კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მუქარისა და ძალადობის გადატანა მოუხდათ დავით ოქიტაშვილსა და მის 13 წლის ქალიშვილს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ და რას აკეთებდა ზურაბ ჟვანია ყოველ დილა-საღამოს

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ დღესაც კი, როდესაც ამ ფაქტიდან უკვე მრავალი წელი გავიდა, საზოგადოებაში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. მაგრამ, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც იმ დროიდან მოყოლებული დღემდე, ყველაფერი ნათელია და ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ზურაბ ჟვანია „ნაციონალური მოძრაობის“ მსხვერპლია. მათ რიცხვს მიეკუთვნება დავით ოქიტაშვილიც, რომელიც ჟვანიას უახლოესი მეგობარი იყო და მისი გარდაცვალების შესახებ საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირების შემდეგ, თვითონაც რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

 დავით ოქიტაშვილი: ზურაბი მაშინ გავიცანი, როცა ის მწვანეთა პარტიაში იყო. ეს დაახლოებით 1993 წელს მოხდა და დღეს თუ მე რამეს წარმოვადგენ, ეს ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა. სპეციალობით ინჟინერი ვარ, მაგრამ კულტურისგან შორს არასდროს ვყოფილვარ, რადგან დედაჩემი, მე და ჩემი ძმა ვცეკვავდით და ჩვენს ოჯახში, დედის მხრიდან ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი ადამიანები. ერთ-ერთი ასეთი შეკრების დროს ჩვენთან ზურაც მოხვდა. როცა მან დედაჩემი გაიცნო და ჩვენი ოჯახის კულტურისადმი დამოკიდებულება ნახა, მითხრა, რომ მე უნდა მქონოდა კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. ჩემთვის უდიდესი პატივი იქნება, თუ ჩვენ ამ ადამიანებს დავაფასებთ და დავეხმარებითო. ეს ადამიანები მე ყოველთვის მიყვარდა და პატივს ვცემდი, მაგრამ ბატონი ზურაბის დამსახურებაა, რომ მე ამ სფეროში დავიწყე მუშაობა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ზურაბ ჟვანიას დავთანხმდი და ქართულ კულტურას დავუკავშირე ჩემი საქმიანობა და არა ჩემს სპეციალობას.
– ხშირი ურთიერთობა გქონდათ მასთან?
– კი, ჩვენ ერთად ვმუშაობდით და ძალიან ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ზურა ისეთი ადამიანი იყო, არ შეიძლებოდა გაგეცნო და მისი მეგობარი არ გამხდარიყავი. ჩვენი მეგობრობა იმდენად გაღრმავდა, რომ ერთმანეთს ნათელ-მირონობითაც დავუკავშირდით. მისმა მეუღლემ ჩემი პატარა შვილი მონათლა. ჩემი და ზურას უფროსი ქალიშვილები თანატოლები არიან და როცა ბავშვები პატარები იყვნენ, სულ ერთად ვიყავით – ხან თბილისში და ხან წყნეთში. შაბათ-კვირას ხშირად ავდიოდით მათთან და დროს ერთად ვატარებდით. ჩვენი მეგობრობა ბავშვებზეც გადავიდა და ისინი დღესაც აგრძელებენ ურთიერთობას. ზურას სამი არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს. მამასავით, ნამდვილი გენიოსები იზრდებიან. ისეთ სასწავლებლებში სწავლობენ, არ ვიცი, იქ საქართველოდან ვინმეს თუ უსწავლია. უფროსი 21 წლისაა და ამერიკაში სწავლობს. შუათანა – 18-ის და საქართველოს ამერიკულ სასწავლებელში იღებს განათლებას. პატარა 15-16 წლისაა, ჯერ სკოლაში დადის და არაჩვეულებრივად ხატავს. მათმა მამამ იცოდა, რა არის ნამდვილი მეგობრობა. ყოველთვის მეუბნებოდა, თუ შენი მეგობარი შენს