კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას იწვევს ცხვირში ჩასაწვეთებელი პრეპარატების მუდმივი გამოყენება და როგორ გადადის ჰაიმორიტი ცხვირიდან ყურში

ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით იზრდება დაავადებათა რიცხვი, მათ შორისაა ჰაიმორიტი, რომელსაც საკმაოდ არასასიამოვნო სიმპტომები ახასიათებს და, თუ დროულად არ ვიმკურნალებთ, შესაძლოა, მძიმე შედეგებამდე მივიდეთ. რა არის ჰაიმორიტი, როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი ჩივილების მიზეზი ეს დაავადებაა და როგორ ვიმკურნალოთ, ამის შესახებ ოტორინოლარინგოლოგი, ქალბატონი ნინო ჯანგვაძე გვესაუბრა.
ნინო ჯანგვაძე:  ჰაიმორიტი არის ჰაიმორის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება. ჰაიმორის ღრუ არის თვალბუდესა და ზედა ყბას შორის არსებული ღრუ, რომელშიც არის ლორწოვანი გარსი. ჰაიმორიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ვირუსული გაციება, ალერგიული ფონი, ცხვირის ძგიდის გამრუდება... როდესაც ბუნებრივი სავალი დახშულია, არ ხდება ჰაიმორის ვინტილაცია და ვითარდება ჰაიმორიტი. ხშირად, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კბილების ინფექციის დროს ხდება ჰაიმორის ღრუს დაზიანება და ჰაიმორიტის განვითარება. კბილის დაბჟენის დროს, შესაძლოა, გაიხვრიტოს ჰაიმორის წიაღი და უცხო სხეულის შიგნით შეღწევამ გამოიწვიოს ანთებითი პროცესი. ეს პრობლემა  განსაკუთრებით შემოდგომასა და გაზაფხულზე იმატებს – როცა ვირუსული ფონი იზრდება და ინფექციები ვრცელდება, ამ პერიოდში უფრო ხშირია სინუსიტების მომატება.
– როგორ მივხვდეთ რომ ჰაიმორიტი გვაქვს?
– როგორც წესი, ჰაიმორიტის დროს ცხვირიდან იწყება შესქელებული ლორწოვანი გამონადენი, ხშირად ჩირქის სახით. თუმცა, შესაძლოა, ცხვირიდან საერთოდაც არ იყოს გამონადენი, მაგრამ, შეგვაწუხოს თავის ტკივილმა, რომელიც თავის დახრისას განსაკუთრებით მძაფრდება ხოლმე. ჰაიმორიტს ახასიათებს მაღალი ტემპერატურაც. არის შემთხვევა, როდესაც ჩირქი გადადის ცხვირ-ხახაში, ასეთ დროს ადამიანს აქვს ძლიერი ყელის ტკივილი. ჰაიმორიტს ახასიათებს თვალბუდესა და  ზედა კბილებზე ზეწოლაც. შესაძლებელია ჰაიმორიტის ცხვირიდან ყურში გადასვლაც; როდესაც ცხვირ-ხახაში მიდის ლორწოვანი გარსის ანთება, ცხვირის უკან გამოდის ევსტახის ლულები, რომლებიც უზრუნველყოფს შუა ყურის ვენტილაციას; თუ შეშუპდა, შუა ყური ჩაიკეტება და ვითარდება ჩირქოვანი ოტიტი.
– რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ, თუკი დროულად არ ვუმკურნალებთ ჰაიმორიტს?
– თუ არ ვიმკურნალეთ, ყველაზე საშიში, რაც ქრონიკულმა ჰაიმორიტმა შეიძლება გამოიწვიოს, არის მენინგიტი, ანუ ტვინის გარსის ანთება. თვალბუდის ღრუს ქვედა კედელი არის ჰაიმორის ღრუს ზედა კედელი; მუდმივი ანთებითი პროცესისა და ჩირქის შედეგად, ადრე თუ გვიან, თვალბუდის კედელი განილევა, ძვალი შეიჭმევა და ჩირქი ავა თვალში. ამიტომ, ადვილი შესაძლებელია, რომ გამოიწვიოს თვალის საკმაოდ მძიმე დაზიანება – ასეთ დროს თვალი მოდის წინ და, თუ  არ ვიმკურნალებთ, შესაძლოა, მხედველობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვიოს.
– როგორ შევუშალოთ ხელი ჰაიმორიტის განვითარებას?
– როგორც კი ცხვირში გავიჭედებით და გაგვიჭირდება სუნთქვა, თუ მაშინვე დავიწყებთ ცხვირში გამხსნელი წვეთების გამოყენებას და არ მივცემთ ბუნებრივ სავალ გზებს ჩაკეტვისა და დაბლოკვის საშუალებას, ამით შევძლებთ ჰაიმორიტის განვითარების თავიდან აცილებას.
– როგორ ვუმკურნალოთ ჰაიმორიტს?
– სახლის პირობებში ხშირად მკურნალობენ ყოჩივარდას ნაყენით,  რომელიც იწვევს წვას და, როგორც წესი, მისი ჩაწვეთების შემდეგ მოსდით ცრემლები. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ცხვირში ჩასაწვეთებელი პრეპარატების დანიშნულებაა, რომ გახსნას ბუნებრივი სავალი და მოახდინოს ჩირქის ევაკუაცია. როდესაც ჰაიმორიტი გრძელდება 2 კვირაზე მეტხანს, დიდი შანსია, რომ  ჩამოყალიბდეს ქრონიკული ჰაიმორიტი და ყოველ გაციებაზე ჰაიმორის ღრუში ჩადგეს ჩირქი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება და საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. ოპერაციის დროს ვაფართოებთ და ვასუფთავებთ ჰაიმორის ღრუს კედლებს.
– რა შემთხვევაში იყენებენ ცხვირში ჩასაწვეთებელ პრეპარატებს მუდმივად და რა უკუჩვენება შეიძლება გამოიწვიოს ამან?
– ცხვირში არის სამი ნიჟარა: ქვემო, შუა და ზედა. ძირითადად პრობლემურია ქვედა ნიჟარა. როდესაც ქვედა ნიჟარა გაფუებულია და არ ხორციელდება სრულყოფილი სუნთქვა, ასეთ დროს ხშირად იყენებენ ცხვირის წვეთებს, რომელიც ხელს უწყობს ნიჟარების შეჭმუხნას, მაგრამ ეს არ არის მკურნალობა,  ასეთ დროს ადამიანები დამოკიდებულები ხდებიან იმ წვეთებზე და, რეალურად, არ მკურნალობენ. ექიმები ამას კატეგორიულად ვკრძალავთ. ნებისმიერი პრეპარატის ცხვირში მუდმივად ჩაწვეთება იკრძალება. მკურნალობაც, მაქსიმუმ, 7-დან 10 დღემდე გრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაზოკონსტრიქტორი, რომელიც მუდმივად ჭმუხნის ნიჟარებს, დროთა განმავლობაში იწვევს თავის ტკივილს, წნევის ცვალებადობას, უკიდურეს შემთხვევაში – განილევა ლორწოვანი გარსი და ოპერაციაც კი შეუძლებელი გახდება.
– არის თუ არა ჰაიმორიტი 21-ე საუკუნის დაავადება?
– დიახ. გამონაბოლქვი, ცუდი ეკოლოგიური პირობები, ალერგენების მომატება, არაჯანსაღი საკვები – ეს ყველაფერი ხდება ლორწოვანის გაფუების მიზეზი, რაც ხელს უწყობს ჰაიმორიტის განვითარებას.

скачать dle 11.3