კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მოიქცეს ქალი, როცა ხვდება, რომ საკუთარი დაქალი მისი ქმრის საყვარელია

ადამიანის ცნობა ძალიან ძნელია. მხოლოდ საკუთარ თავს შეიძლება  ენდო, ისიც ყოველთვის არა. არავინ იცის, როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში. მით უფრო ვერასდროს იტყვი, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი. რადგან, შეიძლება, სწორედ შენი მეგობარი გექცეს მტრად და განხეთქილების „ვაშლად”. როგორ უნდა მოიქცეს ცოლი, რომელიც უცებ აღმოაჩენს, რომ მისი მეგობარი ქმარს ართმევს...

 დოდოშკა (37 წლის): მთელი ჩემი ცხოვრება არაპროგნოზირებადი და უჩვეულო მოვლენებით აღსავსე აღმოჩნდა. წინასწარ ვერაფერი გავთვალე და გავითვალისწინე. ვერ დავაბრალებ საკუთარ თავს იმას, რომ სულელი აღმოვჩნდი – ასე ნამდვილად არ არის. ჩემ შემთხვევაში ეს ყველაფერი ბუნებრივი იყო. ვენდობოდი ქმარსაც და ჩემს უახლოეს მეგობარსაც – ეს ხომ ასეც უნდა იყოს?! რამე განსაკუთრებული ვთქვი? ჩემი მომავალი ქმარი რომ გავიცანი, დაქალი უკვე მყავდა. ძალიან მიყვარდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, ყველაზე საძულველ ადამიანად თუ იქცეოდა. ისე, სიმართლე რომ გითხრათ, ახლაც არ მძულს. ვერ ვახერხებ, რომ შევიძულო. მიუხედავად იმისა, რომ არ დამინდო და ბოლომდე გამიმეტა. რაც შეეხება ჩემს ქმარს – ის კიდევ უარესად მოიქცა. არადა, როგორ ვენდობოდი, როგორ მჯეროდა მისი... თავი ბედნიერი მეგონა. ერთხელაც არ შემპარვია ჩემს ქმარში ეჭვი. როგორ ვიფიქრებდი, თუ შეეძლო, ხელის ერთი მოსმით დაემთავრებინა ყველაფერი, გაეწყვიტა ყველა ძაფი, რაც ჩემთან აკავშირებდა... დაევიწყებინა წარსული და ცხოვრება სხვა ქალთან „სუფთა ფურცლიდან“ დაეწყო. მერე ვისთან? – ჩემს ბავშვობის მეგობართან, ჩემს დაქალთან. ერთი წელი გავიდა, მაგრამ ჩემი ჭრილობა ისევ პირშეუკრავია. ისევ მტკივა და მტანჯავს. ჩემი ქმარი, რომელიც ჩემთვის საყრდენი უნდა ყოფილიყო, არც შეყოყმანებულა, ისე გამომიტანა განაჩენი.
– თქვენი ქმარი ამჟღავნებდა ინტერესს თქვენი მეგობრის მიმართ?
– ასე მარტივად რომ ყოფილიყო საქმე... ჩემთვის ძალიან დიდხანს დარჩა შეუმჩნეველი მათი წარმოუდგენელი ღალატი. შეიძლება იმიტომაც, რომ ასეთი წარმოუდგენელი იყო. ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ მე და ჩემს ქმარს ცხრა წლის განმავლობაში იდეალურად გვქონდა ყველაფერი.
– ანუ, არ ჩხუბობდით და არც კი კამათობდით?
– როგორ არ ვკამათობდით... რომელი წყვილი არ ჩხუბობს და კამათობს?! ასეთი რაღაც წარმოუდგენელია და მეც არ დავიწყებ აბსურდის მტკიცებას. ამ ყველაფერს აქვს თავისი კრიტერიუმი. მიმაჩნია, რომ კარგად ვუგებდით ერთმანეთს. სიყვარულიც იყო...
– ანუ, რომ არა საბედისწერო ქალი, ერთად ბედნიერად იცხოვრებდით?
– არ ვიცი. ახლა უკვე ძნელია ამის მტკიცება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ისინი ერთად არიან. მე კი, ორი შვილით, მარტო დავრჩი. თან, ისე საზიზღრად, გულისამრევად მოხდა ყველაფერი... ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერს ვამჩნევდი.
– ღალატი და სხვასთან წასვლა ერთბაშად არ მომხდარა?
– რა თქმა უნდა. მაგრამ დავაზუსტებ, სხვასთან კი არა, ჩემს დაქალთან. საღამოობით კი აგვიანებდა სახლში, მაგრამ ამას მტკივნეულად არ აღვიქვამდი. იმდენად მჯეროდა მისი, ვერც კი დავუშვი, რომ ამ დროს სხვა ქალთან ატარებდა. არც მიფიქრია, თვალთვალი დამეწყო ან შემემოწმებინა. მჯეროდა, რადგან მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ შორის ტყუილი არ იქნება. მაშინვე ვიგრძნობ, თუ მიღალატებს-მეთქი. ვერ ვიგრძენი. მხოლოდ მაშინ შევშფოთდი, როცა ჩემმა ქმარმა შაბათობით სადღაც წანწალს მოუხშირა. თავის გამართლებას კი ახერხებდა: მეგობართან ერთად სათევზაოდ ვიყავი... მანქანის ხელოსნებს დავდევდი და შემომაღამდა... სამსახურის საქმეებს გადავყევი...