ბედნიერებას გულწრფელად იზიარებს, მაშინ ის ნამდვილიაო. თვითონ ლხინში თუ ჭირში გვერდში დაგიდგებოდა. ჩემი მეუღლე, ირინა მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, ბებია რომ გარდაეცვალა, მაშინ ციხისჯვარში ვისვენებდით. უკვე თბილისში მოვდიოდი, როცა ზურამ შემთხვევით დამირეკა და მკითხა, რას შვებიო, ირინაც მოიკითხა და ვუთხარი, ბებია გარდაეცვალა-მეთქი. სანამ მე ჩამოვედი, ზურამ ამ ადამიანს თავიდან ბოლომდე უპატრონა. რომ მივედი, ვნახე, რომ უამრავი ნიუანსიც კი, უკვე მოგვარებული ჰქონდა და მითხრა, ახლა შენ გაბარებო. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ადამიანი იყო. დაბადების დღე ორივეს ცხრა დეკემბერს გვქონდა და მეგობრები ყოველთვის ორ ნაწილად ვიყოფოდით. თუმცა, მერე მივხვდი, რომ ისინი მეგობრები არ ყოფილან. სახელებისა და გვარების დასახელება აღარ მინდა, მაგრამ, როცა ზურა ცოცხალი იყო, აბსოლუტურად ყველაზე გადაყოლილი გახლდათ. თუმცა, ახლა ისინი თავიანთი მოსაზრებების გამო, სხვაგან დგანან და ღმერთმა ხელი მოუმართოთ. მაშინ კი მეგობრებად მიგვაჩნდნენ და ერთად აღვნიშნავდით ხოლმე ყველაფერს. დაბადების დღეზე ზურა დაგვირეკავდა და გვეტყოდა, გეყოფათ მანდ ქეიფი, ახლა ჩემთან მოდითო. სულ ვჩხუბობდით, ვინ სად და რომელ საათზე უნდა წასულიყო. რამდენიმეწლიანი ჩხუბის შემდეგ, მივხვდით, რომ ამას აზრი არ ჰქონდა და შევთანხმდით, ერთი რვაში გადაიხდიდა, მეორე კი – ცხრაში. ერთხელ ერთადაც აღვნიშნეთ. საარჩევნო, დაძაბული პერიოდი იყო და დაბადების დღისთვის არავის ეცალა. ამიტომ, ოფისში აღვნიშნეთ. ერთი რამის თქმა მინდა, დღეს რომ ზურა ცოცხალი ყოფილიყო, ჩვენ სხვა საქართველოში ვიცხოვრებდით. არ იცით, როგორ უყვარდა ხელოვანი ადამიანები. შეიძლება, პირადად არ იცნობდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, ვის რისი გაკეთება შეეძლო. ერთ თათბირზე მითხრა, სასწრაფოდ უნდა გამიკეთო ისეთი სიმღერა, რომელიც ძალიან მაგარი და მასობრივი იქნებაო. იქ მყოფებმა სხვადასხვა ვარიანტი ჩამოთვალეს, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო, მაგრამ ზურამ თქვა, ამას მარტო ჯემალ სეფიაშვილი გააკეთებსო, თუმცა მანამდე არ იცნობდა. ზუსტად ორ კვირაში გაგვაკეთებინა სიმღერა „გიხაროდენ“ და მან ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ეს სიმღერა დღესაც პოპულარულია. ზუსტად იმიტომ, რომ მან ზუსტად იცოდა, ვის რა უნდა გაეკეთებინა. ახლა რომ რეგიონებში ქუჩის კონცერტები ტარდება, ესეც ზურას იდეა იყო. პირველად რომ მითხრა, კონცერტი ქუჩაში უნდა გავაკეთოთო, ვიფიქრე, ვაიმე, ეს როგორ შეიძლება-მეთქი. მაგრამ, ზურა სხვანაირად ფიქრობდა, ადამიანი ოცი წლით წინ იხედებოდა. დღეს რომ ზურა ცოცხალი ყოფილიყო, ნაციონალური მოძრაობაც დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას. არც ყველასთვის კარგად ცნობილი კრიმინალი იარსებებდა და საქართველო დიდი ხნის წინ გახდებოდა ევროპული ოჯახის წევრი. მართლა საოცარი ადამიანი იყო. მისი არცერთი დილა და საღამო არ ჩაივლიდა ლოცვის გარეშე. ძალიან მორწმუნე, ადამიანობისა და მეგობრობის მაგალითი გახლდათ. საკუთარ პრობლემებს ყოველთვის გულში იკლავდა და შენამდე არასდროს მოიტანდა.
– საქართველოსთვის ძალიან რთულ პერიოდში დაიწყო თქვენი მეგობრობა. ერთად ბევრი სირთულის გამოვლა მოგიხდებოდათ.
