კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეშინია ლიანა ისაკაძეს საქართველოში ჩამოსვლა და რა გამოუქვეყნა მას მეუღლემ

მსოფლიოს ყველა გამოცემაში, სადაც საუკეთესო მევიოლინეების შემოქმედება განიხილება, აუცილებლად შეხვდებით ქართველ ვირტუოზს, ლიანა ისაკაძეს, რომელიც ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში მიუჯდა ფორტეპიანოს და მას მერე მისი სიყვარული მუსიკის მიმართ თანდათან გაღრმავდა. ის განსაკუთრებული არტისტიზმითა და  შესრულების მანერით გამოირჩევა, რის გამოც კიდევ უფრო მეტად ახერხებს მაყურებლის მოჯადოებას. ლიანა ისაკაძის სახელს უკავშირდება ყველასთვის კარგად ცნობილი ფესტივალი – „ღამის სერენადები“. ქართველმა ვირტუოზმა  „ფეისბუქის” საშუალებით გააერთიანა მუსიკოსები მსოფლიოს მასშტაბით. ქალბატონი ლიანა თავისი შემოქმედების მნიშვნელოვან ეტაპებზე, ოჯახსა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

 – „ფეისბუქ ვირტუოზების” შექმნის იდეა როგორ მოგივიდათ?
– როდესაც „ფეისბუქზე” დავრეგისტრირდი, ვნახე, რომ ამ სოციალურ ქსელს ძალიან ბევრი მუსიკოსი იყენებდა აქტიურად, მაშინ ვიფიქრე, რომ შემექმნა ასეთი გაერთიანება და სახელიც შესაბამისი მოვუფიქრე. ამ იდეამ მთელ მსოფლიოში გამოიწვია დაინტერესება და აღფრთოვანება. შარშან ჩვენ გვქონდა კონცერტი ლონდონის „კადოგან ჰოლში.” ინგლისელებს იუმორთან ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ და, ვიფიქრე, ამ სახუმარო სახელწოდებას ვერ გაიგებენ-მეთქი, ამიტომ, გადავარქვი სახელი და დღეს ჰქვია საერთაშორისო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები”, სადაც უკრავს ბევრი ცნობილი მუსიკოსი ამერიკიდან და ევროპიდან. წელს პირველად, უკვე თბილისშიც გაიმართა ფესტივალი და ჩვენ დავეხმარეთ სიმსივნით დაავადებულ პატარებს. თბილისში ჩამოსვლისა და კონცერტებში მონაწილეობის მიღების სურვილი ძალიან ბევრმა კარგმა მუსიკოსმა გამოთქვა. წლევანდელ ფესტივალზე მონაწილეობდნენ ისეთი ვირტუოზები, როგორებიც არიან: ჩაიკოვსკის კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი დენის შაპოვალოვი, დირიჟორი ცეზარ ალვარესი, ერიკ გუსტაფსონი, პარიზის ორკესტრის დირიჟორი მაქსიმ ტორტელიე და მეც, რა თქმა უნდა.
– როდის დააარსეთ ფესტივალი „ღამის სერენადები” და როგორ გაგრძელდა ამ ფესტივალის ისტორია?
– ეს ფესტივალი 1982 წელს დავაარსე ბიჭვინთის ეკლესიაში და „ღამის სერენადები” მოცარტის „პატარა ღამის სერენადის” სიყვარულით დავარქვი. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ეს იყო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალი – გადაჭედილი იყო როგორც ქართველებით, ისე უცხოელი ტურისტებით. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო, 1989 წელს მომიწია ბიჭვინთაში ფესტივალის შეწყვეტა და ამის შემდეგ ხან გონიოში, ხან ბათუმის საზაფხულო თეატრში იმართებოდა, თუმცა მე ეს მაინცდამაინც არ მომწონდა, რადგან, მახსოვს, ბათუმში მუდმივად ხმაური იყო, რაც ძალიან გვიშლიდა ხელს. შარშან გადავწყვიტე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ახალაშენებულ სამუსიკო სკოლაში ჩამეტარებინა და ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი. რატომღაც, მეგონა, რომ ბევრი მსმენელი მოვიდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა.  ასევე იყო ლიზა ბათიაშვილის კონცეტზეც, სადაც სულ 60 მსმენელი ყოფილა მისული.
