კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წაიყვანე ჩემი ცოლი

პიტერ ფინი შლეგივით შევარდა თავისი ფსიქოთერაპევტის კაბინეტში, გზად მომხიბვლელ მდივან გოგონას ჩაურბინა.
– ნაძირალა ხარ და ნაბიჭვარი! მე თქვენ გამოგიჭირეთ, ყველაფერი ვიცი!
დოქტორი ვიკი განცვიფრდა, მაგრამ თავის ხელში აყვანა მოახერხა:
– პიტერ, განა დღეს სეანსი გვქონდა ჩანიშნული? რა მოხდა?
– მომწყინდა შენთვის საათში ასი დოლარის გადახდა და გულის გადაშლა, მომწყინდა! მით უმეტეს, იმ ყველაფრის შემდე, რაც შევიტყვე, ნაბიჭვარო! რა სულელი ვიყავი, არა?! ჩემი ძვირფასი ცოლი მეუბნებოდა, სამშაბათობით და პარასკეობით ბრიჯის სათამაშოდ დავდივარო, სინამდვილეში კი „ელ-გრეკოს“  ერთ-ერთ ნომერში შენთან ერთად ნებივრობდა. ადრე უნდა მივმხვდარიყავი ამას – გლორიას ხომ კარტი არასდროს ჰყვარებია!
– პიტერ, დამშვიდდი. მოდი, ვილაპარაკოთ. დაჯექი... დივანზე წამოწექი... ეგ რა არის, რევოლვერი? ფინ, შენ ხომ კინოვარსკვლავი ხარ, როლში ხარ?
– არა, შენი მოკვლა მინდა, ნაძირალავ! – პიტერ ფინმა რევოლვერი ფსიქოანალიტიკოსისკენ მიმართა, – ახლა გესვრი!
– მოიცა, მომისმინე. შეგიძლია, მითხრა, როდის გაგიჩნდა ჩემი მოკვლის სურვილი?
– რა თქმა უნდა. გადაღებები გაგვიგრძელდა და ძალიან დავიღალე. ჯორჯმა დაიჟინა, „ელ-გრეკოში“ შევიდეთ და ცოტა დავლიოთო. იქ, ბარში, საუბარი კინოს იმ ვარსკვლავებზე დაიწყეს, რომლებიც „ელ-გრეკოში“ დადიან ან ყოფილან... წარმოგიდგენია, ნაბიჭვარო? თითქოს მე იქ არ ვიყავი. ვიღაც არარაობას მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე მე... როგორ არ გავმწარებულიყავი?
– აჰა, ესე იგი, ყურადღება არ მოგაქციეს და ამან გაგამწარა? მესმის შენი, – მშვიდად და თანაგრძნობით დაუქნია თავი ფსიქოანალიტიკოსმა.
პიტერი ისევ აენთო:
– მე რამაც გამამწარა, ახლავე გეტყვი – ბარმენმა გლორიაც ახსენა. ყურადღებით მომისმინე, ეი, შენ, ნაბიჭვარო... გლორიაზე თქვა: აქ ყოველ სამშაბათს და პარასკევს მოდის ვიღაც ზორბა, ღიპიან მამაკაცთან ერთად, თხასავით წვერი და ჟღალი თმა რომ აქვსო.
– და, ეგრევე იფიქრე, რომ ეს მე ვარ? – ფსიქოანალიტიკოსმა ნერვიულად გადაისვა ხელი ჟღალ თმაზე და გრძელი, მართლაც თხასავით წვერი აუთრთოლდა.
– დიახ, ვიფიქრე, წყეულო წვერიანო! თურმე, როგორი მზეთუნახავია ჩემი ცოლი... ამიტომ ვიხდიდი საათში ას დოლარს? ამიტომ მაყოლებდი ჩემი და ჩემი ცოლის ინტიმური ცხოვრების დეტალებს? – პიტერ ფინმა რევოლვერის ტარს ხელი მოუჭირა და კბილები გააღრჭიალა, – როგორ არ მოგიღო ბოლო?
– მომისმინე, პიტ, შენ დასკვნები ემოციური ფონის გავლენით გააკეთე, ხომ ასეა?
– დავუშვათ, ასეა, მაგრამ ეს ცვლის იმას, რომ შენ ჩემი ცოლის საყვარელი ხარ, გასიებულო ღორო?
– პიტ, შენ ხომ ყოველთვის არ მიგაჩნდი გასიებულ ღორად?
კინოვარსკვლავი შეყოყმანდა და დივანზე ჩამოჯდა.
– არა, რა თქმა უნდა, – თქვა ხანმოკლე პაუზის შემდეგ.
– ხედავ, პიტ, შენ ჩემ მიმართ აგრესია არ გაქვს. მე არც მსუქანი ვარ და ეს იცი. ბარმენის მონაჩმახმა გაგაღიზიანა და აფექტურ მდგომარეობამდე მიგიყვანა – ეს ბუნებრივი რეაქციაა.
– ჰო, ბუნებრივია, რომ შენ ხარ ის კაცი, ვისთანაც ცოლი მღალატობს.
