კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: გამოიყენება თუ არა გრეიპფრუტი კოსმეტოლოგიაში (სახლის პირობებში) და თუ გამოიყენება – როგორ?
პასუხი: გრეიპფრუტს კოსმეტოლოგიაში მრავალმხრივი გამოყენება აქვს, მაგალითად, მისი ახალგამოწურული წვენით შეგიძლიათ გაიბაცოთ ჭორფლი და პიგმენტური ლაქები: დაასველეთ მასში დოლბანდის ტამპონი და კარგად გაიწმინდეთ პრობლემური ადგილები; გარდა ამისა, გრეიპფრუტის წვენში თანაბარი პროპორციით შერეული მინერალური წყალი შესანიშნავი მატონიზებელი საშუალებაა კანისთვის – ის ავიწროებს ფორებს და ამცირებს კანში ცხიმების გამომუშავებას; ძალიან აახალგაზრდავებს კანს შემდეგი შემადგენლობის ნიღაბი, რომელიც ორ კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ: ერთმანეთს კარგად შეაზილეთ ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი არაჟანი, სტაფილოს წვენი და ბრინჯის ფქვილი, 1 სადილის კოვზი გრეიპფრუტის წვენი და წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეს ზონაზე. ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ და შემშრალებისთანავე გადაისვით თქვენი მკვებავი.
კითხვა: თუ შეიძლება, ცოტა დაწვრილებით მიამბეთ, რა დანიშნულება აქვს C ვიტამინს კანისთვის?
პასუხი: C ვიტამინი კანის დაბერების საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მას განსაკუთრებით ძლიერი ზემოქმედება აქვს კანის უჯრედებზე და ხელს უწყობს კოლაგენის უფრო ინტენსიურ გამომუშავებას, რის შედეგადაც ჩვენი კანი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიკური. გარდა ამისა, C ვიტამინი ეხმარება კანს პიგმენტაციის პრობლემების გადაწყვეტაში, აძლევს კანს ცოცხალ ელფერს.
კითხვა: მაინტერესებს, ზამთრის სეზონზე კანის დასაცავად საჭიროა თუ არა უფრო მეტი ცხიმიანობის მქონე მკვებავის გამოყენება?
პასუხი: ბევრს ჰგონია, რომ, რაც უფრო ცხიმიანია კრემი, მით უკეთ იცავს ის კანს სიცივისგან. სინამდვილეში კი ძალიან ცხიმიანი (მაგალითად, მცენარეულ ზეთებზე დამზადებული) კრემები კანს  სუნთქვის საშუალებას არ აძლევს, რადგან კეტავს ფორებს; ასევე, ხელს უშლის მკვდარი კანის ნაწილაკების მოშორებას ზედაპირიდან, რის გამოც სახის კანი იწყებს აქერცვლას, იღებს მორუხო ფერს და დუნდება. ეს  რომ არ მოხდეს, უმჯობესია, შეარჩიოთ მკვებავი კრემების შედარებით უფრო მსუბუქი ანალოგები. გამონაკლისია ხანგრძლივი სეირნობა ან სპორტული ღონისძიებების ჩატარება ზამთრის სიცივეში – ამ დროს შეგიძლიათ, ჭარბად ცხიმიანი კრემის წასმა.

скачать dle 11.3