კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი დაავადების დროს იწყება თმის გაჭაღარავება და ცვენა


თმის ცვენა ჰორმონულ რეგულაციასთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ყოველთვის უნდა შემოწმდეს ფარისებრი ჯირკვლის, ჰორმონების, პროჰესტერონისა და დიჰიდროტესტოსტერონის დონე. ეს ის ჰორმონებია, რომელთა მიზეზითაც ხდება თმის ცვენის დაწყება.
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამოსავლენად აუცილებლად უნდა შემოწმდეს თირეომასტიმულირებელი ჰორმონის რაოდენობა. მისმა ნაკლებობამ, შესაძლოა, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში, სიმელოტე გამოიწვიოს. ამ ჰორმონის სწორი ფუნქციონირება, შესაძლებელია, დიეტამ ან საკვები დანამატების სიჭარბემ დაარღვიოს.
როცა მამაკაცს თმა სცვივა თავის ზედა ნაწილში, გვერდებში კი უხვად აქვს, ეს ტესტოსტერონისა და მისი მეტაბოლიტის – დიჰიდროტესტოსტერონის ცვლის დარღვევებზე მიუთითებს. ასეთ დროს აუცილებელია, ჭამოთ თევზი, ხორცი, ნიორი, ხახვი, ვაშლი, ქლიავი; ქალებს კი, რომლებსაც ტესტოსტერონის სიჭარბე აღენიშნებათ, ქალური ტიპის სიმელოტე უვითარდებათ. სიმელოტის ასეთი სახე იკურნება ბიოდანამატებითა და ფინასტერილით, რომლებიც ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნას ბლოკავს. ამ საშუალებებს უკუჩვენება მხოლოდ ორსულობის დროს აქვს.
ხშირ შემთხვევაში, ქალებში თმის ცვენას პროჰესტერონის ნაკლებობა განაპირობებს. სწორედ ამ მიზეზის გამო, ორსულებს ხშირად აღენიშნებათ თმის ცვენა. საკვები, რომელსაც მიირთმევთ და ჰაერი, რომელსაც სუნთქავთ, გაჯერებულია ესტროგენის მსგავსი ნივთიერებებით. როცა ორგანიზმში ესტროგენები ჭარბად ხვდება, პროჰესტერონის დონე ქვეითდება, რაც სიმელოტეს იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად ჭამეთ ბევრი ნიგოზი, თხილი, ქიშმიში, თევზი და საქონლის ხორცი.
ასევე, არ არის გამორიცხული, უეცარი გაჭაღარავება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებამ გამოიწვიოს. გაჭაღარავება პირდაპირ კავშირშია აგრეთვე ანემიასთან, ნერვული სისტემის დაავადებებთან, ვიტამინების ნაკლებობასთან და ასე შემდეგ, ხშირად კი ამის მიზეზი რკინის ნაკლებობა და ჰერპესია. რკინის ნაკლებობა თმის ცვენისა და გამელოტების მიზეზიც შეიძლება, გახდეს. ყველაზე ხშირად მოულოდნელი გაჭაღარავების მიზეზი ხდება ორგანიზმში ცილა თიროზინის უკმარისობა. ეს ცილა ძირითადად ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში შედის.
ჭაღარა მალე ერევა მათ, ვინც სხვადასხვა დიეტით იფიტავს ორგანიზმს და კრძალავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიღებას. საკვების შეზღუდულად მოხმარებისას ორგანიზმი განიცდის თიროზინისა და სპილენძის ნაკლებობას, არადა, სწორედ სპილენძი უწყობს ხელს ადამიანის ორგანიზმში საღებავი პიგმენტების წარმოქმნას.

როდის დიდდება კუჭი და ამის გამო ჩნდება მოთხოვნილება ბევრ საკვებზე
კარგი მადის მქონე ადამიანებს კუჭი დღითი დღე ეზრდებათ და, შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი საჭმელი სჭირდებათ დასანაყრებლად. იმისთვის, რომ კუჭი ზედმეტად არ გააღიზიანოთ და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფა შეამციროთ, იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით.
სადილი და ვახშამი ერთსა და იმავე დროს მიირთვით, რადგან, ამით კუჭი მიეჩვევა, საჭმლის მომნელებელი წვენი მხოლოდ მაშინ გამოყოს, როცა ის ნამდვილად საჭიროა.
სადილამდე ერთი საათით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი. ის  მდიდარია ტუტე ლითონებითა და მათი მარილებით და, ამიტომ, ბლოკავს კუჭის წვენის სეკრეციას, რაც ამცირებს შიმშილის შეგრძნებას. ასევე, რაც უფრო დიდხანს გრძელდება საჭმლის მიღების პროცესი, მით მეტად ძლიერდება დანაყრების გრძნობა. არ დაგავიწყდეთ, უნდა ჭამოთ მშვიდად და აუჩქარებლად. ამ დროს დასანაყრებლად გაცილებით ნაკლები კალორია გყოფნით.
მოერიდეთ გაზიან და ტკბილ სასმელებს, რადგან ისინი პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებენ და შიმშილის გრძნობას იწვევენ.
ცარიელ კუჭზე მიღებული მლაშე საჭმელი, მწნილი იქნება ეს თუ მცენარეული სალათები, ზრდის მადას. ამიტომ, უმჯობესია, ჯერ მთავარი კერძი მიირთვათ და ზემოთ ნახსენები საკვები შემდეგ დააყოლოთ.
შიმშილის ცენტრს სისხლში არსებული გლუკოზა აღიზიანებს და მადის სიძლიერესაც ეს ფაქტორი განაპირობებს. ეცადეთ, გვიან საღამოს არ ჭამოთ ტკბილეული, ცომეული, მსუყე საკვები და არ დალიოთ ტკბილი წვენები.