– მართლაც ძალიან რთული წლები იყო. მახსოვს, მაშინ რეგიონებში დავდიოდით. სოსო პავლიაშვილი ატარებდა კონცერტებს ქუჩაში და ხალხი მურაბებს გვჩუქნიდა. აფხაზეთის ომში შვილდაღუპული დედები მოდიოდნენ და დიდი უბედურება ტრიალებდა. სირთულეები მოჰყვა ზურას განცხადებას წასვლის თაობაზე. როცა ოპოზიციაში გადავიდა, საშინელ დღეში ჩააგდეს. ოფისში დენი გაუთიშეს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, აქეთ მეუბნებოდა, არ ინერვიულოო. არავის ეგონა, თუ მისი ოპოზიციაში წასვლის შემდეგ ასე ამოტრიალდებოდა მდგომარეობა. მასთან ურთიერთობის უკვე ბევრს ეშინოდა, რადგან შეიძლებოდა, საფრთხეში აღმოჩენილიყვნენ და ერიდებოდნენ. მხოლოდ რამდენიმე მეგობარს, რომლებიც მის და მისი ოჯახის გვერდით ვიყავით და ვართ, გვჯეროდა, რომ ეს ადამიანი თავის სიტყვას ისევ იტყოდა. როცა სიტუაცია კვლავ მისკენ მობრუნდა, მერე მის ოფისში ისევ რიგი დადგა და ყველა „ვაიმე, ზურას“ გაიძახოდა. ეცინებოდა, აი, ესენი არიან „მედროვე ადამიანებიო“, მაგრამ იმდენად კორექტულად ექცეოდა, მათ არაფერს ამჩნევინებდა. ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ გავიმარჯვებდით, რომ საქართველო გაიმარჯვებდა. მოგვიწოდებდა, არ შეგეშინდეთო. ოპტიმიზმით ცხოვრობდა და მისი გვიკვირდა, მაგრამ შეიძლება, ამას ჩვენს გასამხნევებლადაც აკეთებდა. იმ საშინელებების გამო, რაც მის გარშემო ხდებოდა, რამდენჯერმე მის თვალზე ცრემლიც მინახავს, მაგრამ ცდილობდა, ეს არ შეემჩნია. ძალიან ბევრი ტალახი ესროლეს მას, მის ოჯახს, ბევრი საშინელება დასწამეს მაგრამ, ვიცი, რომ გამოძიება უკვე დასრულების ფაზაშია. საინტერესო კასეტები აღმოაჩინეს და ყველაფერი გაირკვევა. შერცხვებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც მის სამ შვილს არ სცა პატივი და ასე თავხედურად და გადაუმოწმებლად ილანძღებოდნენ.
– როგორც ვიცი, თქვენზე მუქარაც ხორცილედებოდა, მას შემდეგ, რაც განაცხადეთ, რომ მისი გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის არ გჯეროდათ.
– მუქარა ზურას ყველა მეგობრის მიმართ იყო, მაგრამ ამის საერთოდ არ მეშინოდა. მარტო მე კი არა ჩემს ქალიშვილსაც ემუქრებოდნენ, რომელიც მაშინ 13 წლის იყო. მაგრამ ეს წარსულია და საუბარი აღარ მინდა. მხოლოდ ერთს ვიტყვი, როცა ადამიანს ემუქრები, იმის თავიც უნდა გქონდეს, რომ ბოლომდე შეასრულო. მაგრამ, ესენი იმდენად ლაჩრები იყვნენ, არიან და დარჩებიან მუდამ, რომ თვითონაც იცოდნენ, ემუქრებოდნენ მათ, ვისაც არაფერი ჩაუდენია. რაც არ უნდა ექნათ, ზურასადმი დამოკიდებულებას ვერ შეგვაცვლევინებდნენ. მაშინ, როცა ზურა ოპოზიციაში გადავიდა, სიტუაცია აირია. ვატყობდი, რომ მისი მეგობრების მიმართ რეპრესიები ხორციელდებოდა. მაშინ მე მერიაში ვმუშაობდი და არ მინდოდა, ჩემი მასთან მეგობრობის გამო ვინმეს პრობლემები შექმნოდა. ამიტომ, დავწერე განცხადება წამოსვლის შესახებ და მაშინდელ მერთან, ვანო ზოდელავასთან შევედი, ჩემი გადაწყვეტილების მიზეზიც ავუხსენი. თუმცა, მან უარი მითხრა. გაოცებული ვარ, რომ ზურას გვერდით ასეთი ადამიანები არიანო და მერიიდან არ გამომიშვა. ამას ახლა თქვენთან პირველად ვყვები.
– თქვენ მიმართ ფიზიკური ძალადობაც განხორციელდა. გასაგებია, რომ თქვენს დამოკიდებულებას ვერ შეცვლიდნენ, მაგრამ მძიმე პერიოდის გამოვლა მოგიხდებოდათ.
