კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა გიორგი ცაავა ბერა ივანიშვილის რჩეული და როგორ აისრულა მან ოცნება რენი ჰარლინის დახმარებით

„ტიფლისი“ და „ქერჩი“ ბოლო დროის ორი ყველაზე რეიტინგული ისტორიული სერიალია, რომლებმაც ყველა თაობის მაყურებელი მიაჯაჭვა ეკრანებს და ისინი  ხშირად პრეტენზიასაც კი გამოთქვამენ იმის გამო, რომ საყვარელი სერიალების ყურება კვირაში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ორივე სერიალში ერთ-ერთი წამყვანი გმირის როლს მსახიობი გიორგი ცაავა ასრულებს.

 გიორგი ცაავა: თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ თეატრალურში ჩამებარებინა და დავამთავრე კიდეც ხელოვნების ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი; ოჯახს კი უნდოდა, „გეპეიში“ მესწავლა და ინჟინერი გამოვსულიყავი, რაც მამაჩემის პროფესიაა (იცინის). საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ათი წელი ვიმუშავე ენერგეტიკაში და, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მეორე პროფესიაც მაქვს.
– თქვენი პირველი როლი რა იყო?
– პირველი როლი მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე შევასრულე ზღაპარში „კომბლე“. რაც შეეხება კინოროლებს, მათ შორის ყველაზე სახასიათო იყო „მანდარინებში“ შესრულებული ეპიზოდური როლი. მიუხედავად ეპიზოდურობისა, მას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მნიშვნელოვანი იყო „რენე მიდის ჰოლივუდში“ განსახიერებული ჩეკისტი და, არ შემიძლია, არ აღვნიშნო „აგვისტოს 5 დღე“. ამ ფილმის გადასაღებად ჰოლივუდი ჩამოდიოდა, რეჟისორი კი რენი ჰარლინი იყო, რაც, ალბათ, ყველა მსახიობის ოცნებაა. მე მაიორის როლს ვასრულებდი, პოლკოვნიკი კი ენტონი ჰოპკინსს უნდა განესახიერებინა, რამაც შოკში ჩამაგდო, ისე გამიხარდა. საბოლოოდ, ჰოპკინსმა უარი თქვა, რადგან ეს პროპაგანდისტული ფილმი იყო, მაგრამ ეს ფილმი მაინც ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი „ტიფლისია“.
– როგორ ფიქრობთ, რა არის ამ სერიალის ასეთი წარმატების მიზეზი?
– ალბათ, თვითონ ისტორია, ძველი თბილისი და ყარაჩოღელის თემა; სიმართლე, კაცობა და ქართველობა. ადამიანები ბავშვობიდან სხვადასხვა კლასიკაზე ვიზრდებით. დათა თუთაშხია ის ფილმი იყო, რომელსაც მე ბავშვობიდან ვუყურებდი და ალბათ, მისი მიბაძვით ყველა ბიჭი ომობანას და ყაჩაღობანას ვთამაშობდით. ამიტომაცაა, რომ „ტიფლისი“ ყველას მოსწონს. ბედნიერი ვარ, რომ მასში მონაწილეობის საშუალება მომეცა. ახლა მეორე სეზონის ფინალურ ეტაპს ვიღებთ.
– მეორე სერიალი, რომელშიც მონაწილეობას იღებთ, „ქერჩია“, მანაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
– „ქერჩის“ გადაღებები არანორმალურ გარემოში მიმდინარეობდა: ზაფხულის გადაღებების დროს 45 გრადუსში გვიწევდა თამაში თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. გაუსაძლის პირობებში ვიყავით. საშინელ მზეში ზამთრის სამოსი გვეცვა და მოძრაობა აუტანელი იყო. სიცხისგან ხალხი ცუდად ხდებოდა. თუმცა, ამ ყველაფერს გადაღებისას ნაკლებად, უფრო მერე ვგრძნობდით. სახლში მისვლისას კრუნჩხვებში ვვარდებოდით, რადგან დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით წყალი არ გვქონდა დალეული. ზამთარში მეორე უკიდურესობა იყო  – საშინელ ყინვებში გომბორში გვიწევდა მუშაობა, რომელიც, მგონი, ყველაზე ცივი წერტილია საქართველოში. ხშირად მცირე ტრავმებსაც ვღებულობდით, მაგრამ იმდენად ჩართულები ვიყავით საქმეში, რომ მართლა ვერაფერს ვგრძნობდით და ყველანი მთელი დატვირთვით ვმუშაობდით, რადგან ამისთვის ძალიან ნატურალური გარემო გვქონდა. თვითონ თემატიკა – 1942 წელი და ომი, რომელზეც ბაბუებისგანაც გვსმენია, ბევრი წაგვიკითხავს და ბევრიც გვიყურებია, – თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ახლოა. ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა გვქონდა.
– ამ ბრძოლაში ბევრ ჩვენგანს ჰყავს ოჯახის წევრი დაკარგული. როგორც ვიცი, თქვენი ოჯახიც დაკავშირებულია ამ ისტორიასთან.
