კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

დუდაური
დუდაური მოხსენიებულია დავით გარეჯის ყმების ნუსხაში, რომელიც კახთა ხანმა და „ქართველთა ბატონმა” განუახლეს გარეჯს. მათზე დავა ჰქონიათ საგინაშვილებს. მათი მამული და სასახლე საცილებელი შეიქმნა ზაალ საგინაშვილსა და ნინოწმინდისა და გარეჯის წინამძღვრის, ონოფრეს შორის. სამართლისთვის მიმართეს ხანს, რომელმაც საქმის გადაწყვეტა სახლთუხუცესს, კახეთის მდივანს, ონანას დაავალა. მისი განჩინებით კი, საგინაშვილებს დუდაურის შვილებზე უფლება არ ჰქონდათ. ონოფრე მაჭუტაძის წინამძღვრობის დროს გარეჯის მონასტრისთვის უნდა ეხადათ: რვა საპალნე ღვინო, ოცი ლიტრი ლებანი, ორი ლიტრი სანთელი.
ხოდაშენში მცხოვრები დუდაური გიორგი მეფემ დავით გარეჯის მონასტერს შესწირა.
საქართველოში 212 დუდაური ცხოვრობს: თბილისში – 87, დუშეთში – 64, ახმეტაში – 29. არიან სხვაგანაც.
გულაბერიძე
გულაბერიძე უძველესი ქართული გვარ-სახელია. ის ორი სახელისგან არის წარმომდგარი – გულა და ბერი.
ამ გვარის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის ნიკოლოზ გულაბერიძის აღაპი. ეს არის ერთ-ერთი უძველესი აღაპი, რომელიც ჩაწერილია ჩვენამდე მოღწეულ ჯვრის სამონასტრო მატიანეში; აღაპთა მეორე, მთავარ წიგნში, არის ნიკოლოზ გულაბერიძის – მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ცნობილი ქართველი მწერლისა და მოღვაწის, ქართლის კათალიკოსყოფილის აღაპი.
ნიკოლოზ გულაბერიძე, ანტონ ქუთათელ საღირაძესთან ერთად, იყო ხელმძღვანელი საეკლესიო კრებისა, რომელიც თამარ მეფის მოწვევით, 1184-1185 წლებში გაიმართა. ნიკოლოზმა ბევრი იღვაწა მთაწმინდის მონასტერში. იქ დიდ მშენებლობას აწარმოებდა და 1210 წელს გარდაიცვალა.
საქართველოში 122 გულაბერიძე ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 116, ბათუმში – 5, ქობულეთში – 1.
ბაიდარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბაიდო.
ბაიდარი ისტორიული მხარეა ქვემო ქართლში. ბაიდარი სოფელია მარნეულის რაიონშიც.
სავარაუდოდ, ბაიდარაშვილი სადაურობის აღმნიშვნელი გვარი უნდა იყოს, ისევე, როგორც დიღმელიშვილი, რაჭველიშვილი, თბილელი, მანგლელი და ასე შემდეგ.
„თონეთელმა ალექსანდრე მჭედლიშვილმა 1875 წელს დიდი ენაგეთის ეკლესიაში ჯვარი დაიწერა ჩხიკვთაში მცხოვრებ ანდრია ბაიდარაშვილის ასულ მაგდალინაზე“.
სოფლის მორიგი აკლებისას, საგინაშვილები კახეთში გახიზნულან და იქ ჭავჭავაძეებთან დანათესავებულან. ამას ადასტურებს საფლავის ქვების წარწერები მაწევანსა და სამებაში. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში უკანვე, აღბულაღის რაიონში დაბრუნებულ საგინაშვილებს კახეთიდან თან წამოუყვანიათ იქაური გლეხები, გვარად ბაიდარაშვილები.
გადმოცემით, ბაიდარაშვილები დაახლოებით ხუთი თაობის წინ გადმოსულან სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგიდან. სოფელში ამჟამად ბაიდარაშვილთა ორი შტოა, კერძოდ: კორელაანი და ზანდარაანი. კორელაანთ თიკუნი მომდინარეობს ოთხი ძმისგან – სოლომონის, ივანეს, სანდროსა და გიგასგან. მათი მამა იყო ზაქრო ბაიდარაშვილი. ამ შტოს შთამომავლები საგინაშვილთა კარის მოსამსახურეები ყოფილან. ურთიერთსიახლოვე საგინაშვილ-ბაიდარაშვილებს ბოლო დრომდე შემორჩათ.
ზანდარაანთ ბაიდარაშვილები ჩხიკვთაში, ტბისსა და თბილისში ცხოვრობენ.
საქართველოში 225 ბაიდარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 105, თეთრი წყაროში – 85, რუსთავში – 18. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3