კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოიკლა თავი სერგო ორჯონიკიძემ სტალინთან შეხვედრის შემდეგ

1917 წლის 28 ნოემბერს ლენინმა „სმოლნის“ სასახლეში კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკთა) პოლიტბიუროს გაფართოებული სხდომა მოიწვია, რომელსაც სპეციალური სტატუსით პოლიტბიუროს არაწევრებიც ესწრებოდნენ. იმ პერიოდში რუსეთის დედაქალაქი ჯერ კიდევ პეტროგრადში მდებარეობდა და ახალი რევოლუციური მთავრობა სწორედ იქ იყო დაბანაკებული. ამ სხდომის მთავარი საკითხი მთავრობის ფორმირება გახლდათ და პოლიტბიუროს არაწევრებიც ამიტომ ესწრებოდნენ. ლენინის წინადადებით, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული, შეიქმნა სახალხო კომისიათა (მინისტრთა) საბჭო. ასევე, ერთხმად დაამტკიცეს ამ ორგანოს თავმჯდომარედ ლენინი, ხოლო სახალხო კომისართა (მინისტრთა) დამტკიცებისას, დამსწრეთა ხმები გაიყო. მწვავე დისკუსია გაიმართა, რომელიც ლამის ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა და რომ არა ლენინის ავტორიტეტი, ვინ იცის, რა მოხდებოდა. მწვავე კამათის პირველი მიზეზი ლევ ტროცკის სამხედრო საქმეთა სახალხო კომისრის პოსტზე წარდგენა იყო. ის იაკობ სვერდლოვმა წარადგინა, რაზეც, მართალია, უხალისოდ, მაგრამ ლენინიც დაეთანხმა. თუმცა, იმ პერიოდში ტროცკისთან დაპირისპირებულმა კამენევმა და ზინოვიევმა, ტროცკის ამ პოსტზე დანიშვნაზე სასტიკი უარი განაცხადეს და ეს ლევ ბრონშტეინის (ტროცკის) გამოუცდელობით ახსნეს. თან, შემხვედრი წინადადება შემოიტანეს, რომ მის მაგივრად სტალინი აერჩიათ.
– ტროცკი რომ ამერიკაში ცხოვრობდა და თქვენ, ვლადიმირ ილიჩ (კამენევმა ლენინს მიმართა), მისი არსებობის შესახებაც კი არაფერი იცოდით, მაშინ კობა (სტალინი) რევოლუციურ რაზმებს ბარიკადებზე მიუძღოდა, რევოლუციურ მოძრაობას სიცოცხლეს სწირავდა და სწორედ ის უნდა ჩაუდგეს სათავეში ბოლშევიკურ არმიას, – თქვა კამენევმა, რაშიც ზინოვიევიც დაეთანხმა. ორჯონიკიძემ კი ქართულად ჩაილაპარაკა: ბრონშტეინი ისეთივე სარდალია, როგორც თელავში გაზრდილი ვირი – მოჭადრაკეო.
ლენინმა ბოლომდე მოუსმინა კამენევს და სიტყვის თქმა დააპირა, მაგრამ მას სტალინმა მოუბოდიშა, სიტყვა ითხოვა და თქვა:
– ამხანაგ კამენევს მადლობას ვუხდი ჩემი შეფასების გამო, თუმცა არ ვეთანხმები ამხანაგ ტროცკის მიმართ გამოთქმულ აზრში და მიმაჩნია, რომ ლევ დავიდოვიჩს ორგანიზატორობის დიდი ნიჭი აქვს. ჩვენ კი სწორედ ასეთი ადამიანი გვჭირდება ბოლშევიკური არმიის შესაქმნელად. ბრძოლაში კი ჯარისკაცებს პროფესიონალი სამხედროები წარუძღვებიან და იმედია, ამხანაგი ტროცკი სწორად შეარჩევს კადრებს. ამიტომ, მე ვეთანხმები ამხანაგ სვერდლოვის წინადადებას და ტროცკის არჩევას მხურვალედ ვუჭერ მხარს.
ტროცკისა და სვერდლოვს სტალინის მხარდაჭერამ წამხდარი ხასიათი გამოუსწორა. ლენინმა კი თავშეკავებით თქვა:
– ამხანაგებო, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით აზრები გაიყო. მოდი, ამხანაგი სტალინიც წარვადგინოთ ამ პოსტზე და ეს საკითხი უბრალო კენჭისყრით გადავწყვიტოთ.
ტროცკისა და სვერდლოვს კვლავ წაუხდათ გუნება, რადგან იცოდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში, სტალინი გაიმარჯვებდა. ეს იცოდა სტალინმაც და თქვა:
– ბოდიშს გიხდით, ვლადიმირ ილიჩ, მაგრამ მე ამ პოსტზე ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგი ვარ. კენჭისყრა კი აუცილებლად ჩავატაროთ, რადგან ამას პროცედურა მოითხოვს.
ლენინმა, როგორც სხდომის თავმჯდომარემ, ტროცკის დანიშვნის საკითხი ღია კენჭისყრაზე დააყენა. თორმეტი არ დაეთანხმა, ექვსმა თავი შეიკავა (მათ შორის ლენინმაც) ხოლო ცამეტმა კი თანხმობა განაცხადა და სწორედ სტალინი იყო ის მეცამეტე წევრი, რომელმაც  ტროცკის გზა გაუხსნა სამხედრო მინისტრობისკენ.
