკანასკნელის თავკაცმა ჯონ ფიანმა ცივი წყალი გადაგვასხა: ტურნირის კარი სხვა ქვეყნებისთვის არ გაიხსნებაო!
კერძოდ, მათ, „ექვს ერელებმა“ ბრძანეს შემდეგი: „ექვსი ერის“ ტურნირი დახურული შეჯიბრებაა და მის ფორმატს არ შევცვლით. ჩვენი მისია არ არის სხვა ქვეყნებში რაგბის განვითარება, ჩვენ წარმატებული შეჯიბრების ჩატარებას ვისახავთ მიზნად. „ექვსი ერის“ მონაწილე გუნდების დონე სხვა გუნდებისას აღემატება და ეს ასე დარჩება”.
ჩვენ გარდა, ამ ამბავს რუმინელებიც ელოდნენ, თუმცა კარი ორივეს ცხვირწინ მოგვიხურეს, ოღონდ, მთლად იმედგადაწურულებიც არ დავუტოვებივართ: „თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს არასდროს მოხდება.“
ერთხელაც მზეც კი ჩაქრება ამ ცოდვილ გალაქტიკაში, მაგრამ, თუ გავიხსენებთ – „ექვსი ერის“ მონაწილე გუნდების დონე სხვა გუნდებისას აღემატება და ეს ასე დარჩება” – აშკარაა, რუსთაველს უნდა მივეძალოთ, შიში შეიქმს სიყვარულსაო (იმას გარდა, რომ მჯობნის მჯობნი არ დაილევა), მით უფრო, რომ რაგბიში საქმე გაცილებით მარტივადაა: ბოლოს და ბოლოს, იმ მოედანზე თანაბარი რაოდენობით გამოვდივართ. –

скачать dle 11.3