მხიარული ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ
ახალგაზრდებისთვის აუცილებელია თხილეულისა და სუბტროპიკული ხილის ჭამა. ასაკში შესვლის შემდეგ კი საჭიროა ბეტა-კაროტინით მდიდარი საკვები, კერძოდ, სტაფილო, მწვანილი, პომიდორი, წიწაკა, ლობიო, კარალიოკი, ვაშლი, კომბოსტო და ასე შემდეგ. ბეტა-კაროტინით მდიდარი საკვები აძლიერებს იმუნიტეტს. 50 წლის ასაკიდან აუცილებელია კალციუმის მიღება, რადგან ის ამაგრებს ძვლებს და ხელს უწყობს გულის მუშაობას. სელენი კი, რომელიც სტრესისგან გვიცავს, ბევრია ყველში.
თუ ტვინის უჯრედებს აქტიურ ვარჯიშს არ მოაკლებთ (იკითხავთ, ამოხსნით კროსვორდებს და ასე შემდეგ),  არასდროს შეგაწუხებთ გულის, სასუნთქი გზებისა და ნივთიერებათა ცვლის პრობლემები.
დღეში თუნდაც ოცწუთიანი ვარჯიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, გვიცავს სხვადასხვა დაავადების რისკისგან, მაგალითად, როგორიცაა წნევის ცვალებადობა, ოსტეოქონდროზი, შაქრიანი დიაბეტი, მკერდის კიბო. ასევე, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად აუცილებელია ძილის წინ საძინებელი ოთახის განიავება. მხიარული ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე დეპრესიულები. სიცილის დროს ორგანიზმი გამოყოფს ისეთ ნივთიერებას, რომელიც ებრძვის ინფექციის გამომწვევ მიკრობებს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აახალგაზრდავებს ორგანიზმს.

არყით ბევრ დაავადებას უმკურნალებთ
დიდი რაოდენობით ალკოჰოლის სმა ადამიანის ორგანიზმს ანადგურებს და ბევრი დაავადების მიზეზი ხდება. მცირე რაოდენობით კი სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალებაა.
* ფაღარათის დროს დალიეთ ერთი პატარა ჭიქა მარილიანი არაყი.
* ბუასილის დროს, 800 გრამ ჭვავის გამხმარ პურს დაასხით არაყი და დადგით თბილ ადგილას. გააჩერეთ ოთხი დღის განმავლობაში. მიიღეთ 2 ჩაის კოვზი დღეში ორჯერ, ჭამის წინ.
* ანგინის შემთხვევაში, 1 სადილის კოვზ კრაზანას დაასხით ჭიქა-ნახევარი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ორთქლზე ათი წუთი. გააცივეთ, გადაწურეთ და დაამატეთ დინდგელის 10-პროცენტიანი სპირტხსნარი – ერთ ჭიქა ნაყენზე 50 წვეთი. ეს ხსნარი გამოივლეთ ყელში.
* თრომბოფლებიტისა და ვარიკოზის დროს, 1 ჭიქა არაყში ჩაყარეთ 20 გრამი დაქუცმაცებული ცხენის წაბლი (კანის გარეშე), გააჩერეთ 5 დღე ბნელ ადგილას, დროდადრო შეანჯღრიეთ. გადაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 30 წვეთი, წყალთან ერთად.
მთქნარება ორგანიზმისთვის სასარგებლოა
თუ დააკვირდებით, მთქნარების დროს თავს უფრო მსუბუქად გრძნობთ, ორგანიზმი დუნდება და სასიამოვნო შეგრძნება გეუფლებათ. ეს მოწმობს იმას, რომ მთქნარება ხელს უწყობს ემოციური სტრესის მოხსნას. საღამოს კი, დატვირთული დღის შემდეგ, მთქნარებით ორგანიზმი განტვირთვას ცდილობს და მშვიდი ძილისთვის ემზადება.
დაღლილობის, მოწყენილობის ან ძილის მორევის დროს თავის ტვინში შემაფერხებელი პროცესორები აღმგზნებ პროცესორებს სჯაბნიან. ნელდება ორგანიზმის სხვა ფუნქციებიც, მათ შორის – სუნთქვისაც, კერძოდ, ის უფრო ნელი და ღრმა ხდება, რის შედეგადაც სისხლში ნახშირორჟანგის მჟავა და ნივთიერებათა ცვლის სხვა პროდუქტები გროვდება, რომლებიც ზემოქმედებენ თავის ტვინის სასუნთქ ცენტრზე, რაც იწვევს მთქნარებას. ღრმა და ნელი ჩასუნთქვისას სისხლი ჟანგბადით მდიდრდება. მთქნარებაში მონაწილე პირის ღრუს, სახისა და კისრის კუნთები ხელს უწყობს სისხლის მიწოდებას, ყოველივე ეს კი აუმჯობესებს ტვინის უჯრედების სისხლით მომარაგებისა და ცვლის პროცესებს.
მთქნარებისას ადამიანი იზმორება. ამ დროს იჭიმება ხელ-ფეხი და ზურგის კუნთები, რაც ხელს უწყობს თავის ტვინის ქერქის ტონუსის შენარჩუნებას. სწორედ ამ პროცესსა და თავის ტვინის მუშაობას ააქტიურებს მთქნარება. მთქნარებისას, ორგანიზმის ყველა სისტემა მობილიზებულია. ძლიერი ემოციური დატვირთვისა და საფრთხის დროს ირთვება მექანიზმი, რომლის დროსაც ადამიანი სუნთქვას იკრავს, კერძოდ, ნელა და ღრმად იწყებს სუნთქვას, რაც იწვევს მთქნარებას. ამ დროს სისხლი ჟანგბადით ივსება, ტვინს უკეთ მიეწოდება და ორგანიზმი საბრძოლო მზადყოფნაშია.

