კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესაძლებელია თუ არა, მზის სისტემაში ისეთი ცვლილება მოხდეს, რომ დედამიწაზე კატასტროფა გამოიწვიოს

ალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერები – მაიკლ ბრაუნი და კონსტანტინ ბატიგინი ირწმუნებიან, რომ მზის სისტემაში არსებობს მეცხრე პლანეტა, რომელიც დედამიწაზე 10-ჯერ დიდი ზომისაა და მზიდან იმაზე შორს მდებარეობს, ვიდრე პლუტონი. ისინი აცხადებენ, რომ ახალი პლანეტა ფიზიკურად ჯერ არ დაუნახვთ, თუმცა მოჰყავთ მონაცემები, თუ რა გავლენას ახდენს მისი გრავიტაცია მათთვის კარგად ნაცნობ სხვა ციურ სხეულებზე. უახლოეს წარსულში ასტრონომები არა მხოლოდ მეცხრე, არამედ მეათე პლანეტასაც ეძებდნენ, თუმცა, მათი პოვნის შემდგომ ისინი გიგანტი პლანეტების სათვალავიდან გამორიცხეს და ამიტომ დარჩა რვა პლანეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით ასტრონომ შალვა საბაშვილს მივმართეთ.
შალვა საბაშვილი: ადამიანი უხსოვარი დროიდან იცნობს ხუთ პლანეტას: მერკურს, ვენერას, მარსს, იუპიტერსა და სატურნს, მეექვსედ უკვე დედამიწა შეგვიძლია მივათვალოთ, რადგან მას დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ და, ვერ გაეგოთ, რა იყო. ტელესკოპის გამოგონებამ შესაძლებელი გახადა ისეთი ციური სხეულების აღმოჩენა, რომლებიც მიუწვდომელი იყო შეუიარაღებელი თვალისთვის. სწორედ ტელესკოპის მეშვეობით იპოვეს 1782 წელს პლანეტა ურანი. აღმოჩნდა, რომ ურანის ორბიტა არ შეესამაბემოდა მისსავე რეალურ, დანაკვირვებ ორბიტას. ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ მზის სისტემაში არსებობდა სხვა უცნობი პლანეტა, რომლის მიზიდულობას შეშფოთება შეჰქონდა ურანის მოძრაობაში; ეს პლანეტა 1851 წელს აღმოაჩინეს და ნეპტუნი უწოდეს. ის მეშვიდე პლანეტა იყო, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ, ჰელიოცენტრული თეორიის მიხედვით, დედამიწა მზის ირგვლივ მოძრავ პლანეტად გამოცხადდა, ნეპტუნმა პლანეტებს შორის მერვე ადგილი დაიკავა. მორიგი ცვლილება პლანეტათა რაოდენობამ 1930 წელს განიცადა, როცა ნეპტუნის მოძრაობის შეშფოთებათა ანალიზის მცდელობისას აღმოაჩინეს მეცხრე პლანეტა – პლუტონი. ის დედამიწაზე 450-ჯერ მსუბუქია და ამიტომ ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს სხვა პლანეტების მოძრაობაზე. პლუტონის აღმოჩენის შემდეგ მეათე პლანეტის ძიებაზე გადავიდნენ. თეორიულად ის შეიძლება ყოფილიყო ან მზესთან მერკურზე უფრო ახლოს, სადაც მისი პოვნა გაძნელებული იქნებოდა მზის გამოსხივების ძლიერი ფონის გამო, ან – მერკურზე უფრო შორს. უკანასკნელ შემთხვევაში, პლანეტის აღმოჩენაში ხელის შემშლელი იქნებოდა მისი სიმკრთალე, რასაც მასზე მზიდან დაცემული გამოსხივების სიმცირე გამოიწვევდა. ასტრონომებმა კვლევა-ძიების შედეგად აღმოაჩინეს მეათე პლანეტაც, რომელსაც სედნა დაარქვეს. მათი ინფორმაციით, სედნა ძალიან ნელა ბრუნავდა საკუთარი ღერძის გარშემო, რაც შესაძლებლობას ქმნიდა, რომ მას ჰყავდა თანამგზავრი. როგორც შემდგომ დადგინდა, სედნას ზომა პლუტონის ზომის ნახევარს არ აღემატებოდა. ზოგი მეცნიერი აპირებდა, სედნა მეათე პლანეტად გამოეცდახებინა,  რომ არა 2003 წლის აღმოჩენა: პოლმარის ობსერვატორიის 122-სანტიმეტრანი ტელესკოპით ჩატარებული ცის მიმოხილვის დროს აღმოაჩიეს კიდევ ერთი პლანეტა, რომელსაც შემდგომ ლილა უწოდეს. ამ პლანეტამ, თავისი მახასიათებლებით, მეათე პლანეტის ადგილი დაიკავა და სედნა გიგანტ პლანეტათა სისტემიდან გამოირიცხა. საბოლოოდ, მიუხედავად ამ კვლევა-ძიებებისა, ზოგი მეცნიერის გადაწყვეტილებით, პლუტონსა და ლილას მათი სიმცირის გამო ჩამოერთვათ მეცხრე და მეათე პლანეტების სტატუსები და მზის დიდ პლანეტებად მხოლოდ პირველი რვა აღიარეს, თუმცა, პლუტონს დღესაც ვერ ელევიან, რადგან მას ასტროლოგები იყენებენ.