 შესვენებამდე სტალინი ერთხმად აირჩიეს ეროვნებათა საქმის სახალხო კომისრად და ლენინმა ერთსაათიანი შესვენების გამოცხადების შემდეგ, პირველმა დატოვა ოთახი. ტროცკი და სვერდლოვი კი ისე გავიდნენ, რომ არათუ მადლობა უთხრეს სტალინს, არამედ არც კი შეუხედავთ მისთვის.
სტალინი და ორჯონიკიძე გვერდიგვერდ ისხდნენ. კამენევი და ზინოვიევი კი ოდნავ მოშორებით. ისინი ქართველებს მიუახლოვდნენ და ერთხმად უთხრეს სტალინს:
– ჭკვიანი კაცი ხარ, კობა და ასეთ ინტრიგანსა და ამპარტავანს მხარი როგორ დაუჭირე, – შემდეგ გაბრაზებული ტანდემი ოთახიდან გავიდა, ორჯონიკიძემ კი უკვე ქართულად უთხრა წამომდგარ სტალინს:
– მართლები არიან. რა ბუზმა გიკბინა და ამ ამერიკელს ამხელა ძალა როგორ დააპატრონებინე, შენთვის კი სასაცილო თანამდებობა აირჩიე?
სტალინი და ორჯონიკიძე ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ – ერთმანეთთან შეხუმრებულები და ზოგჯერ არც უხეშ გამოთქმებს ერიდებოდნენ ერთმანეთის მიმართ. ამიტომ, სტალინს ეშმაკურად ჩაეცინა და ქართულადვე მიუგო ორჯონიკიძეს:
– შენი თქმის არ იყოს, თელავში გაზრდილი ვირი მოჭადრაკე ვერ გამოვა და ახლა სწორედ იმ ვირს ჰგავხარ.
– რატომ? – შეცბა ორჯონიკიძე.
– იმიტომ, სერგო, რომ წინ ვერ იხედები და მოვლენების განჭვრეტის უნარი მოგიჩლუნგდა, – თქვა სტალინმა და პაპიროსი გააბოლა, – ჩვენ მრავალეროვან ქვეყანას ვაყალიბებთ და ჩემი თანამდებობა, სწორედაც რომ, მნიშვნელოვანია ამ საქმისთვის. ტროცკი კი უფსკრულის პირას დგას. მსოფლიო ომს შიდა ომი შეცვლის და ისე განვითარდება მოვლენები, რომ სამხედრო კომისარს თავბედს აწყევლინებს თავისი თანამდებობა. ავტორიტეტს დაუგდებს და როცა მიხვდება, თუ რა სისულელე ჩაიდინა, უკვე გვიან იქნება. თანაც, ნუ ფიქრობ, რომ ხიშტიანი ჯარისკაცია ქვეყნისა და პოლიტიკის მთავარი დამცველი... უფრო ძლიერი ორგანო გაჩნდება, რომელიც უკვე ჩვენს ხელში იქნება, – თქვა სტალინმა და კარისკენ გაემართა.
მოგვიანებით, სერგო ორჯონიკიძის მეუღლე თავის გამოუქვეყნებელ მემუარებში, რომელიც დახურულ არქივებში აღმოჩნდა, წერდა: „სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე, სერგომ სტალინთან 1917 წლის 28 ნოემბრის საუბარი გაიხსენა და მითხრა:
– ახლაღა მივხვდი, რომ კობა ჯერ კიდევ მაშინ უმზადებდა მყარ ფუნდამენტს თავის მომავალ, ურყევ ხელისუფლებას და ჯერ კიდევ მაშინ არყევდა პატივმოყვარე, ამპარტავანი ტროცკის ავტორიტეტს. სწორედ კობამ შეაგდო ტროცკი იმ ცეცხლში, რომელმაც ბრონშტეინის (ტროცკის) ავტორიტეტიდან ფერფლიღა დატოვა. ტროცკიმ, მართალია, შექმნა წითელი არმია, მაგრამ მისმა სისასტიკემ სახალხო სიძულვილი და უკურეაქცია გამოიწვია. იმავდროულად კი, სტალინისა და ძერჟინსკის მიერ შექმნილ „ჩეკას“ მიზანში ჰყავდა ამოღებული ტროცკი, მისი გუნდი და აკონტროლებდა მათ. ყოველივე ამის პარალელურად, ერთი შეხედვით, ეროვნებათა საქმეთა უბრალო კომისარი სტალინი, მყარ ურთიერთობებს ამყარებდა სხვადასხვა ერებთან და ბოლოს მათი მმართველი, მათი მეფე გახდა. კობა, ძალიან ვერაგი და ეშმაკი კაცია და მე მეშინია მისი...“
ერთ-ერთი ვერსიით, სერგო ორჯონიკიძის თვითმკვლელობა სტალინთან წარმოქმნილი კონფლიქტის შედეგი იყო. ეს კონფლიქტი კი იმან გამოიწვია, რომ ორჯონიკიძეს უახლოეს პოლიტბიუროს სხდომაზე სტალინის მხილება უნდოდა ძველი ბოლშევიკების განადგურების საქმეში. სტალინმა კი ეს გაიგო. დაიბარა და უთხრა, ასეთი რამ არ გაეკეთებინა.

скачать dle 11.3