– ჩემი დიდი ბაბუა იბრძოდა ქერჩში. ის საქართველოში დაბრუნდა და დიდხანს იცოცხლა. პირადად  მე მისი მონაყოლი არ მახსოვს, მაგრამ სხვისი ნაამბობიდან ვიცი მისი ისტორიები. გადაღებების დაწყებამდე ამ ბრძოლის შესახებ ძალიან დიდი ინფორმაცია მივიღეთ, ბევრ მასალას გადავხედეთ და შევისწავლეთ. შევხვდით ომის ვეტერანებს, რომლებმაც უამრავი ისტორია გვიამბეს და ისინი ფილმშია გამოყენებული.
– ფილმში ძალიან მკაცრი და, ამასთანავე, ძალიან მზრუნველი ხართ. ჰგავხართ თქვენს გმირს?
– ნამდვილად მზრუნველი ტიპია, მაგრამ მკაცრი. მკაცრი იმდენად, რამდენადაც საჭიროა. ომია, ქართველი ახალგაზრდა ბიჭები არაფრის აზრზე არ არიან და ჩემი პერსონაჟი უფრთხილდება მათ, რადგან მას უკვე აქვს ბრძოლის გამოცდილება. შესაბამისად, იცის, რა არის ახალგაზრდა ბიჭების სიკვდილი და აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უფრთხილდება მათ სიცოცხლეს. ეს ყველაფერი ძალიან ემოციურია. ბევრგან ჟრუანტელი გივლის და თვალზე ცრემლი გადგება. რაც შეეხება მსგავსებას, ეს ჩვენ შორის ნამდვილად არის. ცხოვრებაშიც, ალბათ, მზრუნველი ვარ. მიყვარს ჩემი მეგობრები, ოჯახი და მათ წინაშე დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. არ ვიცი, როგორ, მაგრამ, ღვთის წყალობით, ამ ყველაფერს ვართმევ თავს. ვცდილობ, სწორად ვიცხოვრო. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მკაცრი ვარ. მყავს ორი შვილი და მაქსიმალურად ვცდილობ, მეგობრულად გავზარდო. ამას ხედავენ და აფასებენ, ამიტომ მათთან სიმკაცრის გამოჩენა არ მჭირდება. შვილებისთვის ხმამაღალი სიტყვაც კი არასდროს მითქვამს, ხელის აწევაზე საუბარიც კი არ მაქვს.
– რამხელა შვილები გყავთ?
– უფროსი, ნიკოლოზი, 19 წლისაა და თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კურსზე სწავლობს ანიმაციის რეჟისორობას. ალექსანდრე 11 წლისაა. ჯერ პატარაა, მეექვსე კლასში სწავლობს და ცურვაზე დადის. ის უფრო მსახიობია, ვიდრე ნიკოლოზი, უკვე რამდენიმე ფილმშიც აქვს მონაწილეობა მიღებული.  
– „ქერჩის“ პროდიუსერი ბერაა, აქტიურად არის ჩართული გადაღებებში?
– ბერა ყველა ასპექტში ჩართულია და ყველაფრის საქმის კურსშია. მასთან ძალიან ხშირი კონტაქტი გვაქვს. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ივანიშვილების ოჯახისათვის, რადგან, უამრავ ადამიანს მისცეს საშუალება, საკუთარი საქმე აკეთონ.
– ბუნებრივია, ძალიან გაგიხარდებოდათ, როცა ბერამ თავის რჩეულად დაგასახელათ.
– რა თქმა უნდა, გამიხარდა, რადგან ბერა ჩემი უშუალო ხელმძღვანელია, ხელოვანია და მის აზრს დიდ პატივს ვცემ; ასევე, ძალიან ვაფასებ, როგორც ადამიანს. ბერა უაღრესად თავმდაბალია და, მინდა, მას ყველაფრისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.
– საქმიანი ურთიერთობის გარდა, მეგობრობაც თუ გაკავშირებთ?
– რა თქმა უნდა, მეგობრები ვართ, ერთმანეთს ხშირად ვხვდებით და სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობთ, იქნება ეს კინო, მუსიკა თუ სხვა. უკვე ოთხი წელია, ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში ბევრ პროექტზე ვიმუშავეთ ერთად.
– მუსიკა თქვენი ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ბოლო ხანებში ამისთვის დრო თუ გრჩებათ?
– მუსიკალური განათლება არ მიმიღია, თუმცა პიანინოზე, დრამზე და გიტარაზე ვუკრავ და სიმღერაც მიყვარს. მსიამოვნებს, როცა ბენდთან ერთად დაკვრის დრო და საშუალება მეძლევა. ბოლო სამი წელია, „რეგიონთან“ ერთად „არტგენზე” გამოვდივარ. დრო თუ მაქვს, ვწერ კიდეც, თუმცა, ბოლო პერიოდში, მოუცლელობის გამო, ოჯახის წევრების ნახვას ვერ ვახერხებდი და უზომოდ მენატრებოდნენ. მაგრამ, ჩემი მეუღლეც ხელოვანია და ესმის, რომ მსახიობის ცოლობა რთულია. უფალს მადლობას ვუხდი, რომ კატოსნაირი ადამიანი შემახვედრა. ის რომ არა, დღეს, შეიძლება, სულ სხვანაირი ვყოფილიყავი... მოკლედ, ასეთ დროს მუსიკისთვის ნაკლები დრო მრჩება.

скачать dle 11.3