კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს საკრებულოს დეპუტატ თამარ ტალიაშვილს ჯულია რობერტსისთვის „ოსკარის” მომტან პერსონაჟთან

ძლიერი, შრომისმოყვარე, ლამაზი და წარმატებული ქალბატონი – საუბარია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეზე,  ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრზე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილეზე, პროფესორ თამარ ტალიაშვილზე. ქალბატონი თამარი, წლების განმავლობაში უცხოურ საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან თანამშრომლობდა, თუმცა შემდეგ საჯარო საქმიანობით დაკავდა. მის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატებით გატარებული რეფორმა განათლების სფეროში. უფრო დაწვრილებით მისი საქმიანობის შესახებ სტატიიდან შეიტყობთ.
– ქალბატონო თამარ, საერთაშორისო სამსახურში წლების განმავლობაში მუშაობდით, საჯარო საქმიანობამ რით მოგხიბლათ?
– სტუდენტობიდან ისე აეწყო ჩემი სწავლა-განათლება, რომ გამიმართლა და რამდენიმე კონკურსში გავიმარჯვე. მოვიპოვე გრანტები, რითაც შესაძლებლობა მომეცა, სწავლა გამეგრძელებინა დანიასა და გერმანიაში.  ძირითადად, ევროპულ და ამერიკულ იურიდიულ კომპანიებთან მქონდა საქმიანი ურთიერთობა. ის ხედვები და პრინციპები, რომელსაც შემდგომ ჩემი საქმიანობა დაეფუძნა საჯარო სამსახურში, სათავეს სწორედ ამ გამოცდილებიდან იღებს. მქონდა ბედნიერება, მეთანამშრომლა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ იურისტ ქალთან, ერინ ბროკოვიჩთან, რომლის საქმიანობაზეც ოსკაროსანი ფილმია გადაღებული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველივე ეს დამეხმარა საჯარო სფეროში.
– თბილისის საკრებულოში ორ დიდ სფეროს, განათლებასა და კულტურას ხელმძღვანელობთ. როგორ ართმევთ თავს?
– ეს ორი სფერო ორგანულად ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. კულტურა, მისი ტერმინოლოგიური განმარტებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია განვითარებასთან, აღზრდასთან, შესაბამისად განათლებასთან. მაქსიმალურად ვცდილობ, ურთიერთკავშირი ამ ორ სფეროში იყოს სინქრონული და ჰარმონიული. ჩვენ ფანტასტიკური კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს და ის ეთნიკური მრავალფეროვნება, რომელიც ამ ქალაქს ახასიათებს, ქმნის საშუალებას, გავამართლოთ ტიტული, რასაც რეგიონის კულტურული ცენტრი ჰქვია.
– არაერთი რეფორმა გაგიტარებიათ განათლების სფეროში, საყურადღებოა ამ მხრივ ბაღების საკითხი.
– ეს ყოველივე განპირობებული იყო იმ ძალიან მძიმე მემკვიდრეობით, რომელიც ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით დაგვხვდა. მოგახსენებთ, რომ 47 ბაგა-ბაღი დაიხურა დედაქალაქში, მაშინ, როცა მოსახლეობის რიცხვი იზრდებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავგეგმეთ ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა. ამ ეტაპზე, შვიდი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და 2016 წლის ბიუჯეტით, კიდევ 10 დაემატება.  გარდა ამისა, მთელი რიგი ბაღები საჭიროებდა სასწრაფო რეაბილიტაციას, რაც წარმატებით განვახორციელეთ. გადავედით სასკოლო მზაობის პროგრამაზე. ამისთვის მოხდა აღმზრდელების კვალიფიკაციის ამაღლება. დავამატეთ ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების შტატი, მოვაგვარეთ კვების საკითხი. კვების მენიუ მთლიანად გადახალისდა. კვებითი უსაფრთხოებისათვის ერთიანი შესყიდვის ტენდერი გამოცხადდა. შესაბამისად, მონიტორინგი უფრო გაძლიერებულია.
– პრემიების საკითხთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? როგორც ვიცი, თქვენი სახელმწიფო დანამატი სხვადასხვა ორგანიზაციებს ერიცხებათ ქველმოქმედების მიზნით.
– დიახ, ჩემი ყოველთვიური დანამატი  საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება. პირდაპირ ირიცხება სხვადასხვა ორგანიზაციაში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის პირებს და მძიმე ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს მკურნალობენ. საკრებულოში, „ქართული ოცნების” თითოეული დეპუტატის გადაწყვეტილებით, უარი ვთქვით პრემიის მიღებაზე. ასევე, დიდი რაოდენობითაა შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები.
– ოჯახი, სადაც გელოდებიან.
– ახლახან პატარა შემეძინა. ალბათ, ნებისმიერი ადამიანისთვის ოჯახი არის ნომერ პირველი. კაცობრიობის განვითარება თანაცხოვრებიდან, ოჯახიდან იწყება. შესაბამისად, თუ ჩვენ ოჯახშივე უზრუნველვყოფთ განათლებასა და განვითარებას, უფრო მაღალი დონის სამოქალაქო საზოგადოებას შევქმნით.

скачать dle 11.3