კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედისა და ცოლის გაუპატიურების მცდელობისთვის მამა-შვილმა მეზობელი მოკლა

მამა-შვილი – 57 წლის უშანგ დ-ძე და 27 წლის კახა  დ-ძე სამართალდამცველებმა  მეზობლის, 60 წლის პეტრე ა-ოვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.  საქმის მასალების მიხედვით, მათ განზრახ მკვლელობის მიზნით, საკუთარი ბინიდან გამოიყვანეს პეტრე ა-ოვი და დანით გულ-მკერდის არეში დაჭრეს, თუმცა გარდაცვლილს ერთი ჭრილობა ყელშიც ჰქონდა მიყენებული. დაკავებულმა უშანგი დ-ძემ  პირველი ჩვენების მიხედვით განაცხადა, რომ მისი შვილი, კახა დ-ძე დანაშაულის მონაწილე არ იყო და მეზობელი მხოლოდ მან დაჭრა. თუმცა, თვითმხილვლელთა ჩვენებებით  და საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, გამოძიების მიერ  დადასტურდა  კახა დ-ძის დანაშაულებრივი  ბრალიც – მამა-შვილმა ელექტრიკოსი მეზობელი ცოლის თვალწინ მოკლეს.
როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, დანაშაულის მოტივი იყო პეტრე ა-ოვის მიერ დაკავებულთა ოჯახის წევრის, მაგდა მ-შვილის მიმართ ჩადენილი ქმედება. ამონაწერი მოწმის, მარინა ბ-ძის ჩვენებიდან: „მე უშანგის ოჯახის ახლო მეზობელი ვარ. გარდაცვლილი პეტრე ა-ოვი  ჩვენგან მოშორებით, ქუჩის დასაწყისში მდებარე ჩიხში ცხოვრობდა. პეტრე ხელმარჯვე  კაცი იყო. თუ ოჯახში ვინმეს ელექტროგაყვანილობა ან წყლის მილები დაუზიანდებოდა, დასახმარებლად ყველანი პეტრეს მივმართავდით.  უბანში საჭირო კაცი იყო, მაგრამ კარგი რეპუტაციით არ სარგებლობდა. ერთი-ორ მეზობელს მასთან ისეთი კონფლიქტიც მოუხდა, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩემი მეუღლე ხშირად ამბობდა, პეტრე ოჯახში შესაშვები კაცი არააო. ერთ დღეს მაგდა გამომიტყდა, პეტრე ორი დღე ჩვენთან მუშაობდა, სახლში არც ჩემი მეუღლე იყო და არც შვილი. ის კი ძალიან ცუდად მომექცა, აბაზანაში გამომკეტა და სექსუალური კავშირის დამყარება სცადაო. მაგდა ძალიან იყო გამწარებული. მეც ვურჩიე, რომ ქმრისა და შვილისთვის მომხდარის შესახებ არაფერი ეთქვა. მით უფრო, ამის შესახებ უშანგის არ უნდა გაეგო. ჯერ ერთი, ცოლის შეურაცხყოფას ვინ აპატიებდა, ამას გარდა, უშანგის საკმაოდ რთული ხასიათი ჰქონდა. ამ ინციდენტმა ისე ჩაიარა, მომხდარის შესახებ მაგდას ოჯახში არავის არაფერი გაუგია. ცოტა ხნის შემდეგ მაგდამ ისევ შემომჩივლა, რომ პეტრეს ქუჩაში გადაეყარა და მამაკაცმა მას კიდევ შესთავაზა ინტიმური კავშირის დამყარება: ჯერ ლაზღანდარობა დაიწყო, მერე მეზობლის ბაღის გავლის დროს, წელზე ხელი შემომვია და კოცნა დამიწყოო. მაგდა ფიქრობდა, რომ ამჯერად აღარ ეპატიებინა მეზობლისთვის შეურაცხყოფა და შვილისთვის მაინც ეთქვა, თუმცა საბოლოოდ, მაინც გადაიფიქრა. ამის მიუხედავად, ეს ინციდენტი მაგდას ქმარ-შვილისთვის მაინც გახდა ცნობილი.”
