კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

სიყვარულმა დამღალა
გაგეცინებათ და, ცოტა დავიღალე ამდენი სიყვარულით. ანუ, სულ ვიღაც მიყვარს და სულ ვიღაცას ვუყვარვარ, რაც, სიმართლე გითხრათ, ძალიანაც მსიამოვნებს (აბა, ვის არ სიამოვნებს მუდმივად გოგოების, თანაც, საუკეთესო გოგოების ყურადღების ცენტრში ყოფნა!) ეს კი, ჩემი ღრმა რწმენით, იმით არის გამოწვეული, რომ ძალიან მხიარული და ხალისიანი ყმაწვილი გახლავართ; მიყვარს „ტუსოვკები“, ცეკვა, სიმღერა, „პახოდებში“ სიარული, ანეკდოტების მოყოლა, გოგოების გაცინება და  გამხიარულება, უვნებელი „სიგიჟეების“ მოწყობა.... მოკლედ, არ ვტრაბახობ, მაგრამ, მართლა კაი ტიპი ვარ, თან, არც სასმელი მიყვარს და მოსაწევი – მით უმეტეს. იციან ეს გოგოებმა და იმიტომაც მეხვევიან ბუზებივით. ჩემს საძმაკაცოში ზოგიერთს შურს ეს ამბავი (ამას კანით ვგრძნობ), რადგან, მე სულაც არ ვცდილობ, „ვიყიდო“ ჩემი პოპულარობა, რადგან საამისოდ, როგორც იტყვიან, გროშ-კაპიკიც კი არ გამაჩნია, ისინი კი (ის ზოგიერთი შურიანი) კანიდან ძვრებიან, საკმაოდ დიდ ფულს ახარჯავენ გოგოებს, მაგრამ ის გოგოები მაინც ჩემკენ გამორბიან. ერთხელ ერთმა გოგომ ყველას თანდასწრებით მითხრა, მართლა ძაან კაი ტიპი ხარ, ვგიჟდები შენნაირ ბიჭებზეო; მეორემ კი „შეუსწორა“ – მაგისნაირი ბიჭები არ არსებობენ, ეგ ერთია მხოლოდო. ამაზე ზოგიერთი შურიანი ბიჭი დაიბოღმა და თქვა: კაი ტიპი კი არა, ჩვეულებრივი ჭკუამხიარული ცანცარაა და გოგოებსაც ზუსტად ეგეთი ცანცარები უყვართო. ამ სიტყვების გამო იმ ბიჭს კინაღამ თვალები ამოჰკორტნეს გოგოებმა, მე კი უხერხულად ვიგრძენი თავი (გოგოების შეფასების გამო) და შევეცადე, ისევ ჩემი მხიარულებით, ცეკვითა და სიმღერით გამენეიტრალებინა სიტუაცია, რაც, პრინციპში, შევძელი კიდეც, მაგრამ სახლში მაინც ცოტათი გულნატკენი დავბრუნდი, რადგან, მე, მაგალითად, არასდროს არავისი არ შემშურებია და არც შემშურდება, რადგან საერთოდ არ ვარ შურიანი ადამიანი. და, საერთოდაც, ძალიან ჩვეულებრივი ვარ, ბუნებრივი, ყოველგვარი ნიღბისა და თამაშის გარეშე. არ ვიცი, შეიძლება, გოგოები გრძნობენ ამას და იმიტომაც გიჟდებიან.
ხომ ამდენ გოგოს მოვწონვარ და ვუყვარვარ, მაგრამ მე გამორჩეული და განსაკუთრებული დამოკიდებულება არცერთის მიმართ არ მაქვს – ყველა ერთნაირად მიყვარს, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვა, შეყვარებული არ მყავს. მართალია, რამდენიმეს (სხვადასხვა დროს და არა ერთმანეთის პარალელურად, ცხადია – მე ხომ წესიერი კაცი ვარ) რამდენჯერმე შევხვდი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიპოვე „ის“ – ერთადერთი და განუმეორებელი; რატომღაც, ყველა ერთნაირად მეგობრად და დაქალად მიმაჩნია. ან, უარესი მემართება: მგონია, რომ მივაგენი იმას, ვისაც მთელი ცხოვრებაა (თუმცა, რა მთელი ცხოვრება, ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ, მაგრამ მაინც), ვეძებ; გამიხარდება, გადავირევი და უცებ აღმოჩნდება, რომ ისიც ისეთივე ჩვეულებრივი გოგოა, როგორიც ბევრი სხვა. არა, შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, უბრალოდ, ჩვეულებრივია, არაფრით განსხვავებული, არაფრით განსაკუთრებული... მე კი, იცით, როგორს ვეძებ? აი, ისეთს, „მოიისფროს“... ჩემი ძმაკაცი მეუბნება, ასეთი გოგოები აღარ არსებობენ, მეცხრამეტე საუკუნეში გადაშენდნენო, მაგრამ მე არ მჯერა; უბრალოდ, ძალიან ცოტანი არიან და პოვნაა საჭირო...
ისე, გამოგიტყდებით და, ხანდახან ვგრძნობ ხოლმე, რომ არა მარტო გოგოების სიყვარულმა, იმ „მოიისფროს“ ძებნამაც დამღალა – ვაითუ, მართლა აღარ არსებობენ და მე კი სიბერემდე არ შევეშვა მათ ძებნას?!
სანდრო, 20 წლის.

скачать dle 11.3