– როგორია თქვენი ცხოვრების რიტმი?
- არანორმალური განრიგი მაქვს, მთელი ცხოვრება გამოთიშული ვარ რეალობიდან, მუსიკის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ. ძალიან ექსტრემალი ადამიანი ვარ, მუსიკაც ერთგვარი ექსტრემია და, ალბათ, ყველა მუსიკოსს ახასიათებს რისკი. მდინარეში და აუზში პირდაპირ თავით ვეშვები ხოლმე და ამის გამო ორმოცჯერ მაინც ვარ სიკვდილს გადარჩენილი. საბედნიეროდ, ღმერთი მუდმივად მიცავს და მმფარველობს – მე ამას ვგრძნობ, სხვაგვარად, უბრალოდ, წარმოუდგენელია, ამდენჯერ გადაურჩე უბედურებას. ერთხელ, მოსკოვის გარეუბანში, მდინარე „მოსკვა რეკაში” ვცურავდი, უცებ პლატინამ წამიღო, წყალი ტურბინისაკენ მიზიდავდა, საბედნიეროდ, მოულოდნელად ელექტრობა დაზიანდა, თორემ, იქ თუ მოვხვდებოდი, ჩემგან კატლეტი გაკეთდებოდა. არ მახსოვს, როგორ მოვახერხე ნაპირზე გამოსვლა, მთლიანად ლურჯი ვიყავი და ვერაფერს ვხედავდი.
– ხშირად ახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას?
– საოცრად დატვირთული ვარ. ჩემი კონცერტების გამო იმდენად ხშირად მიწევს ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაფრენა, რომ საერთოდ აღარაფრისთვის მრჩება დრო. აგარაკი მაქვს გრასში, კანთან ახლოს და იქაც კი ვერ ვახერხებ ჩასვლას. განუწყვეტლივ მიწევს მოგზაურობა. საქართველოში ხშირად ვერ ჩამოვდივარ. სიმართლე გითხრათ, იმდენად მიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი, რომ, ცოტა არ იყოს, მეშინია მანდ დიდხანს დარჩენა – არ მინდა, ისეთ რამეს შევესწრო, რაც წარმოდგენას შემიცვლის ჩემს ხალხსა და ქვეყანაზე.
– საქართველოდან შორს რა გენატრბათ ყველაზე მეტად?
– ყველაზე მეტად მენატრებიან ჩემი მეგობრები, რომლებიც მანდ მყავს. საბედნიეროდ, თითქმის ყოველდღე ვახერხებ რაღაც დროის გამონახვას მათთან დასარეკად და ამით ცოტათი მაინც  ვივსებ ამ დანაკლისს.
– თქვენს მეუღლეზე მოგვიყევით.
– არ ვიცი, რა გითხრათ. წელს, 1 სექტემბერს, ერთად ყოფნის 50 წელი შეგვისრულდა და, მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამია. ეს თარიღი ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ შორის  უდიდესი სიყვარულია. მე მაქვს ასეთი ჩვევა: როდესაც მარტო ვარ გასტროლებზე, როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, მაშინვე ვიწყებ წერას.  თუ იმ მომენტში არ მაქვს ფურცელი, ვწერ ყველაფერზე, რაც ხელში მომხვდება: ბილეთებზე, ხელსახოცებზე... ჩემი მეუღლე აღმოჩნდა გენიალური პოეტი, ესეისტი, ფილოსოფოსი, შეკრიბა ჩემი ყველა ჩანაწერი და, მიუხედავად ჩემი პროტესტისა, გამოსცა, სახელწოდებით „მედიტაცია”. მე ავტომატურად ვწერ ხოლმე რუსულ ენაზე, მან ეს ყველაფერი მსოფლიო ლიტერატურის დონეზე თარგმნა ქართულად და ინგლისურადაც.
– თბილისში როდის იგეგმება თქვენი კონცერტი?
– ჯერ ზუსტად არ ვიცი, ის კი ვიცი, რომ 4 სექტემბერს ჩემს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ოპერის თეატრში ატარებენ კონცერტს, რომელზეც ბევრი ჩემი მეგობარი აპირებს ჩამოსვლას და მონაწილეობის მიღებას. სიმართლე გითხრათ, მე დიდად აღფრთოვანებული არ ვარ ამ ინიციატივით, მაგრამ, რას ვიზამ.…

скачать dle 11.3