კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დამთავრდებოდა ნინი წიკლაურისა და თემო ტუღუშის ურთიერთობა ფატალურად და როგორ გადაწყვიტეს მათ 12-წლიანი მეგობრობის შემდეგ დაქორწინება

23 იანვარს ნინი წიკლაური და თემო ტუღუში დაქორწიდნენ. წყვილს ერთმანეთთან 12-წლიანი ურთიერთობა აკავშირებს, თუმცა მხოლოდ გასული წლის ზაფხულში გამოუტყდნენ ერთმანეთს სიყვარულში და დაქორწინების გადაწყვეტილებაც მალევე მიიღეს. მე მათ კიდევ ერთხელ ვულოცავ  და უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ.

 – ნინი, გაგვაცანი შენი მეუღლე, რომლის სახელი და გვარი დიდი ხნის განმავლობაში არავინ იცოდა.
ნინი წიკლაური: ეს არის თემო ტუღუში.
თემო ტუღუში: ჩვენი ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიწყო, ვმეგობრობდით და ბოლოს მივხვდით, რომ მხოლოდ მეგობრები არ ვიყავით.
ნინი: ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, წმინდა მეგობრობა გვაკავშირებდა. სიყვარულზე საუბარი არასდროს გვქონია. პირიქით, ჩემს თაყვანისმცემლებზე ველაპარაკებოდი რა გავაკეთო-მეთქი, სულ ვეკითხებოდი რაღაცეებს.
თემო: მეც ჩვეულებრივი რეაქცია მქონდა, ვაწყნარებდი, ვეუბნებოდი იმას, რაც შემეძლო.
ნინი: არც გვახსოვს, როგორ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ის პერიოდი, ერთად რომ ვიზრდებოდით, კარგად მახსოვს. ჩვენი სასაუბრო თემა სხვა ფაზაში არასდროს გადასულა. თუმცა, ახლა რომ ვაკვირდები, თემო ცოტა სხვანაირად იყო განწყობილი, მაგრამ მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი.
თემო: ახლა რომ ვაფიქსირებ, რაღაც გრძნობა სულ იყო.
ნინი: იცი, როგორი ხასიათი აქვს? გარკვეული ფარგლებიდან არასდროს გადის. რაღაცას შეიძლება ფიქრობდეს, მაგრამ არ გეტყვის. იმდენად კარგი ურთიერთობა და მეგობრობა გვქონდა, თემოს ცოტა ადრე რომ გამოემჟღავნებინა ჩემ მიმართ თავისი გრძნობები, შეიძლება, ჩვენი ურთიერთობა გაფუჭებულიყო, ფატალურად დამთავრდებოდა. კარგი ქნა, რომ ამ ურთიერთობას მოუფრთხილდა.
თემო: პარალელურად, ორივეს ცხოვრებაში იყო რაღაცეები, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ, კარგად გადაწყდა. ზაფხულში შეიცვალა ჩვენი ურთიერთობა, როცა ნინი ამერიკაში წავიდა. ორივე მივხვდით, რომ ჩვენს თავს რაღაც დიდი ამბავი იყო, ყველაფერი თავისთავად გაირკვა – სიტყვების თქმაც არ დაგვჭირდა. მერე ჩამოვიდა ფილმში გადასაღებად და ისევ მოუწია წასვლა. პირველად რომ წავიდა, ახალი დაწყებული გვქონდა ურთიერთობა, ცოტა მარტივად გადავიტანეთ განშორება, მაგრამ მეორედ რომ წავიდა, გადაწყვეტილად ერთად ვიყავით, ისე, ერთმანეთის გარეშე რომ ვერ ძლებენ და ძალიან გამიჭირდა მის გარეშე ყოფნა.
ნინი: წარმოიდგინეთ, რა დონეზე უნდა ვყოფილიყავი შეყვარებული, რომ ქორწინება გადამეწყვიტა, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის მიჭირდა. ეს სწორედ ის გრძნობაა, რომელიც აქამდე არასდროს მქონია – ურთიერთობა, რომლითაც სიამოვნებას იღებ. თემოს იმდენი წელია, ვიცნობ, თან, ისე კარგად, რომ სულ ვეუბნებოდი: შენნაირი მინდა ვიყო-მეთქი. ძალიან მშვიდი და გაწონასწორებულია. ფაქიზი სამყარო აქვს, რომელსაც ძალიან უფრთხილდება და ასევე, გარშემო მყოფებსაც.
თემო: მე კი დამემატა ნინის ულევი პოზიტივი. როგორ შეიძლება, უბედნიერესი არ ვიყო.
ნინი: ერთად ყოფნის გადაწყვეტილება რომ მივიღეთ, ორივეს ერთნაირი რეაქცია გვქონდა: სად ვიყავით აქამდე, ამდენი წელი რატომ დავკარგეთო. ასე მგონია, რომ ღმერთმა ერთად ყველაფერი გამოგვატარა – მეგობრობაშიც გამოვცადეთ ერთმანეთი, ლხინშიც, ჭირშიც და ბოლოს გადაწყვიტა: თქვენ ღირსები ხართ, ერთად იყოთ და ჯვარი დაგწეროთო.
