კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აატანინა ლავრენტი ბერიამ მელიტონ ქანთარიას რაიხსტაგზე წითელი დროშა

საყოველთაოდ გავრცელებული აზრია, რომ სტალინურ სახელმწიფოში ყველა გადაწყვეტილებას, იქნებოდა ეს საგარეო პოლიტიკის საკითხები თუ „დიდი თეატრის“ რეპერტუარი, მხოლოდ და მხოლოდ სტალინი იღებდა და ყველა მისი განკარგულება უსიტყვოდ სრულდებოდა ისე, რომ მცირე კორექტივების შეტანასაც კი ვერავინ ბედავდა. თუმცა, ბოლო წლებში ჩატარებულმა, ადრე გასაიდუმლოებულმა საარქივო კვლევებმა ცხადჰყო, რომ ეს ასე არაა და მხოლოდ ერთადერთი ადამიანი ახერხებდა დამოუკიდებლად მოქმედებას. ეს გახლდათ ლავრენტი ბერია.
პროფესორი ანდრეი პარშევი წერს: „ლავრენტი ბერია მთელ საბჭოთა იმპერიაში, რა თქმა უნდა, სტალინის შემდეგ, ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი იყო. ეს არცაა გასაკვირი, რადგან, სტალინის უახლოეს გარემოცვაში ლავრენტი ბერია ყველაზე ნიჭიერი, გონიერი და პროგრესული ადამიანი იყო და ათი თავით ჯობდა კოლეგებს (სტალინის გამოკლებით). ბერია ძალიან ეშმაკი და საზრიანი  გახლდათ და ისე შეეძლო საქმის მოწყობა, არც მწვადი დაეწვა, არც შამფური და წყლიდანაც მშრალი ამოსულიყო. თან, საბჭოთა ბელადის შექებაც დაემსახურებინა.
სტალინის მეუღლის, ნადეჟდა ალილუევას დის ქმარი, ბერზინი, საქართველოს პოლიტიკური სამმართველოს („ოგეპეუ“) უფროსი იყო. ბერია კი საქართველოს ცეკას პირველი მდივანი და სტალინის ლოთი და გარყვნილი სიძე ყელში ჰყავდა ამოსული. ის უხეშად ერეოდა ბერიას საქმეებში და როგორც პირველმა მდივანმა შეიტყო, მის ადგილსაც კი უმიზნებდა. სხვა შემთხვევაში, ასეთ უგუნურ თავხედს ბერია თვალის დახამხამებაში მოსპობდა. სტალინის სიძეს კი, როგორც ბერიამ უთხრა თავის ყოფილ მოადგილეს, სერგო გოგლიძეს – უფრო ნატიფი მიდგომა სჭირდებოდა და სწორედ მას დაავალა ბერზინის „გამოჭენება“. ბერიამ გოგლიძე კაბინეტში დაიბარა და უთხრა:
– ზეგ თბილისში ოდესის „მიუზიკ-ჰოლი” ჩამოდის. მათ დასში სულ ნარჩევი გოგონებია. ბერზინი არ გამოტოვებს მათ სპექტაკლს და ქალებთანაც გაერთობა. სწორედ ეს  დაგეხმარება მის გამოჭენებაში და მიდი, იმოქმედე...
მართლაც, ქართველი „ჩეკისტების“ ძალისხმევის შედეგად, ბერზინი ჯერ სპექტაკლს დაესწრო, შემდეგ პირდაპირ კულისებში „დაითრია“ კორდებალეტის ორი მოცეკვავე გოგონა და ისინი ამჟამინდელი სასტუმრო „მერიოტის“ ლუქსში „გააქანა“. თუმცა, ღამის სამ საათზე საცვლების ამარა, მთვრალი ბერზინი იმ დროს დააკავა ქუჩის რიგითმა მილიციელმა, როდესაც „ოგეპეუს“ უფროსი გაქცეული კორდებალეტის მოცეკვავეებს რუსთაველის გამზირზე მისდევდა. გოგონებმა მილიციისთვის მიცემულ ჩვენებებში დაწერეს, რომ ბერზინი მათ სადომაზოხისტურ სექსს სთხოვდა. ნახევარ საათში ეს ჩვენებები უკვე ბერიას ჰქონდა. დილით კი მან სტალინს დაურეკა. ყველაფერი დაწვრილებით უამბო და ჰკითხა:
– როგორ მოვიქცე, ამხანაგო სტალინ?
–  საკნიდან გამოათრიონ და საცვლებით მოსკოვში გამოუშვი, ეგ ძაღლისშვილი, – ასე უპასუხა სტალინმა ბერიას და საცვლებისამარა ბერზინი სამუდამოდ მოაშორეს საქართველოდან.
ამ შემთხვევიდან ერთი თვის მერე ბერია საქმეებზე იყო ჩასული მოსკოვში. სტალინსაც შეხვდა და საბჭოთა ბელადს მისთვის უთქვამს:
– შენ ძალიან მოხერხებული კაცი ხარ, ლავრენტი პავლოვიჩ და ბერზინი ოსტატურად მოიშორე. თუმცა, ის ლოთი ამის ღირსი იყო...
ბერზინთან დაკავშირებით სტალინისა და ბერიას აზრები ერთმანეთს დაემთხვა. მაგრამ, იყო შემთხვევები, როდესაც მათი აზრები რადიკალურად განსხვავდებოდა და მოხერხებულმა ბერიამ მაინც თავისი გაიტანა, აჯობა სტალინს... ასე მოხდა, რაიხსტაგზე წითელი დროშის ატანის დროსაც.
