კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სილამაზის 4 ასაკი

20 წლიდან 30 წლამდე – საჭიროა კანის გაწმენდა და დატენიანება.
30 წლიდან 40 წლამდე – აუცილებელია მკვებავი და დამცავი კრემები.
40-დან 50 წლამდე – საჭიროა კანის გამკვრივება და ნაოჭების გასწორება.
50 წლიდან ზემოთ – საჭიროა კანის დაჭიმვა და გაბაცება.
ეს ზოგადი რჩევებია. უფრო დაწვრილებით კი სხვადასხვა ასაკში თავის მოვლის პროგრამებს ქვემოთ შემოგთავაზებთ:
1. პროგრამა „20+“
მოვლა
თქვენი მთავარი ამოცანაა, კარგად გაიწმინდოთ კანი დღეში 2-ჯერ, დილაობით კი წაისვათ თქვენი კანის ტიპის შესაფერისი დამატენიანებელი კრემი. დანარჩენისთვის (ნაოჭებთან ბრძოლა და ტონუსის შენარჩუნება) კანს საკუთარი ძალებიც ეყოფა.
რაციონი
ყოველდღიურად უნდა მიირთვათ B ჯგუფის ვიტამინების შემცველი პროდუქტები: ავოკადო, კურაგა, ლეღვის ჩირი, რომელთა წყალობითაც კანი დიდხანს შეინარჩუნებს ჯანსაღ, სასიამოვნო ელფერს.
მაკიაჟი
შეგიძლიათ, ხშირად ჩაატაროთ ექსპერიმენტები – ამაში ასაკი გიწყობთ ხელს, ოღონდ, გახსოვდეთ: მხოლოდ ერთი აქცენტი უნდა იყოს მკვეთრი – ან ტუჩები, ან თვალები, რომ მაკიაჟი დახვეწილად გამოიყურებოდეს.
2. პროგრამა „30+“
მოვლა
კანის დაბერება 25 წლის ასაკიდან იწყება. ამიტომ, პირველი  ნაოჭები თქვენს ასაკში – ნორმალური მოვლენაა. მაგრამ მათმა რაოდენობამ სწრაფი ტემპით რომ არ დაიწყოს მატება, გამოიყენეთ ის კრემები, რომლებიც ხელს უწყობს კანის უჯრედების აქტიურად განახლებას.
რაციონი
სახის კანისთვის ლამაზი ფერის მისანიჭებლად და წონის კორექციისთვის რაციონში ჩართეთ ანანასი – ის დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას.
მაკიაჟი
შუქის ამრეკლავი ნაწილაკების შემცველი ტონალური კრემი ვიზუალურად ფარავს წვრილ ნაოჭებს. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან მკვეთრი მაკიაჟი მოდაში აღარ არის და, თანაც, ვულგარულ იერს მოგანიჭებთ.
3. პროგრამა „40+“
მოვლა
ეს ის ასაკია, როცა ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე უნდა იზრუნოთ სახის კანზე.
იმისათვის, რომ სახის ოვალი იყოს გამოკვეთილი, გამოიყენეთ ლიფტინგის ეფექტის მქონე კოსმეტიკური საშუალებები; ხოლო თუ ამასთან ერთად ისინი შეიცავენ კოლაგენსა და ჰიალურონის მჟავას, უფრო ადვილად გაუმკლავდებით ნაოჭებს.
რაციონი
მიირთვით ცხიმიანი ჯიშის თევზეული, ოღონდ, მოხარშული. ისინი არც გაგასუქებთ და, ამასთან, კანი სრულფასოვნად გამოიკვებება. სახის ფერის გასაუმჯობესებლად კი ხშირად მიირთვით პომიდორი და სტაფილო.
მაკიაჟი
როგორც წესი, მაკიაჟი გაიკეთეთ კარგად გაწმენდილ სახეზე, ძილის წინ 1-2 საათით ადრე კი აუცილებლად ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან გაიწმინდეთ კოსმეტიკური რძით და წაისვით შესაფერისი მკვებავი.
ტონალური კრემი უნდა იყოს თქვენს კანზე ნახევარი ტონით ბაცი ან ნახევარი ტონით მუქი. თქვენს ასაკში მაკიაჟის წასმისას სასურველია, მეტი აქცენტი გააკეთოთ ტუჩებზე და არა თვალებზე – ასე უფრო ვნებიანი და ეფექტური გამოჩნდებით. ღაწვებზე ღია ფერის რუჟი წაისვით და წამწამებს ძალიან ნუ დაიტუშავთ.
4. პროგრამა „50+“
მოვლა
მონაცვლეობით გამოიყენეთ კანის გამამკვრივებელი და ნაოჭების გამსწორებელი კრემები და შრატი – ის გაცილებით უფრო ღრმა და ინტენსიურ ზემოქმედებას ახდენს. ასევე, შრატი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ BB-კრემით, რომელიც ითავსებს მოვლისა და ტონალურის ფუნქციებს.
რაციონი
კანისთვის სიმკვრივის შესანარჩუნებლად ყოველდღიურად მიირთვით სალათის ფოთლები, მწვანე ფერის ბოსტნეული, რომლებიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მაგალითად: ბროკოლი, მწვანე ბარდა, ისპანახი და ასე შემდეგ.
მაკიაჟი
მაკიაჟი გაიკეთეთ ტონალური კრემის წასმის შემდეგ; გადაისვით სილიკონებიანი პუდრი პრაიმერი. ის ასწორებს და ჭიმავს კანს და თანაბარს ხდის მის ფერს. თქვენს კანზე ერთი ტონით მუქი პუდრი წაისვით ღაწვებზე (რუჟის ნაცვლად). ასაკის მატებასთან ერთად, სახის ეს მონაკვეთები ოდნავ დუნდება და ეშვება, მაგრამ მსუბუქი კორექცია, რუჟთან ერთად ნიღბავს ამ ხარვეზს.
ცხადია, ამ რჩევების პარალელურად, არ უნდა დაგავიწყდეთ ყოველდღე სახის გაწმენდა, მკვებავები, დატენიანება, ნიღბები, მასაჟები და სხვადასხვა მეთოდით მოვლა, რაც ხელს შეუწყობს თქვენს კანს, უფრო დიდხანს გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად.

скачать dle 11.3