– პიტ, შეეცადე, დამშვიდდე, დივანზე კარგად მოეწყვე, ეგ იარაღი მანდ დადე და ერთად გავაანალიზოთ სიტუაცია: დიახ, გლორია ძალიან ლამაზი ქალია; დიახ, მე მას ვიცნობ, მაგრამ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ღალატში დაგვდო ბრალი. ისეთი საცოდავი გამომეტყველება გაქვს... მშვიდად ხარ? მითხარი, მშვიდად ხარ?
პიტერმა ამოიოხრა:
– ჰო, მგონი, მშვიდად ვარ. კარგი, ახლა ავდგები და წავალ.
– ძალიან კარგი, პიტ, ძალიან კარგი.
– ვეღარაფერი გავიგე. ძალიან დავიბენი. მართალი ხარ, აჯობებს, სახლში წავიდე და გამოვიძინო.
ერთი საათის შემდეგ პიტერ ფინი ფსიქოთერაპევტს თავაზიანად გამოემშვიდობა და მოუბოდიშა კიდეც კაბინეტში უცერემონიოდ შეჭრის გამო. გასვლისას ლამაზ მდივანს უცნაურად გაუღიმა და წავიდა. დოქტორი ვიკი თითქოს ამას ელოდა, მაშინვე ტელეფონს მივარდა და ნომერი აკრიფა:
– ძვირფასო, ჩვენი გეგმები უნდა შევცვალოთ. ახლა აქ შენი ქმარი იყო და მან ყველაფერი იცის. არა, რა თქმა უნდა, ჩვენს შეხვედრებზე უარის თქმას არ ვაპირებ, მხოლოდ დრო და ადგილი უნდა შევცვალოთ. ჰო, ერთი კვირა მოვიცადოთ, მერე კი „ელ-გრეკოს“ ნაცვლად „ესტრაგონში“ შეგხვდები. გლორია, ხომ იცი, ეს სადაა? – ფსიქოანალიტიკოსმა ქალის პასუხის მოსმენა და ტელეფონის გათიშვაც ვერ მოახერხა – კაბინეტის ზღურბლზე პიტერ ფინი იდგა და უღიმოდა, თუმცა ხელში რევოლვერი აღარ ეჭირა...
– მომისმინე, პიტ, ეს ის არ არის, რაც შენ იფიქრე.
– ნუთუ?! – დაცინვით მიუგო პიტმა, – და, რა იცი, მე რა ვიფიქრე? შენი თავი ძალიან მაგარი ვინმე გგონია, მაგრამ ასე არ არის. გგონია, ნახევარი წელი ტყუილუბრალოდ გიყვებოდი გლორიას შესახებ? მე ვგრძნობდი, ნელ-ნელა როგორ ინტერესდებოდი მისით და ჩემი გეგმის ნაწილი ხდებოდი, მაგრამ, ფაქტები არ მქონდა. ძალიან ეშმაკი ხარ. გლორიას ფეხდაფეხ დავდევდი, მაგრამ ვერაფერში გამოგიჭირეთ. არასდროს ოფისიდან არ ურეკავდი...
– შენ, შენ რა იცი? – ფსიქოანალიტიკოსს ხმა ჩაუწყდა.
პიტერმა გაიცინა:
– ვიცი, ეს მშვენიერი არსება მეხმარებოდა ამაში, – მიუთითა მდივანზე, – ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და აუცილებლად შევირთავ ცოლად, როცა გლორიას გავეყრები. ო, შენ არ იცნობ გლორიას ისე, როგორც მე ვიცნობ. ორი წელია, მთელ ფულს, რასაც გადაღებებზე ვშოულობ, ღრუბელივით ისრუტავს. ვიცოდი, გაყრას თუ მოვინდომებდი, შარვლის ამარა დამტოვებდა, მაგრამ, მისი ღალატი ყველაფერს ცვლის. გმადლობ, მეგობარო, ძალიან დამეხმარე... შენი და გლორიას სატელეფონო ჩანაწერი უკვე მაქვს – ეს ის არის, რაც მჭირდებოდა. შეგიძლია, მშვიდად იყო, შენს მოკვლას არ ვაპირებ. პრინციპში, არც ვაპირებდი. ეს სპექტაკლი ანკესზე შენს წამოსაგებად გავითამაშე და გამომივიდა.
– რა, ესე იგი, არ მომკლავ?
– რა თქმა უნდა, არა. ეს ის „სიცრუის თეორია“ იყო, შენ რომ ექსკლუზიური მეთოდი გგონია. ხედავ, როგორ მაგრად გამომივიდა? წაიყვანე ჩემი ცოლი, მაგრამ, ჯიბეს გაუფრთხილდი – მას დოლარები სჭირდება, თუმცა, ნელ-ნელა თავადვე გაერკვევი... დარწმუნებული ვარ, გლორია სრულად ამოიღებს შენგან იმ ფულს, რაც მე ექვსი თვის განმავლობაში სულელურ სეანსებში გადაგიხადე...

скачать dle 11.3