1945 წლის 23 აპრილს, როდესაც წითელი არმია ბერლინის ქუჩებში იბრძოდა, სტალინმა თავის კაბინეტში შეკრებილ პოლიტბიუროს წევრებს მკაფიოდ განუცხადა:
– უახლოეს დღეებში დამხობილი გერმანიის რაისტაგის შენობაზე წითელი დროშა უნდა აფრიალდეს და უმნიშვნელოვანესია, ეს დროშა იქ ყოჩაღმა რუსმა ჯარისკაცმა აიტანოს...
ბელადმა პირადად ბერიას დაავალა ამ მოვლენის კურატორობა და უთხრა:
– დროშის დამაგრების მომენტი კინო და ფოტოკამერებზე უნდა აღიბეჭდოს და მთელ მსოფლიოს მოედოსო.
სტალინის დავალების შესრულებას ლავრენტი ბერია იმავე დღეს შეუდგა. მან თავის კაბინეტში დაიბარა ცნობილი კინოდოკუმენტალისტი რომენ კარმენი თავის გადამღებ ჯგუფთან ერთად, აგრეთვე, გაზეთ „პრავდის“ ჟურნალისტები და ფოტოკორესპონდენტები, მათ შორის კონსტანტინე სიმონოვიც, რომელმაც შემდგომში დიდი სტატია გამოაქვეყნა „პრავდაში“ და აუხსნა მათ ყველაფერი. ბერია 26 აპრილს სპეციალური თვითმფრინავით ბერლინში გადაფრინდა. მას თან ახლდა დეკანოზოვიც, რომელიც ომამდე გერმანიაში ელჩად მუშაობდა, იმ პერიოდში კი ბერიას მოადგილე იყო.
შემდგომში ბერიასთან ერთად დახვრეტილი დეკანოზოვის გასაიდუმლოებულ დღიურებში ვკითხულობთ: „1945 წლის 29 აპრილს ლავრენტი პავლოვიჩმა დამიმარტოხელა და მითხრა:
– რაიხსტაგზე დროშა ქართველისა და რუსის „სვიაზკამ“ უნდა აიტანოს. მედროშე ქართველი უნდა იყოს. აუცილებლად მისი გვარი ია-ზე უნდა მთავრდებოდეს და წარმოშობით სამეგრელო-აფხაზეთიდან იყოს. მეავტომატე კი სუფთა რუსი იქნება. მიდი, იმოქმედე. დღესვე მომიძებნე ასეთი წყვილი. ხვალ კი დამხობილ რაიხსტაგზე წითელი, საბჭოთა დროშა უნდა ფრიალებდეს...
სულ რაღაც სამიოდე საათის შემდეგ, მე უკვე სოფელ ჯვრის მკვიდრს, უმცროს სერჟანტს, მელიტონ ქანთარიასა და მეავტომატე ეგოროვს მივაგენი. მეორე დღეს კი მელიტონ ქანთარიამ რაიხსტაგის სახურავზე წითელი დროშა დაამაგრა და ეს მოვლენა არა მარტო ყველა საბჭოთა გაზეთმა, არამედ მოწინავე მსოფლიო პრესამ პირველ გვერდებზე გააშუქა“.
ბერია მოსკოვში 1 მაისს, დილით, საპირველმაისო დემონსტრაციის დაწყებამდე დაბრუნდა. მან სახლში შესვლაც ვერ მოასწრო და პირდაპირ მავზოლეუმის ტრიბუნისკენ გაემართა, სადაც სტალინთან ერთად, საბჭოთა კავშირის სხვა ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ. ბერია კოლეგებს მიესალმა და მისთვის უჩვეულო ადგილზე, მარცხენა კიდეზე, კიბეებთან შეჩერდა. სტალინმა ბერია ხელით მოიხმო. გაზეთ „პრავდის“ ნომერი უჩვენა, რომელიც შინელიდან ამოაცურა და ჰკითხა:
– ლავრენტი პავლოვიჩ, ეს მედროშე ნამდვილად ქართველი მელიტონ ქანთარიაა თუ „პრავდელებს“ აერიათ მისი ვინაობა?
– არა, ამხანაგო სტალინ, „პრავდელებს“ არაფერი არევიათ და მედროშე გმირი საბჭოთა მეომარია. მეავტომატე რუსი გმირი ჯარისკაცი ეგოროვი კი, მამაცურად უკაფავდა მას გზას რაიხსტაგის სახურავისკენ, – მიუგო ბერიამ სტალინს, რომელმაც პაუზის შემდეგ ბერიას უთხრა:
– გმირობას სათანადო დაფასება სჭირდება და დღესვე იზრუნე, რომ ისინი მოსკოვში ჩამოიყვანონ გმირობის მისაღებად...
რამდენიმე დღის შემდეგ სტალინმა ეგოროვს პირადად დააბნია მკერდზე გმირის ვარსკვლავი. ლავრენტი ბერიამ კი სოფელ ჯვრის მკვიდრს, უმცროს სერჟანტს, მელიტონ ქანთარიას მკერდზე საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავი დააბნია და გულაჩუყებული, გაოცებული სტალინის თვალწინ გადაეხვია მას“.

скачать dle 11.3