– ამ ამბის შესახებ არასდროს საუბრობდი. ჯვრისწერამდე შენი მომავალი მეუღლის სახელი და გვარიც კი გასაიდუმლოებული იყო. რატომ?
– იმდენად ვიყავი ეიფორიაში და აჟიტირებული, იმდენად მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, რომ ვერაფერს ვიტყოდი. თან, ჩემ ირგვლივ ყველამ იცოდა, რომ მეგობრები ვართ, რადგან თითქმის სულ ერთად ვიყავით. იმასაც ვფიქრობდი: სალომე ბაკურაძეს რომ ვუთხრა, რომელმაც ჩვენი მეგობრობის შესახებ ბევრი რამ იცოდა, იცნობდა თემოს – მე და თემო აღარ ვართ მეგობრები და ერთმანეთი გვიყვარს-მეთქი, არ მეტყვის: შენ გოგო, ნორმალური ხარო. სხვათა შორის, ამერიკაში წასვლამდე მე და სალომე ერთად ვმუშაობდით, თემოც ბოლო პერიოდში ხშირად მოდიოდა ჩვენთან და ერთხელაც სალომემ მითხრა: შემთხვევით, თემო ძალიან ხომ არ არის შენზე შენთხლეულიო. არა, ქალო, ხომ არ გაგიჟდი, ჩემი მეგობარია-მეთქი. მერე რომ დავურეკე: ვანგა ხარ თუ ვინ ხარ-მეთქი, სიცილი დაიწყო: ხომ ვამბობდი, შენ კიდევ შენი ბრუციანი თვალებით, ვერაფერს ხედავდიო. ზოგადად, პირადზე საუბარი არასდროს მყვარებია. თან, ჩემი მეგობრებისა და პირადი გამოცდილებიდან მივხვდი, რომ სიყვარულს მალვა უნდა. ამიტომაც, არაფერი მითქვამს. ჯვრისწერის დღემდე არავინ არაფერი იცოდა. პირველი შემთხვევა იყო, როცა არაფერი და არავინ მაინტერესებდა.
– როდის გადაწყვიტეთ ჯვრისწერა?
თემო: მეორეჯერ რომ წავიდა ამერიკაში და ხუთი თვე არ ჩამოვიდა, გავგიჟდი. დღე და ღამე ვლაპარაკობდით. ბოლოს ბილეთი გავუგზავნე, ჩამოდი-მეთქი.
ნინი: ჩვენი „ვაიბერი“, „სკაიპი“ არ გაჩერებულა. 11 საათი გვაქვს გადაბმულად ნალაპარაკები, ოღონდ იდო ჩართული ტელეფონი და თან, პარალელურად, რაღაცეებს ვაკეთებდით. მერე შემთხვევით გამეთიშა და იმის მერე, 5 საათი კიდევ ვილაპარაკეთ. ისე ვიტანჯებოდით... განსაკუთრებით თემო, რადგან საერთოდ არ სძინებია.  მე რომ ვიძინებდი, მერე იძინებდა ის. ერთ დღესაც მომწერა: რაღაც გამოგიგზავნე და ნახეო. ვნახე და ბილეთი იყო – დაბრუნდიო.
– ხელი ბილეთის გამოგზავნით გთხოვა?
– ჰო. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა და არც სურვილი მქონია. იქიდანვე დავგეგმეთ ყველაფერი. მარნეულში ერთ-ერთი ეკლესიის წინამძღვარია მამა ილი (ჭიღლაძე), რომელთანაც ვმეგობრობ – კარგი ურთიერთობა გვაქვს. მან იცოდა ჩემი და თემოს შესახებ და ჩვენი ურთიერთობა დალოცა კიდეც. ამერიკიდან შევუკვეთე დიზაინერ მარიამ გელაძეს კაბა. პირველ დღეს ცანცარული ქორწილი გვქონდა. სულ ვამბობდი, ქორწილში „ბათინკები” უნდა მეცვას-მეთქი და ბოლოს „ვალინკებიანი“ პატარძალი ვიყავი. მეორე დღეს მშობლები და ნათესავები იყვნენ. ქორწილამდე 3 დღით ადრე ჩამოვედი, მაგრამ თემომ და ჩემი ბავშვობის სამმა დაქალმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც მინდოდა. ყველაფერი საკუთარ თავზე აიღეს. ერთადერთი თხოვნა მქონდა: წითელი აქსესუარით ყოფილიყო ქორწილში ყველა, რადგან სადღაც წავიკითხე: წითელი ყოფილა ბედნიერების ფერი და მართლაც ყველა წითელ ფერში იყო მოსული.
თემო: ქორწილმა იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე ეს ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი. მთავარია, ყველამ ძალიან ისიამოვნა. თან, წინა დღეს შეგვეცვალა გეგმები.
ნინი: მეგობრის სახლში ვაკეთებდით, მაგრამ ამინდის გამო, გეგმები აგვერია. ერთ ღამეში გადავწყვიტეთ „მაგთი კლაბში“ გადახდა. გაგვიმართლა, რომ თავისუფალი იყო. მოკლედ, „ტუსოვკა ქორწილი“ გვქონდა, ამერიკული ქორწილი.
– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
– ამერიკაში წავალ თემოსთან ერთად. მის გარეშე უკვე აღარ ვაპირებ სადმე წასვლას ან ყოფნას.

скачать dle 11.3