საქმის მასალების მიხედვით, რაც დადასტურდა მაგდა მ-შვილის ჩვენების მიხედვით, კახა დ-ძემ დედას მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავად უამბო. ამონაწერი მაგდა მ-შვილის ჩვენებიდან: „ერთ საღამოს კახა სახლში ნასვამი მოვიდა, ცალკე გამიყვანა და მითხრა: ყური მოვკარი, პეტრეს შენთვის შეურაცხყოფა მოუყენებიაო. ისიც მითხრა, ეჭვი ერთი კვირის წინ ავიღე, რომ გეღლაბუცებოდა, მაგრამ აქამდე არაფერი ვთქვიო.   მე სასტიკად უარვყავი ეს ამბავი, მაგრამ კახამ გამომტეხა, რომ მეზობელი  მამაკაცი  საყვარლობას მთავაზობდა. ჩუმად ვსაუბრობდით.   ვთხოვე,  რომ ჩემს მეუღლეს არაფერი გაეგო. ცოტა ხანში ჩემი  მეუღლეც  გამოვიდა  გარეთ. მე სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი და  კახა სახლში შევიყვანე. ალბათ ერთი საათი იქნებოდა გასული კახა და უშანგი    ეზოში დავინახე, რაღაცაზე საუბრობდნენ. ეჭვი ავიღე, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი, რაზე საუბრობდნენ. ცოტა ხანში სახლში შევედი და წამოვწექი, თავი ცუდად ვიგრძენი მაღალი წნევის გამო. ჩამძინებოდა, ქუჩიდან ხალხის ხმაურმა გამაღვიძა. გარეთ რომ გამოვედი, ქუჩაში უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. დავინახე, ერთი მეზობელი კახას იჭერდა, მეორე – უშანგის. ვიღაცეები მოსდევდნენ ქუჩაში. ისეთი არეულობა იყო, ვერაფერს მივხვდი. მერე გავიგე, კახამ თურმე პეტრე გამოიყვანა სახლიდან. ქუჩაში კი ურთიერთშელაპარაკების დროს, ის დანით დაჭრეს.”
როდესაც შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო სამსახური მივიდა, პეტრე ა-ოვი უკვე გარდაცვლილი იყო. მამაკაცს გულ-მკერდის არეში დანით ოთხი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მომხდარის შესახებ დეტალები პეტრე ა-ოვის მეუღლის მარინა ა-იანისგან გახდა ცნობილი: „ახალი დაღამებული  იყო, ეზოში  ვიღაც რომ შემოვიდა და პეტრეს დაუძახა. პეტრეს დახმარება  ყველა მეზობელს  ხშირად სჭირდებოდა, ამიტომ ცუდი არაფერი მიფიქრია. სიბნელის მიუხედავად, თვალი მოვკარი, რომ კახა დ-ძე იყო. ჩემს გასაგონად პეტრეს უთხრა: შუქი გამიფუჭდა და უნდა დამეხმაროო. ეზოს კართან ლანდი შევნიშნე, მივხვდი, რომ კახა მარტო არ იყო. პეტრე სახლიდან გამოვიდა. მე ყურადღება არ მიმიქცევია მათთვის და სახლში შევედი. ასე, ათ წუთში ქუჩიდან ხმაური მომესმა. ჩხუბი ჩვენი სახლის კართან იყო. გარეთ გამოვვარდი. დავინახე, რომ პეტრე და უშანგი ერთმანეთს ეჭიდებოდნენ. უშანგის ხელში დანაც  შევნიშნე, რომელიც რაღაც მომენტში, ხელიდან გაუვარდა. ჯერ ვერ მივხვდი, რა ხდებოდა.  პეტრე ერეოდა უშანგის, უცებ ძირს დააგდო და ზემოდან მოექცა. ამ დროს დავინახე კახა, რომელიც მამას მიეხმარა. მან უკვე ძირს დავარდნილ პეტრეს დანა  ორჯერ მოუქნია. ბოლოს კი თავში წაავლო ხელი და დანა ყელში გამოუსვა. ეს ყველაფერი  ჩემ თვალწინ ხდებოდა. მე მივვარდი მათ, კახამ კი მამა წამოაყენა, უკან მოტრიალდა და მომაკვდავ ჩემს ქმარს მუცელში წიხლი ჩაარტყა. მიშველეთ, მიშველეთ, ვყვიროდი. ჩემს ყვირილზე ხალხი გამოვარდა. ჩემმა ქმარმა ჩემს ხელებში დალია სული.”  
 სამართალდამცველებმა უშანგ დ-ძე რამდენიმე საათში დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. თავიდან განაცხადა, რომ კახა დ-ძე ინციდენტს შემთხვევით შეესწრო და ის უდანაშულო იყო. თუმცა, თვითმხილველთა განცხადებითა  და დაზარალებული ქალის ჩვეენების მიხედვით, გამოძიებისთვის ცნობილი  გახდა, რომ პეტრე ა-ოვი სახლიდან სწორედ მან გაიტყუა  და მამაკაცს ორი ჭრილობა ცოლის თვალწინ მიაყენა. დამნაშავე მამა-შვილმა დანაშაული აღიარა, დანაშაულის მოტივი მათი მხრიდან შურისძიება იყო – მათ სასამართლო პროცესზეც განაცხადეს, რომ გარდაცვლილს დედის და ცოლის შეურაცხყოფა და სექსუალური ძალადობის მცდელობა არ აპატიეს. ჩვენების მიხედვით,  მათ პეტრე ა-ოვის განზრახ მკვლელობა დაგეგმილი არ ჰქონდათ, თუმცა სასამართლომ ეს არ გაიზიარა და განზრახ მკვლელობისთვის  გასამართლებულ მამა-შვილს, 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3