კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაღი დაასვა დათო ფორჩხიძეს „ვოისში” მუშაობამ და რატომ არ იცოდა მან, რომ სიმღერის მოპარვა შეიძლება

მომღერალმა დათო ფორჩხიძემ, ჯგუფ „სახის“  შემდეგ, მუსიკალური კონკურსის – „ვოისის“ სამგზის ჩემპიონობით დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. ამჟამად ის თავის ბენდთან ერთად „იმედზე,“ „ილო ბეროშვილის შოუში“ უკრავს; აქვს  სტუდია დათო ხუჯაძესთან ერთად, სადაც ბავშვები ვოკალში იღებენ განათლებას. როგორც დათო ამბობს, შოუ-ბიზნესის აყვავებას აპირებს საქართველოში, რასთან დაკავშირებითაც უკვე სერიოზული გეგმები აქვს.

 დათო ფორჩხიძე: სულ ვაპირებ შოუ-ბიზნესის აყვავებას სიმღერების დაწერით. ძველი ყველაფერი მომბეზრდა.  სიახლე მინდა გავაკეთო, რისთვისაც ძალიან სერიოზულად ვემზადები, რომ შევქმნა ახალი სიმღერები,  რომლებიც იქნება აქტუალური, თანამედროვე  და იქნება ქართულ ენაზე. თუ მოვახერხებთ იმას, რომ მსმენელი ამისკენ მოვაბრუნოთ, რატომღაც, მგონია, რომ ეს იქნება უნიკალური შემთხვევა.
– არის დღეს მოთხოვნა, რომ ახალი ქართული სიმღერები გაკეთდეს? გაამართლებს ეს მიდგომა?
– რაღაცას რომ გააკეთებ და არ გაიყიდება, მაშინ შეიძლება თქვა, რომ მოთხოვნა არ არისო. აი, მე, მაგალითად, კარგი ბენდი და მომღერლები მყავს. ჩავატარეთ კონცერტი და პირველი 45 წუთი ვასრულებდით ცნობილი უცხოური სიმღერების ქავერებს, რაც მაღალ დონეზე გვაქვს გაკეთებულ-გარჩეული. საერთოდ არ აგვყვა მსმენელი, რომელთა უდიდესი ნაწილი იყო  პატარა ასაკის. მომდევნო 45 წუთი  მთლიანად „სახის“ რეპერტუარს დავუთმეთ და ყველა ამღერდა და აცეკვდა. ერთი მომენტია, რა: სიმღერა კარგი უნდა დაწერო და გააპიარო. ამას წინათ ვიყავი კრის ბოტის კონცერტზე. არ წავედი დიდი ენთუზიაზმით – ასე თუ ისე, ვიცი ეს ადამიანი.  იმ მუსიკოსებმა, რომლებიც იქ უკანა ფონზე უკრავენ, ისეთი დონე აჩვენეს, რომ წამოვედი, ვფიქრობდი: იმათაც მუსიკოსები ჰქვიათ და მეც-მეთქი?! კრის ბოტის ადგილას, ცოტა შემრცხვებოდა. ვირტუოზები უკრავდნენ. მე რომ გამეგო, პრობლემა არ იყო, მუსიკოსი ვარ, მაგრამ, დამსწრე საზოგადოებასაც ისე მიაწოდეს, რომ ყველამ გაიგო და აღფრთოვანებული დარჩნენ. ამიტომ, თუ მსმენელს მაღალ დონეს შესთავაზებ, ქართველი მსმენელიც გაიგებს, მაგრამ, კარგის შეთავაზებაა რთული, უდიდეს შრომას მოითხოვს. ახლა ჩემი შექმნილი რამდენიმე გიგანტი დამყურებს და მეუბნება: „დამთავრდა, დათო ფორჩხიძე, უკეთესს ვერ შექმნი“, მაგრამ მე აუცილებლად უნდა მოვერიო, თორემ, გამოვა, რომ ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი მხოლოდ „ვოისით“ შემოიფარგლა.
– კიდევ  იქნებოდით თუ არა „ვოისის“ ჟიურის წევრი?