– ახლახან კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმოადგინეს მზის სისტემაში მეცხრე პლანეტის არსებობის მტკიცებულება. ამის შესახებ რას გვეტყვით?
– ეს ჯერ არ დადასტურებულა. აღნიშნული პლანეტა რომ არსებობდეს, მისი მასა გიგანტ პლანეტებთან შედარებით მაინც პატარა იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უკვე აღმოაჩენდნენ.
– დავუშვათ, მართლაც დადასტურდა მზის სისტემაში მეცხრე პლანეტის არსებობა, ეს დედამიწას რამე საფრთხეს შეუქმნის?
– საფრთხის წარმოსაქმნელად მთავარი პლანეტის აღმოჩენა არ არის. ეს პლანეტა ხომ მანამდეც არსებობდა და დღემდე არანაირი ცვლილება არ მოუხდენია. თუ რამეზე მოახდენდა ზეგავლენას, აქამდეც გამომჟღავნდებოდა. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ისაა, რომ, თუ ამ პლანეტას დიდი ორბიტა აქვს და იშვიათად ახლოს მოდის დედამიწასთან, მისი ზემოქმედება უფრო მეტი იქნება, ვიდრე სხვა პლანეტებისა. მზის სისტემაში პლანეტები ისეა განლაგბული, რომ ერთმანეთს არ დაეჯახება. თითოეული მათგანი მზის გარშემო მდებარეობს, სხვადასხვა ორბიტაზე იმყოფება და ამიტომ მათი შეჯახების ალბათობა არ არსებობს.
– ასტეროიდების შემთხვევაში როგორაა?
– არის შესაძლებლობა, რომ დედამიწას რომელიმე ასტეროიდი დაეჯახოს – მსგავსი შემთხვევები წარსულშიც არაერთი ყოფილა. ეს ძალიან კატასტროფული მოვლენაა და მისი ნაკვალევი დედამიწაზე არსებობს. მაგალითად, ციმბირში არის 100-კილომეტრიანი ღრმული, რომელიც დაახლოებით 200 მილიონი წლის წინათ გაჩნდა. შუა ამერიკაშიცაა მსგავსი ღრმული, რომელიც არის ნაშთი იმ დიდი დაჯახებისა, რამაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. 250 მილიონი წლის წინათ დედამიწაზე სამნაწილიანი ასტეროიდი ჩამოვარდა და, როგორც მეცნიერები ამბობენ, ცოცხალი არსებების 75 პროცენტი გაანადგურა. ასტეროიდი დედამიწას ეჯახება დიდი სიჩქარით. დღეს დაზღვეული ვართ იმ თვალსაზრისით, რომ დიდი პლანეტები ყველა ცნობილია და საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება მცირე ზომის პლანეტებს, ისინი მაშინ ხდებიან ცნობილები, როცა დედამიწას მოუახლოვდებიან, ამ დროს კი რამე ზომების მიღება დაგვიანებულია.
– ინტერნეტით ვრცელდება ხოლმე ინფორმაცია პლანეტათა გადაადგილების შესახებ.
– ყველაფერი ცვალებადია, მაგალითად, დედამიწის შემთხვევაში, ორბიტის დახრა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ცვალებადობა ძალიან ნელა მიმდინარეობს, ზოგიც პერიოდულია. მზის სისტემა მდგრადია, ამიტომ, ისეთი ცვლილება, რომელსაც შეიძლება კატასტროფული ვუწოდოთ, არ მოხდება.

скачать dle 11.3