კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ფიქრობს ერეკლე დეისაძე თიკო სადუნიშვილის გვარზე გადასვლას და რატომ დაურიგა მან თავის კონცერტზე მსმენელს მარიხუანა

ერეკლე დეისაძისა და თიკო სადუნიშვილის ერთად ყოფნამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ, ხუმრობაა. ზოგის აზრით, ეს ყველაფერი პროვოკაციაა და მხოლოდ, მეგობრები არიან, ზოგი კი, მიიჩნევს, რომ ისინი  ერთად არიან... ჩვენ გადავწყვიტეთ, ერეკლე დეისაძეს დავკავშირებოდით და გადაგვემოწმებინა ეს ხმები. ასევე, ბევრი პროვოკაციული სიახლეა ერეკლეს ცხოვრებაში, რასაც ინტერვიუდან შეიტყობთ.

 ერეკლე დეისაძე: თიკო გავიცანი მონასტერში, სადაც ხანდახან მივდივარ, ან ვიღაცას ჩავაკითხავ ხოლმე. იქ ბევრი ძმაკაცი მამაო მყავს, ბევრთან გამოვნახე საერთო ენა – იმათთან, ვისთანაც უნდა გამომენახა. თიკო იქ თავის მეგობრებთან ერთად ამოვიდა, დედა პარასკევასთან მეგობრობს.  მერე, როცა დავმეგობრდით, მივხვდით, რომ ბევრი საერთო იდეა, აზრი გვქონდა და შეიკრა რაღაც, ჩვენი ახალი სივრცე.  ჩვენთან „სახლში“ მოდიოდნენ ჩვენი მეგობრები და ზაფხულში მოხდა ისე, უცებ რაღაც შეიკრა და მივხვდით, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს და უპირველესად, ჩვენ ვართ ძალიან ახლო მეგობრები. ჯვრისწერა და ოფიციალობები არ გვქონია.
– ქუთაისში იყავით ერთად, სადაც თიკოს შენი ოჯახის წევრები გააცანი.
– ქუთაისში ვიყავით ერთად. იქ თიკომ თავის გადაცემა ჩაწერა.  იქიდან წავედით ლეჩხუმში, სადაც მეგობრის სახლში, მთის ძირას ვიყავით.  იქ ერთი დღე გავჩერდით, მარიხუანა მოვწიეთ... თიკოს „კუბდარები“ მოუნდა და ვიცოდი, რომ ლენტეხშია კარგი კუბდარი. იქ დეიდაჩემი ცხოვრობს. დავურეკე, მოვდივარ, გაგვიმზადე-მეთქი და წავედით სვანეთშიც. გვიყვარს ასე, ქალაქიდან გასვლა რაიონებში. თიკოს ჩემი ოჯახი გავაცანი, ადვილად დამეგობრდნენ. ჩემი ოჯახის წევრები ისეთები არიან, ჩემს ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემენ. მთავარია, მე ვიგრძნო თავი კარგად. იგივე მიდგომაა თიკოს ოჯახის მხრიდანაც. ჩვენ დამოუკიდებელი ადამიანები ვართ და ხვალ, ზეგ არ ვიცით კიდევ, რა იქნება. საახალწლოდ თიკოს შვილმა დათიმ „ცეპი“ და ჯვარი მაჩუქა. ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. ძალიან მიყვარს და ვიცი, მაგარი ბიჭი იქნება.
– რომანტიკულია თქვენი ურთიერთობა?
– ხშირად ვუძღვნი ლექსებს, სიმღერებს. ვეტყვი ხოლმე ხალხში: „ეს სიმღერა შენ“. მასაც უხარია, მეც მიხარია. ყოველი დღე სიურპრიზია ჩვენთვის. ყოველთვის გვაქვს, რაღაც ახალი, რასაც ერთმანეთს ვუზიარებთ და ძალიან ვავსებთ. ახალ წელს გავუკეთე ასეთი სიურპრიზი და მაგრად გავერთეთ – სტუმრად გვყავდა სანდრო კაკულია, გუკა რჩეულიშვილი. ძალიან კარგი ახალი წელი იყო. განსაკუთრებით იმით,  რომ  წინა დღეს ვუთხარი, ხვალ აუცილებლად მოთოვს-მეთქი და მოთოვა. ეს იყო მისთვის უდიდესი სიურპრიზი. მითხრა, ნოსტრადამუსი ხარო. სულ მაქვს ის მომენტი, როცა რაიმეს დარწმუნებული ვიტყვი, მისრულდება. ამას წინათ სტამბულში ვიყავი. ორი კვირა ვერ ვნახე და ძალიან მომენატრა. რაც უნდა მოხდეს, არასდროს ვკამათობთ. მე მაქვს ის პოზიცია, რომ უკან არასდროს ვუბრუნებ, რაც არ უნდა მითხრას. არასდროს არ გვქონია ეჭვიანობის მომენტი. ეჭვი მაშინ ჩნდება, როცა შენ უკვე ამ ადამიანისგან გაქცევის სურვილი გაქვს.