– არ ვიყავი და, ესე იგი, არ ვიქნებოდი. მე მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ, „ვოისი“’ გავლილი ეტაპია. განა შრომა, ის ემოციები და განცდები მეზარება, რაც მას ახლავს, მაგრამ, რაღა გავაკეთო? მუღამი, რომ ამდენჯერ მოვიგე, ძალიან სასაცილო თემაა. ამან იმუშავა ის სამი სეზონი და აწი აღარ იმუშავებს. მე, მაგალითად, ძალიან მომბეზრდებოდა ვიღაც ფორჩხიძე, რომელიც ზედიზედ  იგებს. მე იმიტომ მოვიგე, რომ  ვშრომობდი, ვმუშაობდი და სურვილი მქონდა და; რომ თავის დროზე „სახე“ იყო ძალიან მაგარი. მახსოვს ჩემს პირველ კონცერტზე ჩემს მეგობარს ბილეთი რომ მივეცი, მერე მიამბო: „რომ მივედი, ჩემს ადგილზე ვიღაც ფეხმძიმე გოგო იჯდა. ვანახე ბილეთი და ვუთხარი, რომ ეს ჩემი ადგილია, მაგრამ, ფეხმძიმე ქალი ხარ და არ აგაყენებ-მეთქი. იქვე სამი კაცი შემომიტრიალდა და მითხრა – ეს ჩვენ უკვე არ ავაყენეთ, ჩვენც ამ ადგილის  ბილეთი გვაქვსო.” ოთხ-ოთხი ბილეთი იყო ერთ ადგილზე. „სახეს“ რომ ვუსმენ, ყველაზე თანამედროვედ ისმინება. იმ ჩემს სიმღერებს დღეს პატარა ბავშვებიც მღერიან. ის, რომ წითელ სავარძელზე ზიხარ, ძალიან მაგარია, მაგრამ, მე ხომ გადავხედე ახლა – მაშინ, როცა პატარა ბიჭი ვიყავი,  ოცი-ოცდაათი ათასი კაცი მღეროდა ჩემს სიმღერებს, და სამჯერ ზედიზედ მოვიგე „ვოისი“. იმდენად მსუბუქია ამ მოგებების წონა „სახესთან“ შედარებით, რომ, ერთ მხარეს გრამი დევს და, მეორე მხარეს – ტონა. მე როცა წავალ ამქვეყნიდან ჩემი სიმღერებით გამიხსენებენ და არა ამ „ვოისის“ გამარჯვებებით.
– „ვოისის“ მერე საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის „შალვა რამიშვილის შოუში“ მუშაობა?
– ძალიან კარგი შოუა. „ვოისში,“ შეიძლება, ინდივიდუალურად, პირადად უფრო გამოვჩნდი – ამდენი ჩემპიონობა, ამდენი გამარჯვებები... მაგრამ, იმ მუსიკამ, რომელიც იქ იყო, შეიძლება ითქვას, დაღი დამასვა. რასაც იქ მღეროდნენ, მე ის მუსიკა არ მიყვარს. ვოკალურ მუსიკაში ვიყავი გადავარდნილი, თანამედროვე მუსიკას, რომელშიც ვოკალი ნაკლებ მნიშვნელოვანია და  რომელიც მე მიყვარს, ვერ ვაკეთებდი და, აი, ამან დამღალა. ბევრს აქვს წარმოდგენა, რომ, იმ შოუში, რომელშიც ახლა ვარ, დაბალი დონის მუსიკა კეთდება, თუმცა მე ასე არ მიმაჩნია. როდესაც პროფესიონალი მომღერლები მოდიან ჩვენთან და ასრულებენ, ისინიც აღნიშნავენ, რომ ჩვენ ტექნიკურად ისე ვართ გამართული და ისეთ პირობებს ვუქმნით, როგორიც უფრო მაღალბიუჯეტიან შოუებშიც არ არის. ჩვენთან გაცილებით კარგად მღერიან, ვიდრე სხვა შოუებში, ისეთ პირობებს ვუქმნით.  მე სულ ვამბობ, რომ ორი ყველაზე მაგარი მუსიკოსი პროდიუსერი ვიცი, ვინც შეიძლება დავასახელო: ლეგენდარული რობერტ ბარძიმაშვილი და შალვა რამიშვილი.  შალვა არის ყველაზე მაგარი, „ჰაი-კლასის“ მუსიკოს-შემფასებელი. ის  ძალიან თანამედროვე და გემოვნებიან სიმღერებს უსმენს დღემდე, ჩემზე გაცილებით ადრე იგებს ყველა სიახლეს და მერე განვიხილავ.