გაიმაგრეთ სისხლძარღვები და ნუ მოადუნებთ კუჭს
ცხოვრების არანორმალური რიტმის გამო ბევრი უჩივის ქრონიკულ დაღლილობას. არსებობს სპეციალური წესები, რომ შრომამ ძალიან არ გადაგღალოთ და თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოთ მთელი დღის განმავლობაში. კერძოდ:
* დიდი რაოდენობით მიირთვით ის საკვები, რომელიც კალციუმით არის მდიდარი: ნედლი ბოსტნეული, ხილი, რძე, კვერცხის გული. თუ გონებრივად დატვირთული სამუშაო გაქვთ, ჭამეთ ნიგოზი, ნუში და თევზი;
* თუ საღამოს ფეხებში ტკივილი იგრძენით, ესე იგი, სისხლძარღვების სპაზმი გაქვთ. ეს ძირითადად იმათ აწუხებთ, ვისაც დიდხანს უწევს სამსახურში ფეხზე დგომა. სახლში დაბრუნებისას, დაახლოებით ნახევარი საათით ჩამოჯექით სკამზე და ფეხები მეორე სკამზე შემოაწყვეთ. ყოველ დილით კი დალიეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე, რომელშიც ერთი ჩაის კოვზი თაფლი იქნება გარეული. კარგია, ასევე, პიტნის ჩაი;
სისხლძარღვების გასამაგრებლად სასურველია, ორი კვირის განმავლობაში ჩაიტაროთ პროფილაქტიკური კურსი და უზმოზე გადაყლაპოთ  დღეში ერთი კბილი ნიორი. სისხლძარღვების გამაგრებით ტვინთან და გულთან დაკავშირებული პრობლემებიც მოგეხსნებათ. ასევე, სისხლძარღვების გასამაგრებლად და ნერვული სტრესის მოსახსნელად, თბილ რძეში გახსენით კვერცხის გული, დაუმატეთ ცოტა თაფლი და დალიეთ დღეში ორჯერ.
როცა ადამიანი იღებს ერთფეროვან საკვებს, თანაც, მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით, ორგანიზმი იწყებს გაზარმაცებას და მხოლოდ ის ფერმენტი გამოიყოფა დიდი რაოდენობით, რომელიც აუცილებელია ამ ერთი სახეობის საკვების დასაშლელად. დროთა განმავლობაში ეს სიზარმაცე ისე ძლიერდება, რომ ერთფეროვანი საკვებიდან ნებისმიერ გადახვევას ორგანიზმი აღიქვამს როგორც კატასტროფას და ზარმაცი კუჭი შერეულ საკვებზე უარს აცხადებს. სწორედ ასეთივე მექანიზმი მოქმედებს ხანგრძლივი შიმშილობის დროსაც. ამიტომ, გაითვალისწინეთ, რომ ერთფეროვანი და არაკალორიული საკვების შემდეგ მრავალფეროვანი და მსუყე საკვების მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან, ამ დროს, ფერმენტთა უკმარისობის გამო, ორგანიზმის მიერ მრავალფეროვანი პროდუქტის გადამუშავება ვერ ხერხდება და ეს დისკომფორტს გიქმნით, რაც თქვენს გუნებასა და შრომისუნარიანობაზე უარყოფითდ აისახება.

скачать dle 11.3