– კი, მე მცემეს, იყო მუქარა და ეს პერიოდი ოჯახმა და მეგობრებმა გადამატანინეს. ვიცოდი, რომ არ უნდა შემშინებოდა. მახსოვს, მაშინ ჩემი ტელეფონი საერთოდ გაჩერდა. არავინ რეკავდა, რადგან ყველა შეშინებული იყო, რადგან დიქტატორულ რეჟიმში ვცხოვრობდით. ყველამ იცის, ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის პერიოდში რაც ხდებოდა. გადავრჩი და ეს ღმერთის დამსახურებაა. ყველა ადამიანს აქვს თავის განსაცდელი და ჩემმა ოჯახმაც ეს განსაცდელი რაღაცნაირად გამოიარა. მე ბიძინა ივანიშვილს იმიტომ ვუხდი მადლობას, რომ მან ყველა ოჯახი იმ ძალადობასა და უბედურებას გადაარჩინა, რომელსაც ესენი სჩადიოდნენ. ვიცი, რომ დღეს ყველაფერი კარგად არაა და ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ მარტო იმის გამო ვარ მადლობელი, რომ მათი ბატონობა ამოძირკვა, მაშინ, როდესაც თვითონ ფიქრობდნენ, რომ ყოველთვის ასე იქნებოდნენ. ჩემ მიმართ მუქარაზე საუბარი არ მინდოდა, რადგან სხვა ოჯახებმა იმდენი ტკივილი გამოიარეს, რომ ერთი დათო ოქიტაშვილის ცემა როგორმე გადასატანი იყო. მაგრამ, ყოველთვის გული მტკიოდა, როცა იძახდნენ: ეს ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში მუშაობდაო. კი, ჩვენ გვჯეროდა იმ გუნდის, რომელიც ხელისუფლებაში მოდიოდა. მეც მომიწია გარკვეული პერიოდი მათთან მუშაობა, მაგრამ, როცა ამ კრიმინალურმა ორგანიზაციამ ზურაბ ჟვანია მოკლა, ჩემი მათდამი დამოკიდებულება დამთავრდა. ისინი ჩემთვის ყოველთვის მკვლელები იქნებიან. ამის შემდეგ ისინი ბევრს მლანძღავდნენ, ბევრი ტალახი მესროლეს, ბევრი სიბინძურე დაუკავშირეს ჩემს სახელს, რის გამოც მინდა ამ ადამიანებს მადლობა ვუთხრა, რადგან მათი ლანძღვა ჩემთვის ლოცვასავითაა.
– ზურაბ ჟვანიას ოჯახთან ახლაც ახლო ურთიერთობა გაქვთ?
– აუცილებლად. ცხრა დეკემბერს ჩემი დაბადების დღე ზურას საფლავიდან იწყება. ჩემს ოჯახში სუფრა არ იშლება, რომ პირველი მეგობრობის სადღეგრძელო არ შევსვათ ზურას თამადობით. სხვებისგან განსხვავებით, მე ყოველთვის ვიტყვი, რომ მე თუ დღეს რაღაცას წარმოვადგენ, ეს ყველაფერი ზურა ჟვანიას დამსახურებაა.
– მის შვილებს როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ამბის გარშემო არსებული უამრავი დადებითი თუ უარყოფითი შეფასებისადმი?
– ბავშვები ბედნიერები არიან, რომ ზურაბ ჟვანიას შვილები არიან. მათ კარგად იციან, რომ უნიკალური მამა ჰყავდათ. ზურაზე ბევრს ვსაუბრობთ. ვიხსენებთ, როგორი იყო, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ისინი არც ცუდს ამბობენ და არც კარგს, ყველაფერი მათ გულში კვდება. ძალიან ზრდილობიანი და თავმდაბლები არიან, რისთვისაც დიდი მადლობა მათ დედას – ქალბატონ ნინოს და ბებიას, ქალბატონ რემას, რომლებმაც ისინი ასეთებად გაზარდეს. საერთოდ, ამ თემასთან დაკავშირებით, ზედმეტს არ ლაპარაკობენ. ელოდებიან გამოძიებას და სჯერათ, რომ მამის მიმართ ეს სიბინძურე აგორებული იყო. ოჯახმა იცის, რომ ზურა იყო მართალი და რომ ზურა მოკლულია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზურა ჟვანიას შვილებს მამა მოუკლა.

скачать dle 11.3