– ბავშვებთან მუშაობთ. როგორი თაობა მოდის მუსიკის თვალსაზრისით?
– ჩვენ მეორე წელია, სტუდიაში ვმუშაობთ, ჩავატარეთ კონცერტები, ბავშვები კარგად მღერიან და, მერე აღმოვაჩინეთ ასეთი რაღაც, რომ, გვგონია, გვყავს ბავშვები, რომლებსაც ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გაუშვებდი ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ კონკურსზე, მაგრამ,  იმ ქვეყნების საუკეთესო ბავშვების გვერდით რომ დააყენო, ვეღარ მღერიან.  მერე შევიმუშავეთ გეგმა, რომ ამათ ქართული სიმღერები უნდა ვასწავლოთ, რადგან ინგლისური თავისი ჟღერადობით მოაქვთ,  ბგერა ეკარგებათ და საერთოდ ვერ აკეთებენ ტრანსფორმაციას ქართულ ენაზე. მახსოვს, სალომე ქათამაძეც კი, რომელიც იყო მწვერვალი, ყველაზე დიდი იმპროვიზატორი, ვინც კი მინახავს და მაგაზე მაგარი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ გვეყოლება, მაგასაც კი, სულ ვეუბნებოდი: „აქედან ის წამოიღე, იქიდან ეს წამოიღე, ექსპერიმენტები ატარე“. ეს ბავშვები „კოპირებები” ხდებიან. იგივე ხდება საქართველოში საავტორო მუსიკის შემსრულებლებთან დაკავშირებით – ცუდი მოღერლები არიან. ავტორები, რომლებიც თავიანთ მუსიკას ქმნიან და ასრულებენ, 80 პროცენტი მღერის ცუდად. ვინც კარგად მღერის, ეძებს მოტივაციას, გზას, რომ წავიდეს რაღაც კონკურსზე და ბინა მოიგოს. იმეორებენ უცხოურ თანამედროვე ჰიტებს და იგებს ერთი.
– თქვენი შვილები მუსიკალურები არიან?
– სამი შვილი მყავს – ორი გოგო და ერთი ბიჭი. კარგად მღერიან, ჩემთან დადიან სტუდიაში. უფროსი გოგო, ნანუკა, რომელიც 14 წლისაა, ბარსელონა-სევილიის თამაშზე  მღეროდა. შვილებთან ძალიან ვმეგობრობ. უფროსთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს და, იმედია, ჩემს სახელს არასდროს შეარცხვენს. ჩემი შვილი უფრო მაგარი უნდა გამოვიდეს, მას მამა ჰყავს მრჩეველი. უმცროსი ბიჭი ჯერ 5 წლისაა და ვერ ვძმაკაცობთ. ჩემი თაობის მშობლებს სულ ვეუბნები, რომ მეტი დრო გაატარონ შვილებთან; რომ ადრინდელი მკაცრი მიდგომები უკვე არ გაჭრის. იმხელა ინფორმაცია აქვთ ახლანდელ ბავშვებს, ყველაფერი იციან, ბოლობოლო, ადგებიან და გიჩივლებენ. მახსოვს, ერთხელ, სიმღერა დავწერე სიყვარულზე, მაშინ 14-15 წლისა ვიქნებოდი. ჩემი მეზობელი იყო სერგო დალაქიშვილი, მუსიკოსი და, მას რომ მოვასმენინე, მითხრა, ეს სიმღერა საიდან მოიპარეო. რა მოვიპარე-მეთქი – შოკში ჩავვარდი, ისიც კი ვერ წარმომედგინა, რომ მუსიკის მოპარვა შესაძლებელი იყო. ჩემი მეუღლე ძალიან მიდგას გვერდით. „ვოისში“ ისე მგულშემატკივრობდა, ჩემთან ერთად განიცდიდა და უხაროდა. სტუდიაში მუშაობს ჩემთან. სიყვარულიც ამას მოაქვს, რომ საერთო ინტერესები გვაქვს, საერთო რაღაცეები, როცა ხვდები, რომ ამ ნივთს ვეღარ გაიყოფთ – აღარც შენ გამოგადგება ის ნახევარი და აღარც მას; ჩვენს შვილს ჩვენთან რომ უნდა ეძინოს და არა მასთან

скачать dle 11.3