– ღამე მოდიოდა სახლში?
– ხან მოდიოდა, ხან – არა. თუმცა, ამას ხშირად არ აკეთებდა. ეტყობა, ბოლომდე ვერ რისკავდა.
– სად იყო ამ დროს დაქალი?
– როცა უკვე ეჭვები გამიჩნდა, წარმოიდგინეთ, რომ – ჩემ გვერდით, გამაოგნებელია მისი სითავხედე... მე კი იდიოტივით ჩემს ეჭვებს ვუზიარებდი და ისინიც მომზადებულები, ყველა ზომას იღებდნენ, რომ გარკვეულ მომენტამდე საიდუმლოდ დაეტოვებინათ თავიანთი რომანი, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ეს მერე გავიგე. კაცები მაინც ძალიან სუსტები არიან „თამაშში“. ვერ „გაქაჩა“ დიდხანს ჩემმა ქმარმა. დაქალი გაცილებით ნიჭიერი აღმოჩნდა – ბოლომდე „სცენაზე იდგა“. ჩემმა ქმარმა ბოლოს ჩემი ალერსის იგნორირება დაიწყო. ვითომ ტელევიზორის წინ ჩაეძინებოდა ხოლმე და გვერდითაც აღარ მიწვებოდა. მაინც არ მინდოდა მისი ღალატის დაჯერება. ქმარმა „დახმარების ხელი გამომიწოდა“ – პირდაპირ ფაქტის წინაშე დამაყენა. ერთ დღეს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს გამაოგნებელი სურათი დამხვდა – ჩემი ძვირფასი ქმარი, უზარმაზარ სპორტულ ჩანთაში თავის ტანსაცმელსა და ნივთებს ალაგებდა. ეს ჩანთა ახალი იყო. სახლში ის მანამდე არ გვქონია. ეტყობა, წინასწარ იყიდა და მოიტანა. გავოგნდი. რას აკეთებ-მეთქი. მივდივარ, ვერ ხედავ? შენგან მივდივარ. ტყუილში ცხოვრება აღარ შემიძლია, სულ დაძაბული და გაღიზიანებული ვარ. ვწვალობ. ვიცხოვრებ იმასთან, ვინც მიყვარს და ვისთანაც მომწონსო...
– გითხრათ, ვისთანაც მიდიოდა?
– არა. მხოლოდ გამაფრთხილა, ისტერიკა არ გამემართა და წინ არ გადავდგომოდი. ბავშვებზე ვიზრუნებო, დამპირდა. არც მქონდა ისტერიკის მოწყობას თავი. განადგურებული ვიყავი. არ ვიცი, როგორი გამომეტყველება მქონდა, რომ ჩემმა ქმარმა მითხრა: შენ ან სულელი ხარ, ან ანგელოზი. ბოლო დროს, აღარც ვმალავდი, რომ გღალატობდი. ვფიქრობდი, მიხვდებოდი და გამაგდებდი. მაინც არაფერი გამივიდა. არ დამირეკო, თავი არ შემაცოდოო... არ მოვყები იმას, როგორი მძიმე იყო, ამეხსნა ბავშვებისთვის, რატომ წავიდა მამა...
– არ დაინტერესდით, ვისთან წავიდა?
– არა. ქალბატონი თავად მეახლა მეორე დღეს. ვიფიქრე, ეტყობა, გაიგო, რაც დამემართა და სანუგეშებლად მოვიდა-მეთქი. თურმე, თავად „ჯულიეტა“ მეახლა აღსარებისთვის. დაიწყო, ძალიან არ მინდოდა შენთვის ტკივილი მომეყენებინა... ძალიან მძიმე იყო ეს ჩემთვის, ბევრი ვინერვიულე. წინააღმდეგობას ვუწევდი, საკუთარ თავს ვებრძოდიო და გაშტერებული ვუსმენდი. ვერ მივხვდი, საერთოდ რაზე ლაპარაკობდა. რა ვქნა? მითხრა, რომ აღარ უყვარდი და მეც ჩემი შანსი ხელიდან აღარ გავუშვი. ოცდათვრამეტი წლის ვხდები, კაცი არასოდეს მყოლია. მეც მინდა, ბედნიერი ვიყო და შვილი გავაჩინო, მითხარით, რა უნდა მექნა, ღირსი კი იყო, თმით მეთრია, მაგრამ არ გამიჩნდა ამის სურვილი. ჩემდა გასაოცრად, აგრესია არ მქონია. ვერც ვიტირე. ადექი და წადი-მეთქი, – ვუთხარი და ოთახიდან გავედი. არ დავინტერესებულვარ, როდის და როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა... რისთვის მჭირდებოდა?! დამიჯერეთ, არც ახლა მაინტერესებს. რატომღაც დარწმუნებული ვარ, ვერ გაგრძელდება მათი ბედნიერება დიდხანს, იმიტომ რომ, ის ჩემს უბედურებაზე ააგეს. გული მტკივა, ნუთუ შეიძლება, კაცის გულისთვის ყველაფერს ხაზი გადაუსვა? მეგობრობა არაფრად ჩააგდო და არც ქალური სოლიდარობის განცდა გქონდეს? მე არ ვიცი, როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომელსაც ქმარმა დაქალთან უღალატა. მართლა არ ვიცი და იმიტომაც არაფერი გამიკეთებია.

скачать dle 11.3