ამ ურთიერთობის მთავარი „მუღამი“ ისაა, რომ ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება ასე, ცალკე აღებული არ არის. ახლა ახალი კლიპის სცენარს ვწერთ ერთად. თიკო მაგრად  მეხმარება და დარწმუნებული ვარ, ჰიტი იქნება. ვეკითხები, აქ ასე ხომ არ აჯობებდა... ორივე ვართ ჩართული. თიკო ჩემი ყველაზე მაგარი მეგობარი და „პადელნიკია“, იმიტომ რომ, სადაც მე ვმოღვაწეობ და თუ რამეს ვაკეთებ, თიკო ყოველთვის ჩემ გვერდითაა. ყველაფერს ერთად ვფიქრობთ, ერთად ვაკეთებთ. ჩემს პროზას ნაკლებად იცნობს, უფრო ლექსები და სიმღერები იცის. ჩემს ლექსებს არც სჭირდება დაწერა, „დეისაძის ხალხურები“ ყველამ იცის. შეიძლება, უცებ მოვისროლო ფრაზა და ხვალ და ზეგ სადმე, კედელზე დაწერილი დამხვდეს. ასე, მაგალითად: „დედა ვერელი, მამა ვაკელი, რა დაგაკელი, რა დაგაკელი“. თიკო დეისაძეც კი გახდა, რადგან რაღაც სიახლე სჭირდებოდა ცხოვრებაში... მერე მე დავფიქრდი, მე ხომ არ ვარ ცოტათი სადუნიშვილი-მეთქი. ახლაც ვფიქრობ, ერეკლე სადუნიშვილი – თიკო დეისაძე... ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული. მაგას მართლა არ მაპატიებენ, ერთი გვარი ჰქონდა ქართული და ქალის  გვარზე გადავიდაო.
–  ახალ სიმღერებს წერ, ახლახან წიგნი გამოეცი... ისევ პროვოკაციულ შემოქმედებით სვლებს უნდა ველოდოთ შენგან?
– 2016 წელს ვეძახი მოსავლის აღების წელს. 25 დეკემბერს მქონდა პირველი სოლო კონცერტი დიდ „გალერიში“, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. ეს კონცერტი მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ზევიდან „შეკეთებული“ მარიხუანა გადმოვყარეთ, რითაც ხალხი ძალიან ბედნიერი იყო. ამით გამოვეხმაურე დეკრიმინალიზაციის პროცესს, რომელიც დაწყებულია და წინ ვეღარაფერი აღუდგება, რადგან საზოგადოება ამისთვის მზადაა. წინა პრემიერმა თქვა, რომ სანამ ის იქნებოდა პრემიერი, ეს არ მოხდებოდა. მაგრამ, ახლა აღარ არის პრემიერი, ეს პროცესი დაწყებულია. ახლახან გამოვიდა ჩემი ახლი რომანი, სახელად „რუსული არდადეგები“, რომელიც  2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება და ამ ომის ჩემეული ვერსიაა. ამ წიგნში ჯავშანტექნიკა თბილისიდან ორმოც კილომეტრში კი არ გაჩერდა, არამედ ქალაქში შემოვიდა და აი, რა ხდება ვაკე-ვერაზე. არიან  პოლიტიკოსთა ცოლები, რომლებიც თავისებურად უმკლავდებიან ამ ომს. როდესაც ქალაქში დადის მძიმე ტექნიკა, ესენი მოისყიდიან ვიღაც მამაოებს, რომლებიც დადიან და აკურთხებენ კორპუსებს, რომ ბომბებისგან დაიცვას ვაკე და ვერა. მოკლედ, ტარანტინოსეული სცენარით ვითარდება. ამ წიგნით იმის ჩვენება მინდა, თუ როგორ ფეხებზე ჰკიდია ხალხს ის ომი, რომელიც ვითომ ჩვენ ყველას გვაწუხებს. რეალურად, ეს ომი ეხება იმათ, ვინც იქ ცხოვრობს და იბრძვის, სამშობლოსთვის სწირავს თავს. გვახსოვს, ხალხით სავსე რესტორნები იმ პერიოდში, სადაც ხინკლებისა და ქაბაბების ცვენა იყო, იქ კი – ტყვიების. მე მინდოდა, ეს სურათი მეჩვენებინა და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა უცხოელთათვის. გერმანულად თარგმნიან ფრანკფურტის ფესტივალისთვის.
– საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ხშირად ხარ გაკიცხვის ობიექტი. მზად ხარ ისევ მძაფრი კრიტიკისთვის?
– მე ვერ მქოლავენ. ჰგონიათ, რომ მქოლავენ და პირიქით, იმ რეაქციებით მაძლიერებენ. ამ ქვეყანას აქვს მოსახდელი ბატონები, რომელიც უნდა მოიხადოს. წიგნის სახით იქნება ეს თუ მუსიკის, არ აქვს მნიშვნელობა. რაც მეტ რეაქციას გაუშვებ, მით მეტად შემობრუნდება საზოგადოება ჯანსაღი აზრისკენ. ხშირად მაქვს საჯარო ლექციები – ილიას უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც მიწვევენ სტუდენტები. ეს განაპირობა იმან, რომ მე ლაპარაკი არ მეზარება. ზევიდან არავის ვუყურებ და არ ვეძახი, თქვე ბნელებო და ჩამორჩენილებო-მეთქი... ყველასთან უშუალო ურთიერთობა მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვანისთვის, გარდა იმისა, რასაც წერს და მღერის, უნდა იყოს მაგალითის მიცემა...
– პოლიტიკაში მოსვლას ხომ არ გეგმავ?
– მგონია, რომ პოლიტიკაში უკვე ვარ. მე ვერცერთ პარტიაში ვერ წარმომიდგენია თავი. ყოველთვის ვერიდები, ვიღაცის გავლენის ქვეშ ვიყო. ჩემი პარტია იქნება ის, რომ სამოქალაქო საზოგადოება იყოს ჯანსაღი. ისე ჯერ ნაცობას მაბრალებდნენ, მერე ივანიშვილმა მოისყიდაო. მაგრამ, რეალურად, ეს ბრალდებები ბრალდებად დარჩა, რადგან ხალხი ხედავს, სად ვარ და რას ვაკეთებ.

скачать dle 11.3